10 ფილმი, რომელიც ცხოვრების დაფასებას გასწავლით

10 ფილმი, რომელიც ცხოვრების დაფასებას გასწავლით

02.08.2020 11 763
"ცაცია" (2015)
მოკრივე ბილი ჰოუპს შესანიშნავი ცხოვრება ჰქონდა: ჩემპიონის წოდება, ლამაზი ცოლი და საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ცოლი დაიღუპა, რინგზე დისკვალიფიკაცია მიიღო, დაეკისრა ვალები და სასამართლომ ჩამოართვა მამობის უფლება. ახლა ჰოუპმა უნდა დაიბრუნოს ჩემპიონის სტატუსი და ქალიშვილი. ყველაფერს მისი ცნობილი მარცენა ჰუკი გადაწყვეტს. კლასიკური დრამა გვაიძულებს, რომ მთავარი გმირის დარტყმები საკუთარ თავზე მივიღოთ.


"ევერესტი" (2015)
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა. ფილმში მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე გაჭედილი მთავარი გმირები იხსენებენ ყველაზე ძვირფასს - სახლს და ოჯახს. მომაკვდავი გმირის უკანასკნელი საუბარი მეუღლესთან ყველაზე ცივ გულსაც კი გაალღობს. პირველი რისი გაკეთებაც ფილმის ყურების შემდეგ მოგინდებათ ახლობლების ჩახუტებაა.


"უტეხი" (2014)
მეორე მსოფლიო ომი მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში შეიჭრა. ის 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადის მონაწილესაც - ლუი ზამპერინისაც შეეხო, მაგრამ ვერც ავიაკატასტროფამ ფრონტზე, ვერც წყნარ ოკეანეში ტივტივმა და ვერც იაპონურ საკონცენტრაციო ბანაკში სასტიკმა წამებამ ვერ გატეხა ლუის ხასიათი და ადამიანობა. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ცხოვრება მშვენიერია და ყველაფრის მიუხედავად მისთვის ბრძოლა ღირს.


"საუკეთესო დრო" (2016)
ფილმი მოგვითხრობს მაშველების შესახებ, რომლებიც საზარელ შტორმში გაემართებიან შუაზე გაგლეჯილ გემზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად. მოქმედება, რომელიც ეკრანზე ხდება გულებს იპყრობს და გვაფიქრებს: შევძლებდი კი მე უცხო სიცოცხლეების გადასარჩენად საკუთარ უსაფრთხოებაზე უარის თქმას?


"ახალგაზრდობა" (2015)
ფრედი და ნიკი უკვე ნახევარი საუკუნეა მეგობრობენ. დასცინიან საკუთარ თავს და უკვირთ ამ სამყაროს უსამართლობის. ამ ზაფხულს ისინი ალპებში ისვენებენ, სადაც უკვე მოზრდილი ბავშვების სასყვარულო განცდები, შემთხვევით დანახული დრამები და შორეული წარსულის გულწრფელობები, სამუდამოდ შეცვლის მეგობრების ბედისწერას.


"მე, ერლი და მომაკვდავი გოგო" (2015)
გრეგი სკოლის დამამთავრებელი კლასის დახურვას, რაც შეიძლება შეუმჩნევლად ცდილობს. თავიდან იცილებს ყველანაირ სოციალურ აქტივობასა და უსიამოვნებას. ამავდროულად თავის ერთადერთ მეგობართან, ერლთან ერთად ყველასგან ფარულად უცნაურ ფილმებს ქმნის. მის ასოციალურობასა და მეგობრობას საფრთხე დაემუქრება, მას შემდეგ რაც დედამისი აიძულებს ლეიკემიით დაავადებული კლასელის მეგობარი გახდეს. ფილმის სიუჟეტი ტიპურია, მაგრამ ავტორები დაავადების რომანტიზებას არ ახდენენ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ახლო მეგობირს დაკარგვა რთული მოვლენაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ბოლო თავისი ცხოვრების ბოლო წელს, თვეს, ან საათს ის თავს მართლა ბედნიერად გრძნობდეს.


"დენი კოლინზი" (2015)
ფილმი გადაღებულია ნამდვილი ამბის მიხედვით. ხანში შესული როკ ვარსკვლავი გადაწყვეტს, ცხოვრება შეცვალოს, როდესაც აღმოაჩენს ჯონ ლენონისგან 40 წლის წინ მოწერილ წერილს, რომელშიც ის დენის სთხოვს, რომ ნიჭი უაზროდ არ გაფლანგოს. ამ მომენტში დენი ხვდება, რომ არაერთი წელი უაზროდ დაკარგა და შეცდომის გამოსწორებას გადაწყვეტს. ასეთი ფილმების ყურების შემდეგ შენ ფიქრობ: მე ჩემს ფასდაუდებელ დროს უაზროდ ხომ არ ვკარგავ?


"რიკი და ფლეში" (2015)
ფილმი მომღერალსა და გიტარისტ რიკიზე მოგვითხრობს, რომელიც ჯგუფ “ფლეშის” წევრია და მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანსა და ოცნებას როკენროლის ვარსკვლავობა წარმოადგენს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას უქმნის პირადი ცხოვრების სარბიელზე. ლინდას ისტორია შეგვახსენებს, რომ ჩვენს თითოეულ გადაწყვეტილებას თავისი შედეგი მოჰყვება, ხოლო ოჯახი კი მთავარი ბედნიერებაა.


"გრძელი ნიშნობა" (2004)
ხუთმა ჯარისკაცმა საკუთარი თავი დაისახიჩრა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ამისთვის ისინი ფაქტიურად სიკვდილის განაჩენით გაგზავნეს საფრანგეთის და გერმანიის საზღვარზე. როგორ ჩანს ისინი ბრძოლაში დაეცნენ, მაგრამ მატილდა, ამ ჯარისკაცებისგან ერთერთის საცოლე ფარ-ხმალს არ ყრის და ბოლომდე ცდილობს გამოიძიოს თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს ფილმი მიგვანიშნებს, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია და ნამდვილი სიყვარულის დაფასებას გვასწავლის.


"ემი" (2015)
ოსკაროსანი ფილმი "ემი" გიყვება მილიონობით ადამიანის სათაყვანებელი მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ. 27 წლის ასაკში მან უამრავი მშვენიერი სიმღერა ჩაწერა და ამდენივე სულელური შეცდომა დაუშვა. ჩვენ მხოლოდ მის შეცდომებზე სწავლა დაგვრჩენია: არ დავკავდეთ თვითგანადგურებით, არ დავკარგოთ დრო მათზე, ვინც ჩვენი ღირსი არ ვართ, არამედ გვიყვარდეს საკუთარი თავი თითოეული დღე დავაფასოთ.
10 საუკეთესო სპორტული კინო
1960-იანი წლების დასაწყისში ჰენრი ფორდ II კომპანიის იმიჯის გაუმჯობესებას და უფრო მოდური ავტომობილების წარმოებას
8 ფილმი მათთვის, ვინც მოტივაცია დაკარგა
მათთვის, ვინც ბოლო დროს ცხოვრების მიმართ შთაგონება და გემოვნება დაკარგა, ჩვენ კარგი ფილმები ამოვარჩიეთ, რომლებითაც
ტერენს მალიკის ახალმა ფილმმა ქრისტეს შესახებ მთავარი როლის შემსრულებლები იპოვა
ტერენს მალიკის ახალი ფილმი "საიდუმლო ცხოვრება" ჯერ არ გამოსულა, თუმცა რეჟისორი უკვე ახალ პროექტზე მუშაობს. მალიკის
კიანუ რივზის ხუთი საუკეთესო ფილმი
როგორც E3-ზე გახდა ცნობილი კიანუ რივზი Cyberpunk 2077-ის ერთ-ერთი პერსონაჟი იქნება, ამიტომაც სანამ ის გეიმინგ
10 ფილმი, რომლებზეც კაცებიც კი ტირიან
მართალია ქალები კაცებზე უფრო ემოციური არსებები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერ სქესს სენტიმენტალიზმი არ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება