Disney+-ზე შესაძლებელია

Disney+-ზე შესაძლებელია "სოლოს" გაგრძელება გამოვიდეს

28.07.2020 62
პორტალ Star Wars Unity-ს რედაქტორი ჯერემი კონრადი თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Disney ჰან სოლოს შესახებ გადაღებული ფილმის გაგრძელების გამოშვებას გეგმავს სერიალის ფორმატში Disney+-ზე.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ჭორი გავრცელდა, რომ კორპორაცია ლენდოს და დარტ მოლის შესახებ ახალ პროექტებს გეგმავს, როგორც ჩანს ისინი "სოლოს" სერიალის ნაწილი გახდებიან.

კონრადის ინფორმაციით თავდაპირველად სერიალი კრიმინალური სინდიკატების შესახებ უნდა ყოფილიყო, თუმცა დროთა განმავლობაში შოუ პირდაპირ გაგრძელებად იქცა. ამას თაყვანისმცემლებიც მოითხოვდნენ.

დიდი ალბათობით სერიალი 2022 წლამდე არ გამოვა, რადგან პანდემიის გამო სრულმეტრაჟიანი ფილმები გადადეს და სერიალს მითუმეტეს გვიან გამოუშვებენ.
ფილმმა ახალგაზრდა ჰან სოლოს შესახებ შესაძლოა სპინ-ოფი მიიღოს
სკაიუოკერების საგის დასრულების შემდეგ "ვარსკვლავური ომების" შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმები ცოტახნით აღარ გამოვა, თუმცა
Disney-მ დარტ ვეიდერის შესახებ შესაძლოა სერიალი გადაიღოს
გამოცემა We Got This Covered-ის ინფორმაციით სტრიმინგ-სერვის Disney+-ს დარტ ვეიდერის შესახებ სერიალის გადაღება სურს.
Disney იქს-ადამიანების შესახებ ანიმაციური სერიალის გადაღებას გეგმავს
Disney-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ ისინი იქს-ადამიანების Marvel-ის კინოსამყაროში შეყვანას ორ-სამ წელწადში
Disney-ს ბობ ფეტის შესახებ სერიალის გადაღება სურს
როგორც პორტალი We Got This Covered იტყობინება Disney თავის სტრიმინგ-პლატფორმისთვის Disney+-ისთვის ახალი პროექტს
Disney ქორისთვალას შესახებ მინი-სერიალს გადაიღებს
როგორც იცით Disney თავისი სტრიმინგ-სერვისის - Disney+-ის გასაშვებად ემზადება, ამიტომაც საინტერესო კონტენტის შესაქმნელად
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება