Netflix-ი

Netflix-ი "კოცნის ჯიხურის" მესამე ნაწილს გამოუშვებს

28.07.2020 133
როგორც ჩანს სტრიმინგ-სერვისი Netflix-ი თინეიჯერული რომკომების პოპულარიზაციით სერიოზულად დაკავდა, რადგან პლატფორმაზე მსგავსი პროექტები უფრო ხშირად გამოდის. რამდენიმე დღის წინ Netflix-მა გამომწერები "კოცნის ჯიხური 2-ით" გაახარა. როგორც ჩანს ფრენჩაიზის გმირებს კოცნები არ მობეზრდათ, რადგან მომავალ წელს მესამე ნაწილიც გამოვა.

/Film-ის ინფორმაციით რეჟისორი ვინს მარსელო მეორე ნაწილზე მუშაობის პარალელურად ფრენჩაიზის მესამე ნაწილსაც იღებდა. მთავარი როლების შემსრულებლები - ჯოი კინგი, ჯეიკობ ელორდი და ჯოელ კორტნი მესამე ნაწილშიც დაბრუნდებიან. მასში მთავარ გმირ ელს კოლეჯის არჩევა მოუწევს, რადგან ის ერთბაშად ორმა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო, თუმცა მას რთული არჩევანის გაკეთება უწევს - ან ჰარვარდი, სადაც მისი შეყვარებული სწავლობს, ან ბერკლი, რომელშიც საუკეთესო მეგობარია ჩარიცხული.

საინტერესოა, რომ 2018 წელს "კოცნის ჯიხური" Netflix-ის ყველაზე ნახვადი ფილმი იყო. კრიტიკოსებს ის არ მოეწონათ, მაგრამ როგორც ჩანს ფრენჩაიზს თაყვანისმცემლების არმია ნამდვილად ჰყავს.

ფილმი პატარა ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.
რომანტიული მელოდრამა
ინტერნეტში Netflix-ის რომანტიული კომედია "კოცნის ჯიხურის" გაგრძელების თრეილერი გამოვიდა. მეორე ნაწილში მთავარ გმირს
მიუზიკლ "Mamma Mia!"-ს პროდიუსერმა ჯუდი კრეიმერმა ფრენჩაიზის მესამე ნაწილზე ისაუბრა. "თავდაპირველად ეს ტრილოგია უნდა
Netflix-მა
მაისში Netflix-ზე ახალი სერიალი "საზოგადოება" გამოვიდა, რომლის მთავარი გმირებიც მოულოდნელად მშობლების გარეშე დარჩნენ.
Netflix-მა
მარტში ონლაინ-სერვისმა Netflix-მა მაყურებლებს ანიმაციური ანტოლოგია - "სიყვარული, სიკვდილი და რობოტები" წარუდგინა,
ჰორორ "კოლექციონერის" ვარსკვლავმა - ჯოშ სტიურტმა ინტერნეტში ტრიკველის პოსტერი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს ჰოლივუდი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება