"ცუდი ბიჭების" სპინ-ოფის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა
09.02.2019
3 183
"საუკეთესოები ლოს-ანჯელესშის" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. სერიალში მთავარ როლებს ჯესიკა ალბა და გაბრიელ იუნიონი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ იუნიონმა კვლავ მოირგო სიდნი "სიდ" ბარეტის როლი, რომელიც ფრენჩაიზის მეორე ნაწილში მარტინ ლოურენსის პერსონაჟის და არის.
სერიალის სიუჟეტის მიხედვით სიდნი ბარეტმა ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილება დატოვა და ლოს-ანჯელესის პოლიციაში დეტექტივის პოსტი დაიკავა, მისი მეწყვილე კი ერაყის და ავღანეთის ომების ვეტერანი ნენსი მაკკენა(ალბა) გახდა, რომელიც მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის. მართალია მეწყვილეებს საქმისადმი განსხვავებული მიდგომა აქვთ, თუმცა მათ ყველაზე რთული და გახმაურებული საქმეების გახსნა მოუწევთ.
"საუკეთესოები ლოს-ანჯელესშის" აღმასრულებელი პროდიუსერები ჯერი ბრუკჰაიმერი და დაგ ბელგრადი არიან, რომლებმაც ორიგინალი ფილმების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო სცენარი კი ბრენდონ მარგოლისმა და ბრენდონ სონიერმა დაწერეს.
სერიალის პირველი სამი სერიის პრემიერა სერვის Spectrum-ზე 13 მაისს შედგება.

Paramount Pictures-მა სტივენ კინგის რომანის ახალი ეკრანიზაციის - "ცხოველების სასაფლაოს" მეორე თრეილერი გამოაქვეყნა.

კინოკომპანია Paramount Pictures ფილმ "მსოფლიო ომი Z-ს" მეორე ნაწილს აღარ გამოუშვებს, რომელიც რეჟისორ დევიდ ფინჩერს უნდა

ჩინური ანიმაცია "თეთრი გველი" გახდა კვირის გამარჯვებული ანიმაცია ჩინეთში, თეატრალურ ჟანრში. იგი დაემთხვა ჩინური ახალი

ჩაკის ფრენჩაიზის შვიდივე ფილმი დონ მანჩინიმ შექმნა, სწორედ ის იქნება სერიალის სცენარისტიც. სერიალზე უფლებები Syfy-მ