"ყველაზე გრძელი ღამე" "სამეფო კარის თამაშების" ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერია აღმოჩნდა

01.05.2019 1 981
"სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონის მესამე ეპიზოდი საგის ისტორიაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. მის პრემიერას 12 მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო წინა რეკორდი ფინალური სეზონის პირველ ეპიზოდს ეკუთვნოდა.

მერვე სეზონი HBO-ზე და სტრიმინგ-სერვისებზე - HBO Now-ზე და HBO Go-ზე გადის.

"ყველაზე გრძელი ღამემ" კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. სატელევიზიო ეპიზოდების ისტორიაში მის შესახებ Twitter-ში ყველაზე ხშირად დაწერეს: 7,8 მილიონი ტვიტი მესამე ეპიზოდის შესახებ იქნა დაპოსტილი, ხოლო ყველაზე პოპულარული პერსონაჟი არია სტარკი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ყველაზე გრძელი ღამე" სერიალის ისტორიაში ყველაზე გრძელი აღმოჩნდა. მისმა საერთო ხანგრძლივობამ 82 წუთი შეადგინა. ეპიზოდის რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი გახდა, სწორედ მან დადგა "ბასტარდების ბრძოლაც".

"სამეფო კარის თამაშების" დასრულებამდე სულ რაღაც სამი ეპიზოდიღა დარჩა.
HBO-მ
HBO-მ "სამეფო კარის თამაშების" მე-8 სეზონის მე-2 სერიის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც იქნა დაიწყო ასე ნანატრი მერვე
რა გველოდება წინ -
ტელეარხმა HBO-მ ეპიკური საგის მერვე სეზონის მეორე სერიის თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც როგორც ჩანს მთავარი
"სამეფო კარის თამაშების" ორწლიანი შესვენების შემდეგ კვირა დღეს დაბრუნდა და საკუთარი რეკორდი უპრობლემოდ დაამხო.
"სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის გამოსვლამდე ორი კვირაღა დარჩა, ამიტომაც იზრდება პრომო-მასალების რაოდენობაც.
"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის ეპიკური საბრძოლო სცენების გადასაღებად, სერიალის შემქმნელთა გუნდი ფენტეზის
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება