შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
10 დეტექტიური მინი-სერიალი საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად

10 დეტექტიური მინი-სერიალი საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად

05.04.2020 13 921
"ქალაქი" - "The Town" (2012)
ისტორია მარკის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებით იწყება. მისი ჩასვლა ორივე მშობლის იდუმალი სიკვდილით არის გამოწვეული. 30 წლის მამაკაცს ეჭვი ეპარება, რომ ეს უბრალოდ ორმაგი "თვითმკვლელობაა". მას სიმართლის გარკვევა სურს და დასთან და ბებიასთან რჩება, რომლებიც მას აღმერთებენ.


"საიდუმლოებები და ტყუილები" - "Secrets And Lies" (2014)
ბენი ტყეში ბავშვის უსულო სხეულს პოულობს და მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი ხდება. საქმეს ხელს დეტექტივი ანდრეა კორნელი კიდებს, ხოლო მამაკაცის წყნარ ცხოვრებას წერტილი ესმევა.


"სასიკვდილო კოდი" - "The Bletchley Circle" (2018)
მოქმედება 50-იანი წლების ინგლისში ვითარდება. ოთხი ახალგაზრდა ქალი გაშიფვრის განყოფილებაში მუშაობს, ისინი გოგონების მკვლელობების გამოძიებას გადაწყვეტენ. სერიალი იმ ეპოქის ატმოსფეროს იდეალურად გადმოგვცემს.


"ჯო" - "Jo" (2013)
ჯო სენ-კლერი პარიზის ელიტურ კრიმინალურ განყოფილებაში მუშაობს, თუმცა საქმეების გამოძიება მარტივი ნამდვილად არ არის. როგორ გაუმკლავდება ის მათ? დეტექტივთან ერთად ჩვენ პარიზის ღირსშესანიშნაობების იდუმალებებს აღმოვაჩენთ და გავარკვევთ თუ რა არის სამართლიანობა მთავარი გმირის თვალებში.


"ზამთრის სუსტი მზე" - "Low Winter Sun" (2013)
დეტროიტს, სადაც მოვლენები ვითარდება მკვდარ ქალაქს უწოდებენ და სერიალი ქალაქის ბნელ ატმოსფეროს კარგად გადმოსცემს. ჩახლართული კავშირები, შურისძიება, კორუფცია, ნარკოტიკები და პოლიცია - ეს ყველაფერი ერთმანეთში აირია, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თავისი მეწყვილე მოკლა.


"თვალწარმტაცი" - "Eye Candy" (2015)
ლინდსი ვარაუდობს, რომ მისი ახალი ონლაინ-მეგობარი სერიული მკვლელია და დამნაშავის გამომჟღავნებას გადაწყვეტს, ამისთვის ის ჰაკერის შესაძლებლობები იყენებს. ამ საქმეში მას გამჭრიახი და მოხერხებული თანამოაზრეები ეხმარებიან.


"ის ვინც კლავს" - "Those Who Kill" (2011)
დანიის დედაქალაქში სიშვიდე აღარ არის. აქ მანიაკები და მკვლელები მოქმედებენ და მთავარი გმირი, რომლის ბავშვობა ფსიქოლოგიური ტრავმებითაა აღსავსე გადაწყვეტს, რომ კრიმინალებზე სამართალი აღასრულოს. სერიალი მარტივი არ არის, მაგრამ ყურებად ღირს.


"ფრეიდის მეთოდი" - "Метод Фрейда" (2012)
პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაში სპეციალური კონსულტანტი დაიმატეს - რომან ფრეიდინი, რომელიც განათლებით ფსიქოლოგია. მისი გამოჩენა კრიმინალთან ბრძოლის არატრადიციული მეთოდების გამოყენების აუცილებლობამ გამოიწვია. ფრეიდინმა ახალგაზრდობაში მთელი რუსეთი და ევროპა მოიარა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთნა ჰქონდა კონტაქტი - კვალიფიცირებული ფსიქოანალიტიკოსებიდან დაწყებული სახალხო ჯადოქრებით დამთავრებული.


"მეთოდი" - "Метод" (2015)
"მეთოდის" მთავარ გმირ როდიონს საქმეების გამოძიების თავისი მეთოდები აქვს. ის ისე კარგად ხვდება მანიაკების აზრებს და მოქმედებებს, რომ ზოგჯერ ფიქრობს: იქნებ, თვითონაც ერთ-ერთი მათგანია?


"ნამდვილი დეტექტივი" - "True Detective" (2014)
სერიალი, რომელიც ბევრს შეუყვარდა. სეზონები ერთმანეთთან კავშირში არ არიან, მაგრამ ძლიერი სიუჟეტებით და კარგად გაწერილი პერსონაჟებით გამოირჩევიან.
5 კარგი მინი-სერიალი კარანტინში საყურებლად
ოლივიე ასაიასი - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფრანგი რეჟისორია, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მელოდრამის,
10 ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ
ბედნიერი წყვილი, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, შვებულების გასატარებლად მიემგზავრება. გზად ბენზინგასამართ სადგურთან
11 სერიალი მაფიის და განგსტერების შესახებ
სერიალი 60-იან წლებში მომხდარ რეალურ მოვლენებს ეფუძნება და კოვბოი რალფ ლემბის ისტორიას გვიყვება, რომელიც ლას-ვეგასის
10 ბრწყინვალე სერიალი დროში მოგზაურობაზე
დროში მოგზაურობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც ადამიანებს ძალიან იზიდავთ. თუ დროში მოგზაურობის შესაძლებლობას
6 საინტერესო თრილერი, რომ დასვენების დღეები კარგად გაატაროთ
რა ჯობია დასვენების დღეებში მყუდრო გარემოში საინტერესო თრილერის ყურება, რომელსაც ვერ მოსწყდებით. გთავაზობთ იმ სურათებს,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება