ბეტმენის ყველა ფილმი ყველაზე ცუდიდან საუკეთესოსკენ

ბეტმენის ყველა ფილმი ყველაზე ცუდიდან საუკეთესოსკენ

08.02.2020 564
"ბეტმენი და რობინი" (1997)
ზოგიერთისთვის საკმარისი იყო უბრალოდ ძუძუსთავებიანი ბეტმენის კოსტუმის ხილვა და კინოდარბაზიდან გამოსვლა. ეს არის ჯოელ შუმახერის მეორე ფილმი ბეტმენის შესახებ, რომელშიც მთავარ როლებს ჯორჯ კლუნი და კრის ო'დონელი ასრულებენ. ბროდვეის მიუზიკლის დეკორაციებმა და 60-იანი წლების სერიალთან მსგავსებამ ფრენჩაიზი სიკვდილის პირამდე მიიყვანა. იმის გარდა, რომ ფილმი ცუდია სახელიც კი კითხვებს იწვევს: რატომ ჰქვია სურათს "ბეტმენი და რობინი", როდესაც რობინი ფრენჩაიზში მეორედ ჩნდება, ხოლო ბეტგერლი კი პირველად, არ ჯობდა დაერქმიათ "ბეტმენი და რობინი ხვდებიან ბეტგერლს", ან თუნდაც "ბეტმენს და რობინს ფილმის გამოსვლის შემდეგ ძალიან შერცხვებათ საკუთარი თავების".


"ბეტმენი სამუდამოდ" (1995)
ჯოელ შუმახერის პირველი ფილმი, ანუ დასასრულის დასაწყისი. "ბეტმენი სამუდამოდმა" თითქოს ბოდიში მოიხადა, რომ პირველი ორი ნაწილი სერიოზული იყო და მაყურებლებს უფრო ფერადი კინო აჩუქა. აქვე გეტყვით, რომ ეს არის რობინის პირველი გამოჩენა.


"ბეტმენი" (1966)
ეს გასაოცარი კულტურული არტეფაქტი ტელეარხ ABC-ს სერიალამდე გამოვიდა და ერთი შეხედვით კომიქსის ეკრანიზაციას არც კი გავს, თუმცა იმ მომენტში ალბათ ხალხი ამას სანახაობრივ ფილმად თვლიდა და მათ ვერ გააკრიტიკებ.


"ბეტმენი" (1989)
ნამდვილი კულტურული ფენომენი, რომელმაც კინომანების გული დაიპყორ. სუპერგმირის ბერტონისეული ვერსია კომიქსის ძველ ეკრანიზაციებზე ბნელი იყო, რითიც მაყურებლები გახარებულები დარჩნენ. ფანებმა ფრენკ მილერის და დევიდ მაცუკელის პროექტების შემდეგ ფილმი სერიოზულად არ მიიღებს, თუმცა დენი ელფმანის მუსიკამ და გოთიკურმა სტილისტიკამ ფილმი ნამდვილ ჰიტად აქცია.


"ბნელი რაინდი: ლეგენდის აღზევება" (2012)
შესანიშნავი "ბნელი რაინდის" შემდეგ ნოლანმა და მისმა გუნდმა ტრილოგიის დასრულება გადაწყვიტეს. ფილმს როგორც კარგი მხარეები, ასევე ნეგატიური თვისებებიც ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა ფანი თანხმდება, რომ ეს ტრილოგიის ყველაზე სუსტი ნაწილია.


"ბეტმენი ბრუნდება" (1992)
ტიმ ბერტონის პირველი ფილმისგან განსხვავებით ეს ვერსია უფრო ბნელი და სწორი აღმოჩნდა. სურათმა 89 წლის ბეტმენისეული პოპ-არტისგან ნაბიჯი გვერდზე გადადგა და ჯოკერი პინგვინითა და ქალი-კატათი შეცვალა. სხვათაშორის მიშელ პფაიფერის ქალი-კატა დღემდე საუკეთესო კინოვერსიად ითვლება.


"ბეტმენი: დასაწყისი" (2005)
"ბეტმენი და რობინის" შემდეგ სამარეში აღმოჩენილი სუპერგმირი კრისტოფერ ნოლანს უნდა გაეცოცხლებინა. ნოლანმა მოახერხა და მსოფლიოს ბრიუს უეინის ურთულესი ცხოვრებისა და ბეტმენის დაბადების ისტორია მოუყვა, ეს ყველაფერი კი კლასიკური ნუარის სტილში გააფორმა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ მაიკლ კეინი, რომელმაც ყველაზე კომიქსეული ალფრედი ითამაშა.


"ბნელი რაინდი" (2008)
გამოსვლის მომენტშივე "ბნელმა რაინდმა" კინოკომიქსების დონე აწია. ნოლანმა არამხოლოდ წარმატებით გადატვირთა ფრენჩაიზი, არამედ სუპერგმირული ფილმის ქვეჟანრი მოიგონა - ბნელი და რეალისტური კრიმინალური თრილერი, რომელშიც 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის ისტერია იგრძნობა. იშვიათია, რომ გაგრძელებას ორიგინალზე უკეთესად ღებულობდნენ, თუმცა ამას "ბნელ რაინდზე" ვერ ვიტყვით, ხოლო ჰიტ ლეჯერის ჯოკერი კი საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრებათ.
რობერტ პატინსონი: თუ
ბეტმენის როლის შემსრულებელი რობერტ პატინსონი The Guardian-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. მსახიობმა აღიარა, რომ საკუთარი
ბეტმენის ახალ ტრილოგიაში შესაძლოა რობინი და ქალი-კატა გამოჩნდნენ
ბეტმენის ახალ ტრილოგიაში შესაძლოა სხვა პოპულარული პერსონაჟებიც გამოჩნდნენ, მაგალითად რობინი, ქალი-კატა, პინგვინი,
დიდი ალბათობით რობერტ პატინსონი ახალი ბეტმენი იქნება
როგორც გამოცემა Variety იტყობინება "ბინდის" ვარსკვლავი რობერტ პატინსონი მეთ რივზის "ბეტმენი"-ში მთავარ როლს შეასრულებს.
მიშელ პფაიფერს კვლავ სურს ქალი-კატას როლის შესრულება
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფილმ "ბეტმენი ბრუნდებას" ერთ-ერთი მთავარი გმირის - ქალი-კატას როლის შემსრულებელმა მიშელ
ფილმები ბეტმენის შესახებ კინოთეატრებში ბრუნდება
DC-ს კომიქსების ყველაზე პოპულარული გმირის 80 წლის იუბელეს აღსანიშნავად Warner Bros. ბეტმენის შესახებ გადაღებული
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება