11 ფილმი სიყვარულის შესახებ, რომლებშიც ცრემლებს ვერ ნახავთ

11 ფილმი სიყვარულის შესახებ, რომლებშიც ცრემლებს ვერ ნახავთ

05.02.2020 211 811
"მოხლოდ შენ" - "Sadece Sen" (2014)
ეს არის გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია მოკრივე ალის და უსინათლო გოგონა ჰაზალის შესახებ. მათი გზები მოულოდნელად გადაიკვეთა. ალი დიდიხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, რომ გოგონა სერიოზულად იყო ავად, ხოლო როდესაც პროგრესირებადი ავადმყოფობის შესახებ შეიტყობს რინგზე ბრუნდება. ალის გადაწყვეტილება, რომ თავის რჩეულს დაეხმაროს სამუდამოდ შეცლის მათ ცხოვრებას.


"უბრალოდ ერთად" - "Ensemble, c’est tout" (2007)
ერთ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა ცხოვრობს. თითოეულ მათგანს თავისი პატარა სამყარო აქვს, რომელიც სამუშაოთი და სახლით შემოიფარგლება, ისინი თავისებურად ცდილობენ მარტოობის შემსუბუქებას - კამილა მთლიანად სამუშაოზე ფიქრობს, ფილიბერი ნათესაურ კავშირებში ცდილობს გაერკვიოს, ხოლო ახალგაზრდა მზარეული ფრანკი კი ალკოჰოლით და ქალებით ინტერესდება, მაგრამ დრო და გარემოებები აიძულებენ მათ, რომ უცნობი ადამიანები ერთმანეთის ყველაზე ახლო მეგობრები გახდნენ.


"ჩვ.ენ." - "W.E. (2011)
სიუჟეტი ბრიტანული ტახტის მემკვიდრის - ედუარდ VIII-ის გარშემო ვითარდება, რომელიც გათხოვილ ქალ უოლის სიმპსონზეა შეყვარებული. მას ყველა განიკითხავს და პრაქტიკულად სძულთ "არაპატიოსანი" უოლისი. მომავალ მეფეს ჭორები ნაკლებად ადარდებს: მას საყვარელ ქალზე დაქორწინება სურს და თანახმაა ტახტზეც კი უარი თქვას.


"სიყვარული" - "Amour" (2010)
ჟორჟმა და ანამ ერთად მრავალი წელი იცხოვრეს, უყვარდათ და გვერდში ედგნენ ერთმანეთს. გეგონება, რომ მათ ახლა წყნარი სიბერე ელოდებათ, მაგრამ ერთხელ ანას ინფარქტი დაემართება და ქალი თავდაპირველად მეხსიერებას კარგავს, შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილებისა და ლაპარაკის უნარს. ახლა ასაკოვან წყვილს უკანასკნელი, ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.


"სამბა" - "Samba" - (2014)
სამბა და ალისა ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში ხვდებიან. სამბა სენეგალელი ემიგრანტია, რომელსაც საფრანგეთში მშვიდად საცხოვრებლად ოფიციალური დოკუმენტები სჭირდება. ალისა საიმიგრაციო განყოფილების გადაღლილი თანამშრომელი. ისინი თავიანთი ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ცდილობენ და სიყვარულს პოულობენ, რომელიც ყვეალფერს თვითონ ცვლის.


"ძმები" - "Brothers" (2009)
ძმები სემი და ტომი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. უფროსი - სამხედროა, მისაბაძი მეოჯახეა და კარგი მეუღლე და მამაა, ხოლო უმცროსის თავში კი ჯერაც ქარი ქრის. სემი ავღანეთში მიემგზავრება და რაღაც დროის განმავლობაში მის მეუღლეს ეუბნებიან, რომ ის მისიის შესრულების დროს დაიღუპა. ამ რთულ პერიოდში ტომი ძმის ყველაზე საყვარელ ხალხს გვერდში უდგას და ვერც კი ამჩნევს, რომ სემის მეუღლეს ძალიან დაუახლოვდა. როდესაც ოჯახის ცხოვრება ეტაპობრივად ლაგდება შემთხვევით გადარჩენილი სემი სახლში ბრუნდება.


"სიტყვები" - "The Words" (2012)
ნაკლებადცნობილი მწერალი რორი ჯენსენი პოპულარული თავისი ახალი რომანის გამოქვეყნების შემდეგ ხდება. ვერავინ ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში წიგნის ავტორი სხვა ადამიანია და სხვისი საკუთრების მითვისებისთვსი მას საფასურის გადახდა მოუწევს.


"შეიკარით ქამრები" - "Allacciate le cinture" (2014)
ის მისი საუკეთესო მეგობრის ბოიფრენდია, ხოლო მას კი რომანი აქვს პერსპექტიულ არქიტექტორთან. ისინი ერთმანეთს არც სტატუსით და არც ხასიათით არ ესადაგებიან, მაგრამ სიყვარულის გრძნობა ელენასა და ანტონიოს შორის მოულოდნელად იფეთქებს. ვნება ისე შეიპყრობს ახალგაზრდა ადამიანებს, რომ ისინი დაუფიქრებლად დაქორწინებას გადაწყვეტენ. წლების შემდეგ გრძნობები ცივდება და ელენა ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.


"თვით ცხოვრება" - "Life Itself" (2018)
ცხოვრება - ეს დიდი და პატარა მოვლენების ერთობლიობაა. ნათელი, უბრალო, სახალისო და მოსაწყენი მოვლენების. სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილის - უილას და ების გარშემო ვითარდება. ისინი ახალგაზრდები არიან და ბავშვს ელოდებიან, მაგრამ პატარას დაბადების შემდეგ ტრაგედიები ერთი-მეორის მიყოლებით ხდება და გოგონას გარშემო მხოლოდ ბაბუაღა რჩება. დიდიხნის განმავლობაში ები თავს დაკარგულად გრძნობს, სანამ არ შეხვდება მამაკაცს, რომელმაც მისი ცხოვრება ერთხელ უკვე თავდაყირა დააყენა.


"წრის შეკვრა" - "Closing the Ring" (2007)
ეტელ ენის და ტედის ბედნიერ ცხოვრებას ომი ანგრევს. ის ფრონტზე მიდის და უგზოუკვლოდ იკარგება, ის კი მას ელის. 50 წლის შემდეგ ქალი კანკალით უყურებს მის ფოტოს და თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულს თავის ქალიშვილსაც უმალავს. სხვა კონტინენტზე ირლანდიელი მოზარდი ტედის განადგურებული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებთან საქორწინო ბეჭედს პოულობს. ის ბეჭედს ეტელ ენს უბრუნებს და მთელი ცხოვრების სიყვარულის ისტორიას შეიტყობს.
8 ფილმი მათთვის, ვინც მოტივაცია დაკარგა
მათთვის, ვინც ბოლო დროს ცხოვრების მიმართ შთაგონება და გემოვნება დაკარგა, ჩვენ კარგი ფილმები ამოვარჩიეთ, რომლებითაც
10 საუკეთესო ფილმი მაქციების შესახებ
მაქციები ადამიანების და ცხოველის - ძირითადად მგლის ერთგვარი მიქსს წარმოადგენს. მაქციები თავიანთი მრისხანებით არიან
ანიმე No Guns Life-ის ახალ თრეილერში მთავარ გმირს თავის ნაცვლად რევოლვერი აქვს
ანიმე No Guns Life-ის მთავარი გმირი სიგარეტს ეწევა, პათოსურ ფრაზებს ამბობს, ხოლო თავის ნაცვლად რევოლვერი აქვს.
მუჰამედ ალის შესახებ ფილმს გადაიღებენ
გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით ოსკაროსანი მსახიობი რეჯინა კინგი მუჰამედ ალის შესახებ ფილმს გადაიღებს. სურათს პიესა
საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება