სოფი ტერნერმა

სოფი ტერნერმა "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ჰონორარების უთანაბრობის თემას შეეხო

04.04.2019 2 076
თავისი ძლიერი ფემინისტური პოზიციით ცნობილმა სოფი ტერნერმა, რომელიც სანსა სტარკის როლით არის ცნობილი "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ხელფასების შესახებ ისაუბრა. სერიალის მსახიობებს განსხვავებული ანაზღაურება აქვთ, ყველაზე მეტს - ეპიზოდში 500 000 დოლარს ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი, ლენა ჰედი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ და პიტერ დინკლეიჯი ღებულობენ, ხოლო ტერნერი, მეისი უილიამსი და აიზეკ ჰეფსტედ-რაითუ "სულ რაღაც" 175 000 დოლარით კმაყოფილდებიან.

"კიტი ჩემზე მეტს ღებულობს, მაგრამ მას უფრო დიდი სიუჟეტური ხაზი აქვს. ბოლო სეზონში მას ღამით ბევრი სცენის გადაღება მოუწია, მე კი არც თუ ისე ბევრის და ვიფიქრე: "ეს ფული შენთვის დაიტოვე"", - განუცხადა ტერნერმა Harper's BAZAAR-ის ჟურნალისტს.

როგორც ჩანს მსახიობი კმაყოფილია ამჟამინდელი სიტუაციით, თუმცა გადაწყვეტილი აქვს სხვა პროექტებში გენდერული თანასწორობის დაცვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერნერი თავის კონტრაქტებს განსაკუთრებულ პუნქტს უმატებს - ახლა მსახიობი მხოლოდ ისეთ პროექტებში ღებულობს მონაწილეობას, რომლებშიც გადამღები ჯგუფი მამაკაცების და ქალების თანაბარი რაოდენობისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის პირველი ეპიზოდი 14 აპრილს გამოდის.
19 მარტს ტელეარხმა HBO-მ "სამეფო კარის თამაშების" მიხედვით სპეციალური ქვესტი მოაწყო, მის მონაწილეებს ექვსი დამალული
"სამეფო კარის თამაშების" სცენარისტებმა - დევიდ ბენიოფმა და დ.ბ. უაისმა ღამის მეფის წარმომავლობის შესახებ ისაუბრეს.
სერიალებში მონაწილე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია გამოქვეყნდა
"სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის გამოსვლამდე სამი კვირა დარჩა და გამოცემა Forbes-მა სერიალებში მონაწილე
"სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონში მთელ ვესტეროსს საფრთხე ემუქრება, რადგან ჩრდილოეთიდან მისკენ მიცვალებულთა არმია
GOT-ის მერვე სეზონში სანსა სტარკი აბჯარს მოირგებს
სოფი ტერნერმა, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" სანსა სტარკის როლს ასრულებს განაცხადა, რომ მერვე სეზონში მისი პერსონაჟი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება