12 ფილმი ქალებისთვის, რომლებსაც უმჯობესია მარტომ უყუროთ

12 ფილმი ქალებისთვის, რომლებსაც უმჯობესია მარტომ უყუროთ

23.01.2020 70 089
ჩვენ თქვენთვის შევარჩიეთ ფილმები, რომლის მთავარი გმირები უპირობოდ ძლიერი ქალები არიან. ზოგი მათგანი ძლიერი ბუნებრივად არის, ხოლო ზოგიერთს კი მოუწია, რომ ძლიერი ყოფილიყო.

"მკერავი ქალი" - "The Dressmaker"
მირტლ დონაჯს მკვლელობაში სდებენ ბრალს და დახურულ სკოლა-ინტერნატში აგზავნიან, საიდანაც გაქცევას ახერხებს. რამდენიმე წლის შემდეგ ის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მაგრამ ადგილობრივებისგან მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას ღებულობს, თუმცა მირტლი მკერავის ნიჭის წყალობით მათთან ურთიერთობების დალაგებას ახერხებს, მაგრამ ძველი საიდუმლოებები როგორც წესია არსად ქრებიან, არამედ დროებით იმალებიან.


"ოთახი" - "Room"
17 წლის ჯოის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა - ის მოიტაცეს და პატარა ოთახში გამოამწყვდიეს. ორი წლის შემდეგ მან გამტაცებლისგან ბავშვი გააჩინა, რომელსაც ჯეკი დაარქვა. დაბადებიდან 5-წლამდე, როდესაც ის გაქცევას მოახერხებს ბიჭუნას მთელი სამყარო მხოლოდ ამ ოთახით შემოიფარგლება, ხოლო თავისუფლების მოპოვების შემდეგ ჯოი გაიგებს, რომ ცხოვრება ისეთი არ ყოფილა, როგორიც მას წარმოედგინა.


"კვლავ ელისი" - "Still Alice"
ლინგვისტიკის 50 წლის პროფესორის ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის - წარმატებული კარიერა, ბედნიერი ოჯახი და სამი შვილი. ერთხელ ის იგებს, რომ მისი მეხსიერებიდან ტექსტი გაქრა. ექიმები მას საშინელ დიაგნოზს დაუსვამენ - ალცჰაიმერის პირველი სტადია, დაავადების, რომლის გამოც ქალის ცხოვრება ეტაპობრივად დაინგრევა, ხოლო მოგონებები კი უბრალოდ წაიშლება.


"მოგონებები მომავალზე" - "Testament of Youth"
1914 წელი. ვერა ბრიტენის ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული უნდა იყოს - ის ოქსფორდში იწყებს სწავლას, მას მოსიყვარულე ოჯახი და ახალგაზრდა მეგობარი ბიჭი ჰყავს გვერდით, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მათ ცხოვრებაში პირველი მსოფლიო ომი შეიჭრება. ევა მედდა ხდება და ვალდებულია ინგლისელი და გერმანელი ჯარისკაცები გადაარჩინოს, ხოლო მის შეყვარებულს, ძმებს და მეგობრებს ფრონტზე წაიყვანენ.


"დამხმარე" - "The Help"
სამხრეთ ამერიკა, 1960-იანი წლები. იუჯინა ფილანი, რომელსაც ყველა სკიტერს ეძახის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდება, მას სურს წარმატებული მწერალი გამოვიდეს და პატარა მოსაწყენი ქალაქის გარემოს თავი დააღწიოს. მოსამსახურის წასვლის მიზეზების გარკვევისას გოგონა შავკანიანი ადამიანების პრობლემებს ხდება, რომელთა მიმართ დამოკიდებულება მონათმფლობელობის პერიოდის შემდეგ ფაქტიურად არ შეცვლილა.


"მონანიება" - "Atonement"
1935 წელი. 13 წლის ბრიონს მდიდარი ფანტაზია აქვს და მწერლობაზე ოცნებობს. ერთხელ მისი ბიძაშვილი ლოლა მოძალადის მსხვერპლი ხდება და ბრიონის გონება იმ სცენებს თხზავს, რომელიც არ არსებობდა, ის დანაშაულში მოსამსახურის ვაჟ რონის ადანაშაულებს, რომელიც მისი უფროსი დის - სესილის შეყვარებულია. ყველა თვლის, რომ დამნაშავე რონია, გარდა სესილისა და ახალგაზრდა მამაკაცს ციხეში სვამენ, საიდანაც მას მეორე მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე აგზავნიან.


"ახალგაზრდა ვიქტორია" - "The Young Victoria"
კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ვერ მოიძებნება ისეთი გავლენიანი და ხალხის სიყვარულით აღსავსე ქალი-მმართველი, როგორიც დედოფალი ვიქტორია იყო, მას ბრიტანეთის ტახტი 63 წლის განმავლობაში ეკავა, თუმცა პოლიტიკური წარმატებების მიუხედავად ვიქტორიამ იმის მიღწევა შეძლო, რაც სხვა ვერცერთმა ბრძანებელმა ვერ შეძლო - გათხოვდა სიყვარულით.


"ველური" - "Wild"
მოქმედება შუა ხნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც 1100 მილის გავლა მოუწევს, იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული.


"დედა და შვილი" - "Mother and Child"
დრამა "დედა და შვილი" სამი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელთა ბედისწერაც მოულოდნელად გადაიკვეთება. გეგონება რა შეიძლება აკავშირებდეს 50 წლის მარტოდ დარჩენილ კარენს, რომელმაც მრავალი წლის წინ ერთადერთ ქალიშვილზე თქვა უარი, წარმატებულ ადვოკატ ელიზაბეტს, რომელმაც მოულოდნელი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო და ახალგაზრდა კონდიტერ ლუსის, რომლის დიაგნოზი უშვილობაა.


"აგორა" - "Agora"
ალექსანდრია - IV საუკუნის დასასრულის, რომის იმპერია დაშლის პირას არის, ხოლო პოლიტიკური დაპირისპირებები და სისხლისღვრა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედ ასეთ დროს მოუწია ჰიპათიუსს ცხოვრება - თავისი ეპოქის ყველაზე დიდებულ მეცნიერს, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მათემატიკა და ასტრონომა, მაგრამ როგორც იაპონელები იტყოდნენ, ცვლილებების ეპოქაში ცხოვრებაზე უარესი არაფერი არ არის...


"სეკრეტარიატი" - "Secretariat"
დედის სიკვდილის შემდეგ პენი ტვიდი გაიგებს, რომ მათი ფერმა, სადაც რამდენიმე თაობა საუკეთესო ჯიშის ცხენებს ამრავლებდა შესაძლებელია გაბანკროტდეს. ის ოთხ შვილს მეუღლეს უტოვებს და სახლში ბრუნდება. ძალიან მალე ერთ-ერთი ცხენი კვიცს გააჩენს, რომელიც საცხენო სპორტის ლეგენდად - სეკრეტარიატად იქცევა.


"სკანდალური დღიური" - "Notes on a Scandal"
ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს. მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს, რადგანაც ყველაფერი ცნობილი ხდება სხვა მასწავლებლისთვისაც.
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ღარიბულ ოჯახებში გაიზარდნენ და წარმატებას მაინც მიაღწიეს
გიყვებით ცნობილი ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ღარიბულ ოჯახებში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა წარმატებას მაინც
USA Network სერიალ
"ფორს-მაჟორისგან" განსხვავებით, რომელმაც არხ USA Network-ზე მთელი ცხრა წელი გაძლო, მისი "პროგრესული" სპინ-ოფი "პირსონი"
10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ კარგ განწყობას შეგიქმნით
რას შეუძლია კარგი განწყობის შექმნა? რა თქმა უნდა შესანიშნავ ისტორიას, რომელშიც სითბო, კომფორტი, მზრუნველობა და
5 ყველაზე ძლიერი სუპერგმირი Marvel-ის კინოსამყაროში
Marvel-ის კინემატიკური სამყარო წარმატებული იმიტომ არის, რომ Marvel-ის მომავალი ფილმებისთვის თავის პერსონაჟებზე ზრუნავს.
საუკეთესო ფილმები ქრისტეს შესახებ, რომლებსაც სააღდგომო დღეებში უნდა უყუროთ
წარმოგიდგენთ იესო ქრისტეს შესახებ გადაღებულ საუკეთესო ფილმებს, რომლებსაც სააღდგომო დღეებში აუცილებლად უნდა უყუროთ.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება