"ოქროს გლობუსი": ფენიქსის, ტარანტინოს და "1917-ის" ტრიუმფი

06.01.2020 620
დღეს დილით ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" 77-ე ცერემონია დასრულდა. ღონისძიება ბრიტანელ მსახიობ რიკი ჯერვეისს მიჰყავდა.

საუკეთესო ფილმი "1917" (დრამა) და "ერთხელ ჰოლივუდში" (კომედია) გახდა. ორივე სურათის რეჟისორმა - სემ მენდესმა და კვენტინ ტარანტინომ დამატებით ერთი "გლობუსი" მიიღეს: პირვლმა რეჟისურისთვის, ხოლო მეორემ კი სცენარისთვის. ამის გარდა "ოქროს გლობუსი" ბრედ პიტსაც გადაეცა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.

საუკეთესო კაცი მსახიობისთვის ჯილდო "ჯოკერის" ვარსკვლავ ჰოაკინ ფენიქსს გადაეცა. სურათმა საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. საუკეთესო ქალი-მსახიობის კატეგორიაში კი გამარჯვება რენე ზელვეგერმა მოიპოვა.

საუკეთესო დრამა ტელევიზიაზე "მემკვიდრეები" გახდა, საუკეთესო კომედია "ნაგავი", ხოლო მინი-სერიალებს შორის კი გამარჯვება "ჩერნობილმა" მოიპოვა.

საუკეთესო ფილმი - დრამა: "1917"

საუკეთესო ფილმი - მიუზიკლი ან კომედია: "ერთხელ ჰოლივუდში"

საუკეთესო რეჟისორი: სემ მენდესი "1917-ისთვის"

საუკეთესო მსახიობი კაცი - დრამა: ჰოაკინ ფენიქსი "ჯოკერში"

საუკეთესო მსახიობი ქალი - დრამა: რენე ზელვეგერი "ჯუდიში"

საუკეთესო კაცი მსახიობი - მიუზიკლი ან კომედია: ტერონ ეჯერტონი "როკეტმენში"

საუკეთესო ქალი მსახიობი - მიუზიკლი ან კომედია: ავკვაფინა - "დამშვიდობება"

საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: ბრედ პიტი - "ერთხელ ჰოლივუდში"

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: ლორა დერნი - "საქორწინო ისტორია"

საუკეთესო სცენარი: კვენტინ ტარანტინო - "ერთხელ ჰოლივუდში"

საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე: "პარაზიტები" - სამხრეთ კორეა

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: "დაკარგული რგოლი"

საუკეთესო საუნდტრეკი: ჰილდურ გუდნადოტირი - "ჯოკერი"

საუკეთესო სიმღერა: "(I'm Gonna) Love Me Again" - კინოფილმ "როკეტმენიდან"

სესილ ბ. დემილის საპატიო ჯილდო: ტომ ჰენქსი

საუკეთესო სერიალი - დრამა: "მემკვიდრეები"

საუკეთესო მსახიობი ქალი ტელევიზიაზე - დრამა: ოლივია კოლმანი - "სამეფო"

საუკეთესო კაცი მსახიობი ტელევიზიაზე - დრამა: ბრაიან კოქსი - "მემკვიდრეები"

საუკეთესო სერიალი - კომედია: "ნაგავი"

საუკეთესო ქალი მსახიობი ტელევიზიაზე - კომედია: ფიბი უოლერ-ბრიჯი - "ნაგავი"

საუკეთესო კაცი მსახიობი ტელევიზიაზე - კომედია: რამი იუსეფი - "რამი"

საუკეთესო მინი-სერიალი ან ტელეფილმი: "ჩერნობილი"

საუკეთესო ქალი მსახიობი - მინი-სერიალი ან ტელეფილმი: მიშელ უილიამსი - "ფოსი/ვერდონი"

საუეკთესო კაცი მსახიობი - მინი-სერიალი ან ტელეფილმი: რასელ ქროუ - "ყველაზე მაღალი ხმა"

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის ტელევიზიაზე: პატრიშა არკეტი - "აქტი"

საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის ტელევიზიაზე: სტელან სკარსგარდი - "ჩერნობილი"

საპატიო ჯილდო ტელევიზიაში ჩადებული წვლილისთვის: ელენ დეჯენერესი
ჟურნალმა Sight & Sound-მა 2019 წლის საუკეთესო ფილმები ამოარჩია
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Sight & Sound-მა მიმდინარე წლის 50 საუკეთესო ფილმი ამოარჩია. ამჯერად პირველი ადგილი
კრიტიკოსებმა გასული წლის საუკეთესო ფილმი დაასახელეს
ალფრონსო კუარონის "რომა" კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ფილმი გახდა. მას 618-მა
სატელევიზიო კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო პროექტები ამოარჩიეს
აშშ-ის ტელეკრიტიკოსების ასოციაციამ 2018/2019 წლების სეზონის საუკეთესო სერიალებს პრემიები გადასცა. ტრიუმფატორი ბრიტანული
სტუდია Universal-მა ოსკაროსანი რეჟისორის - სემ მენდესის სამხედრო დრამა "1917-ის" თრეილერი გამოაქვეყნა. მან ფილმი თავისი
ისტორიაში საუკეთესო პოკერ-სცენა დასახელდა
რომელ ფილმში იყო ნაჩვენები საუკეთესო პოკერ-სცენა ამაზე უკვე დიდიხანია, რაც დაობენ, თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება