ნიკოლას ქეიჯი 23 წლის მეგობარ გოგონაზე ქორწინდება
27.03.2019
893
როგორც გამოცემა People-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს ნიკოლას ქეიჯი მეოთხედ დაქორწინებას აპირებს. პრესის წარმომადგენლებმა ხელში დოკუმენტები ჩაიგდეს, რომელშიც 55 წლის მსახიობი დაქორწინების უფლებას ითხოვს. ნიკოლას ქეიჯის რჩეული 23 წლის ვიზაჟისტი ერიკა კოიკე გახდა. აღსანიშნავია, რომ პროფესიის და ასაკის გარდა გოგონას შესახებ არაფერი არ არის ცნობილი.
ქეიჯის მიერ მიღებული ქორწინების ლიცენზიას ერთწლიანი ვადა აქვს, ამგვარად გამორიცხული არ არის, რომ მსახიობმა წვეულება შორეულ მომავალში მოაწყოს. ერიკამ და ნიკოლასმა ერთმანეთი გასული წლის აპრილში გაიცნეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლას ქეიჯი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მსახიობი 1995 წელს პატრიცია არკეტზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც ექვსი წელი იცხოვრა. ქეიჯის მეორე რჩეული ლიზა მარია პრესლი - ლეგენდარული ელვის პრესლის ქალიშვილი გახდა, ისინი ერთად 109 დღის განმავლობაში იყვნენ. ქეიჯის მესამე ცოლი ოფიციანტი ელის კიმი გახდა. 2005 წლის 3 ოქტომბერს მათ ვაჟი კალ-ელი შეეძინათ, წყვილი ერთმანეთს 2016 წლის იანვარში დაშორდა.

"თვითმკვლელთა რაზმი 2-ისთვს" Marvel-დან DC-ში არამხოლოდ ჯეიმს განი გადავიდა, არამედ იდრის ელბაც. მსახიობმა "ტორში"

"ოსკარზე" "Shallow-ის" ერთობლივი შესრულების შედმეგ ბრედლი კუპერის და ლედი გაგას შესახებ გავრცელდა ჭორები, რომ ისინი

რამდენიმე თვის წინ ლედი გაგამ თავის ფანებს განუცხადა, რომ დაქორწინებას აპირებდა. 32 წლის მომღერლის რჩეული მისი 50 წლის

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კემერონს ნილ ბლომკამპთან ერთად "უცხო 5-ზე" მუშაობა სურს, თუმცა პორტალ HN