5 მიზეზი, რომ ფილმებს Croconet.Ge-ზე უყუროთ

5 მიზეზი, რომ ფილმებს Croconet.Ge-ზე უყუროთ

04.12.2019 367
2018 წელს შეიქმნა საიტი, რომლის შესახებაც წინასწარ არავინ არაფერი იცოდა, მოგვიანებით ეს საიტი განვითარდა და მასზე ბევრი ახალი ფილმი დაიდო, რამაც ხალხის ყურადღება მიიქცია, დღეს ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმების საიტია ქართულ ინტერნეტსივრცეში და ჩვენ ჩამოგითვლით ხუთ მიზეზს, თუ რაში გამოიხატება მისი საუკეთესოება.

მინიმალური რეკლამა
კინომოყვარულებმა კარგად ვიცით, რომ რომელ ქართულენოვან საიტზეც არ უნდა შევიდეთ, ყველგან გველოდება რეკლამა, თან არაერთი და ხშირად ფილმის ყურების პერიოდშიც კი ირთვება ეს მოსაბეზრებელი რეკლამა, მაგრამ მათგან განსხვავებით Croconet.Ge-ზე მარტო ერთი რეკლამაა, ისიც საიტის გენერალური სპონსორის - Crocobet-ის, რომლის გარეშეც ეს საიტი არ იარსებებდა. მაყურებელს არ ეშინია იმის, რომ ფილმის ყურებისას ყველაზე საინტერესო მომენტში რეკლამა დაიწყება.

მინიმალისტური და გასაგები დიზაინი
კვლავაც მივუბრუნდეთ სხვა ქართულენოვან საიტებს - ამ საიტებზე არის ყველაფერი ერთად ჩაყენებული, მომხმარებელი იბნევა და რაღაც მომენტში შესაძლებელია ისიც კი დაავიწყდეს რომელი ფილმის ყურება სურდა, მაგრამ Croconet.Ge-ს მარტივი და გასაგები დიზაინი აქვს - შედიხარ საიტზე და გხვდება ახალდამატებული ფილმები თუ ეპიზოდები, ყველაზე პოპულარული ფილმები, ფილმები რომლებსაც ამ მომენტში უყურებენ და ა.შ. ჟანრის მიხედვით ეძებთ ფილმს? არაა პრობლემა უბრალოდ საჭიროა, რომ მხოლოდ "ფილმებს" მიადოთ კურსორი და ჩამოიყრება ჟანრები. Croconet.Ge-ს მინიმალისტური დიზაინი მისი უმთავრესი უპირატესობაა.
5 მიზეზი, რომ ფილმებს Croconet.Ge-ზე უყუროთ


გადმოწერის ფუნქცია
Croconet.Ge-ს ადმინისტრაცია მომხმარებლის თხოვნებს ყოველთვის უსმენს და ცდილობს მათ შესრულებას, ამის ნათელი მაგალითი კი ახლახანს დამატებული გადმოწერის ფუნქციაა, რომელიც ჯერაც ტესტირების რეჟიმშია და ძალიან მალე შეგეძლებათ ნებისმიერი კინოსურათის გადმოწერა სრულიად უპრობლემოდ და ძალიან სწრაფად, თანაც რაც მთავარია უფასოდ, ეს კი კიდევ ერთი პლუსი თუ რით ჯობს Croconet.Ge სხვა ქართულ საიტებს.
5 მიზეზი, რომ ფილმებს Croconet.Ge-ზე უყუროთ


აქტიური Facebook-გვერდი
ჩვენ ჩვენს Facebook-გვერდზე თითქმის ყოველსაათში ვდებთ რაღაც ახალ კონტენტს, ეს შეიძლება იყოს - ფილმი, Croconews.Ge-ს ერთ-ერთი ნიუსი, მსახიობის ბიოგრაფია და ა.შ. ამგვარად ჩვენთან კინომოყვარულები ვერასოდეს მოიწყენენ და თუ უბრალოდ კინოინდუსტრიასთან დაკავშირებული რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, მაშინ ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე ვუპასუხოთ მას.

Croconews.Ge
დღეს Croconews.Ge წარმოადგენს ერთადერთ პლატფორმას სადაც ყოველდღიურად ქართულ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ კინოსიახლეებსა და წაიკითხოთ საინტერესო სტატიები ფილმების შესახებ, მაგრამ ამ საიტის შექმნის იდეა სწორედ, რომ Croconet.Ge-ს სწრაფი განვითარების შემდეგ წარმოიშვა, ანუ, რომ არა Croconet.Ge და მისი ერთგული მომხმარებლები დღეს არ იარსებებდა არც Croconews.Ge, რომელიც ოპერატიულად გთავაზობთ სიახლეებს კინოინდუსტრიიდან და ცდილობს, რომ თქვენ მუდმივად იყოთ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში.
5 მიზეზი, რომ ფილმებს Croconet.Ge-ზე უყუროთ
ჰოლი ბერიმ შესაძლებელია
"ოსკაროსანმა" მსახიობმა ჰოლი ბერიმ შესაძლებელია "ბლეიდის" გადატვირთვაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს. ინფორმაციას
საიტი We Got This Covered თავის წყაროებზე დაყრდნობით თორის მეოთხე ფილმის შესახებ ახალ ამბებს ავრცელებს, თუმცა ეს
საიტი ThatHashtagShow თავის წყაროზე დაყრდნობით ფილმ "ქალი-საოცრება: 1984-ის" სიუჟეტურ დეტალებს ავრცელებს, თუმცა
10 მიზეზი, რომ სერიალ
"სამეფო კარის თამაშების" პრემიერის დღიდან პოპულარული გახდა და რეიტინგები მხოლოდ ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ჯორჯ რ.რ.
საუკეთესო ფილმები ქრისტეს შესახებ, რომლებსაც სააღდგომო დღეებში უნდა უყუროთ
წარმოგიდგენთ იესო ქრისტეს შესახებ გადაღებულ საუკეთესო ფილმებს, რომლებსაც სააღდგომო დღეებში აუცილებლად უნდა უყუროთ.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება