"ტომი და ჯერის" ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა

13.03.2019 2 366
კომპანია Warner Bros.-მა "ტომის და ჯერის" მხატვრული ფილმის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. გამოცემა Deadline სტუდიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პროექტი კინოგაქირავებაში 2021 წლის 16 აპრილს ჩაეშვება.

სურათის რეჟისორის პოსტი ტიმ სთორის უკავია, რომელმაც "ფანტასტიკური ოთხეული" და მისი გაგრძელება გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ტომის და ჯერის კინოგაქირავებაში პირდაპირი კონკურენტები არ ჰყავთ, თუმცა აპრილში სტუდია Unviersal სათავგადასავლო ბოევიკის - "ფორსაჟის" ფინალური ნაწილს გამოუშვებს.

შეგახსენებთ, რომ მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების სერია "ტომი და ჯერი" ანიმატორებმა - უილიამ ჰანამ და ჯოზეფ ბარბერამ გასული საუკუნის 40-იან წლებში შექმნეს. ის პოპულარული გახდა არამხოლოდ ბავშვებს შორის, არამედ დიდებს შორისაც. 50-იანი წლების ბოლომდე მულტფილმებს ბრენდი MGM უშვებდა.

"ტომის და ჯერის" გვიანდელი ეპიზოდები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ძალადობისა და რასობრივი სტერეოტიპების გავრცელების გამო, ამიტომაც კლასიკური მულტფილმებიდან ზოგიერთი სცენა ამოჭრეს, თუმცა კოლექციური გამოცემა, რომელსაც ცენზურა არ შეხებია მაყურებელს "შეურაცხმყოფელი კონტენტის შესახებ" აფრთხილებს.
სტუდია Lionsgate-მა "რემბო 5: ბოლო სისხლის" გამოსვლის თარიღი გამოაცხადა - მძაფრ-სიუჟეტიანი ბოევიკი კინოგაქირავებაში
DreamWorks
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია NBCUniversal "შრეკის" გადატვირთვას გეგმავდა, დღეს კი გამოცემა Deadline-მა
კინგ კონგს და გოძილას დომინიკ ტორეტოსი შეეშინდათ
კინოსტუდია Warner Bros. Pictures-მა გადაწყვიტა ბოევიკ "ფორსაჟი 9-ს" არ დაპირისპირებოდა და თავისი ფილმის - "გოძილა კინგ
დომინიკ ტორეტო კინგ კონგს და გოძილას დაუპირისპირდება
Universal-მა და MGM-მა თავიანთი ყველაზე პერსპექტიული ბლოკბასტერების გამოსვლის თარიღი შეცვალეს. როგორც გამოცემა The
Warner Bros.
კინოსტუდია Warner Bros. კუ-ნინძებისა და ბეტმენის ერთ პროექტში გაერთიანებას გეგმავს. როგორც გამოცემა SyFy იტყობინება ეს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება