რეალური ფაქტების მიხედვით გადაღებული 15 სერიალი

რეალური ფაქტების მიხედვით გადაღებული 15 სერიალი

26.09.2019 5 588
"მანჰეტენი" - "Manhattan"
სერიალის მოვლენები მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის შექმნის ფონზე მიმდინარეობს. აშშ-ის საუკეთესო მეცნიერები ნიუ-მექსიკოს უდაბნოში პროექტზე მუშაობენ და თავიანთ ოჯახებთან ერთად ცდილობენ გადარჩნენ სამყაროში, სადაც საიდუმლოებები და ტყუილი მათ ცხოვრებაში ღრმად შეიჭრა.


"ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური" - "Orange Is the New Black"
პაიპერ კერმანის მემუარების ეკრანიზაცია. წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მთავარი გმირს 15 თვით აპატიმრებენ. ამიერიდან მან არამხოლოდ ახალ გარემოს უნდა შეეჩვიოს, არამედ უბრალოდ გადარჩეს.


"ქაბულის სამზარეულო" - "Kaboul Kitchen"
შავი კომედიის ჟანრის სერიალი, ის ფრანგის ისტორიას ეფუძნება, რომელმაც 2005 წელს ავღანეთის დედაქალაქში რესტორანი გახსნა.


"ჯარისკაცთა საძმო" - "Band of Brothers"
სტივენ ედვარდ ამბროსის ამავესახელწოდების წიგნის ეკრანზაცია, რომელიც E დანაყოფის საბრძოლო გზას გვიყვება - დაწყებული შტატ ჯორჯიაში მდებარე სამწვრთნელო ბაზიდან და დამთვარებული ბასტონის ბრძოლით.


"მძიმე დანაშაული" - Breaking Bad"
ამ სერიალის შექმნა პროდიუსერებს ქიმიის რამდენიმე მასწავლებლის ისტორიამ შთააგონა - უილიამ დუნკანის, რომელიც ტეხასის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მეტამფეტამინს ამზადებდა და ნარკოტიკების გაყიდვაში ეჭვმიტანილ სტივენ დორანის, რომელსაც მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.


"დანაშაულის იმპერია" - "Boardwalk Empire"
ნელსონ ჯონსონის წიგნების ეკრანიზაცია, რომელშიც ატლანტიკ-სითის - ერთ-ერთი ყველაზე წყნარი საკურორტო ქალაქის აზარტული თამაშების და შოუ-ბიზნესის დედაქალად გადაქცევაა აღწერილი.


"ვერსალი" - "Versailles"
სერიალი ლუდოვიკო XIV-ს შეეხება, რომელიც სამეფო ტახტზე 4 წლის ასაკში დაჯდა. მინისტრთა კაბინეტს ზეწოლას, რომ გადაურჩეს მეფე ახალი მთავრობის შესაქმნელად პარიზიდან შორს მდებარე სოფელში გადადის საცხოვრებლად.


"სამზარეულოს საიდუმლოებანი" - "Kitchen Confidential"
შეფ-მზარეულ ენტონი ბურდენის ამავესახელწოდების წიგნების ეკრანიზაცია, რომელშიც აღწერილია, თუ რა ხდება მსოფლიოს წამყვანის რესტორნების სამზარეულოებში.


"მგლების მიერ აღზრდილი" - "Raised by Wolves"
კომედიური სერიალი მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც თვითონ ცდილობს ექვსი შვილის გაზრდას.


"ნარკო" - "Narcos"
ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის - პაბლო ესკობარის კრიმინალური ცხოვრების ქრონიკა, რომელმაც არაკანონიერი საქმიანობით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.


"გამოიძახეთ მეანი ქალი" - "Call the Midwife"
გასული საუკუნის 50-იან წლებში ჯენიფერ ლი ლონდონის ყველაზე ღარიბულ რაიონში ჩავიდა, დასახლდა მონასტერ ნონატუსში და დედაოებთან ერთად ისტ-ენდის სამედიცინო პრობლემების მოგვარება გადაწყვიტა.


"დაცემა" - "The Fall"
ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ-ერთი ქალაქის მოსახლეობას სერიული მკვლელი ატერორებს და პოლიცია ამ მანიაკის პოვნას ვერ ახერხებს. რეალურად არსებული ამერიკელი სერიული მკვლელის - დენის რეიდერის ისტორია, რომელიც აშშ-ში 1974-1991 წლებში მოქმედებდა.


"სკანდალი" - "Scandal"
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის - ჯუდი სმიტის რეალური ისტორია. აშშ-ის პრეზიდენტთან მუშაობის შემდეგ გმირი საკუთარ ანტიკრიზისულ სააგენტოს ქმნის, რომლის მიზანი მაღალჩინოსანი კლიენტების პრობლემების მოგვარებაა, სანამ მათ შესახებ საზოგადოებას მათ შესახებ არ გაუგია.


"ყველას სძულს კრისი" - "Everybody Hates Chris"
კრისი ოჯახში ყველაზე უფროსი ბავშვია, ამიტომაც მან საკუთარ თავზე უნდა აიღოს უმცროსი დის და ძმის გაზრდა, მაგრამ მათგან განსხვავებით მას არაპრივილეგირებულ სკოლაში სიარული უწევს, სადაც თანაკლასელების სამიზნე ხვდება. სერიალი კომიკოს კრის როკის ცხოვრებაში მომხდარ რეალურ ფაქტებს ეფუძნება.


"ტუტი" - "Tut"
მოკლე სერიალი ფარაონ ტუტანჰამონის ხელისუფლებაში მოსვლას, იმპერიის მართვის მის მცდელობებს და მისი საიდუმლოებებით მოცული სიკვდილის ისტორიას შეეხება.
სერიალ
"ემმიზე" ფილმ "ელ კამინო: მძიმე დანაშაულის" თიზერი გავრცელდა. მასში მთავარ როლს აარონ პოლი ასრულებს. სურათი გვიყვება,
Hulu
სტრიმინგ-სერვისი Hulu და MGM Television ახალ პროექტზე მუშაობენ, რომელშიც მოვლენები "მხევლის წიგნის" სამყაროში მოხდება,
Apple-ის ახალმა სერიალმა თავისი რეჟისორი იპოვა
ჩილელი რეჟისორი პაბლო ლარრაინი სტივენ კინგის რომანის - "ლიზას ისტორიას" ეკრანიზაცია გადაიღებს. სერიალში მთავარ როლს
"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის ეპიკური საბრძოლო სცენების გადასაღებად, სერიალის შემქმნელთა გუნდი ფენტეზის
Syfy-მ
დაწყებული ბიუჯეტით და დამთავრებული ეპიზოდების გამოსვლის მეთოდიკით სერიალი "ნაითფლაიერი" არხ Syfy-სთვის ძალზედ უცნაური
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება