ცნობილი მსახიობები, რომლებმაც Marvel-ის და DC-ს ფილმებში მიიღეს მონაწილეობა

ცნობილი მსახიობები, რომლებმაც Marvel-ის და DC-ს ფილმებში მიიღეს მონაწილეობა

11.09.2019 2 361
რაიან რეინოლდსი
რაიან რეინოლდსის შემთხვევა განსაკუთრებულია. მან "იქს-ადამიანები: დასაწყისი. სამურავიში" ჯერ დედპულის როლი ითამაშა, შემდეგ DC-ში გადაბარგდა და მწვანე შუქურა განასახიერა, ახლა კი კვლავ დედპულს თამაშობს. სურათი "მწვანე შუქურა" კრიტიკოსებმა, ისევე როგორც მაყურებლებმა უარყოფითად შეაფასეს, რაიანმაც კი მრავალჯერ გააკრიტიკა. მან ამის შესახებ ახალ დედპულშიც კი იხუმრა და ინტერვიუებშიც არ ერიდება იმის თქმა, რომ ეს როლი არ მოსწონს.


ჰოლი ბერი
ჰოლი ბერიმ "იქს-ადამიანების" შესახებ გადაღებულ ოთხ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მან მუტანტ შტორმის როლი შეასრულა. ეს კომიქსებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. ფილმების მეორე და მესამე ნაწილებს შორის მან DC-ს პოპულარული გმირი ქალი-კატა ითამაშა. მაყურებლებს ის არ მოეწონათ, ისევე როგორც კრიტიკოსებს. მსახიობმა "ყველაზე ცუდი ქალის როლისთვის" "ოქროს ჟოლო" მოიგო.


ბენ აფლეკი
DC-ს კინოსამყაროში ბეტმენის როლს ბენ აფლეკი ასრულებდა, სანამ ის მეთ რივზის გადაწყვეტილებით რობერტ პატინსონმა არ შეცვალა. ასეა თუ ისე მან წარმატებით მოახერხა ქრისტიან ბეილის ჩანაცვლება, მაყურებლებს ის მოეწონათ, თუმცა მანამდე აფლეკმა თავქარიანი განასახიერა - Marvel-ის კომიქსების ერთ-ერთი პერსონაჟი. მისი ბეტმენი თავქარიანზე ბევრად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.


ჯეი ქეი სიმონსი
ცოტახანი სუპერგმირებს მოვწყდეთ, რადგან ჯეი ქეი სიმონსმა სემ რეიმის "ადამიანი-ობობას" ტრილოგიაში ყველას დაამახსოვრა თავი, როდესაც "დეილი ბიუგლის" რედაქტორი და პიტერ პარკერის ბოსის როლი შეასრულა. DC-ს "სამართლიანობის ლიგაში" სიმონსმა უკვე საკმაოდ პოპულარული პერსონაჟი - კომისარი გორდონი ითამაშა.


ჯეიმს მარსდენი
ჯეიმს მარსდენი ციკლოპი გახდა - "იქს ადამიანების" ლიდერი რამდენიმე ფილმში. სკოტ სამერსი ბევრს მოეწონა, თუმცა მას ფილმებში შედარებით ნაკლები დრო დაეთმო, რადგან ცენტრალური პერსონაჟი რა თქმა უნდა სამურავი იყო. ბევრმა არ იცის, რომ ჯეიმს მარსდენმა "სუპერმენის დაბრუნებაში" რიჩარდ უაიტის როლიც შეასრულა, რომელიც ლოის ლეინის საქმროა და კლარკ კენტის კონკურენტი.


მაიკლ კიტონი
ბენ აფლეკი, ქრისტიან ბეილი, ჯორჯ კლუნი - ვინ არ ითამაშა ბეტმენი, თუმცა პირველად კინოთეატრებში მაიკლ კიტონის B-Man-ი გამოჩნდა. პერსონაჟის თაყვანისმცემლების აზრით ის დღემდე საუკეთესო ბეტმენად რჩება. 2017 წელს კიტონს ბოროტმოქმედის განსახიერება მოუნდა და Marvel-ის გუნდში გადავიდა. ის "ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნებაში" მტაცებელი გახდა.


ადევალე აკინნუოიე-აგბაჯე
იმ შემთხვევაში თუ თქვენ "დაკარგულები" გაქვთ მაშინ ადევალე ნამდვილად გემახსოვრებათ, მან იქ მისტერ ეკო ითამაშა. ბოლო 6-7 წელში ადევალე Marvel-ის და DC-ს ფილმებში გამოჩნდა. ორივე შემთხვევაში მსახიობმა მონსტრები ითამაშა. ფილმ "თორი 2: ბნელეთის სამეფოში" ის ალგრიმი იყო, ხოლო "თვითმკვლელთა რაზმში" კი მკვლელი კროკი.


სემუელ ელ. ჯექსონი
2001 წელს ინფორმაცია გაჩნდა, რომ სემუელ ელ. ჯეკსონი ნიკ ფიურის როლს შეასრულებდა, თუმცა ეს ბევრმა ხუმრობად მიიღო. ის Marvel-ის კინოსამყაროს თითქმის ყველა ფილმში გამოჩნდა და თავი ბევრს დაამახსოვრა, თუმცა მანამდე მან DC-ს კომიქსების ეკრანიზაციაშიც მიიღო მონაწილეობა. მსახიობმა ფრენკ მილერის 2008 წლის "სულში" ბოროტმოქმედი ოქტოფუსი განასახიერა. ფილმი ძლიერი არ აღმოჩნდა, თუმცა DC-ს შესაფერისი - ბნელი გამოვიდა.


ტომი ლი ჯონსი
ტომი ლი ჯონსმა DC-ს დიდების დარბაზში ნამდვილად დაიმსახურა ადგილი, რადგან "ბეტმენი: სამუდამოდში" მისი სამსახიობო შესრულება საუკეთესო აღმოჩნდა, იგივეს კი სხვებზე ვერ ვიტყვით, რადგან ამ ფილმში ყველაფერი ცუდი იყო. 2011 წელს Marvel-მა ოსკაროსან მსახიობს თავისკენ უხმო. ტომი ლი ჯონსმა "კაპიტან ამერიკაში" პოლკოვნიკ ჩესტერი ფილიპსის როლი შეასრულა.


სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონის კომიქს-კარიერა სემუელ ელ. ჯეკსონისას ძალიან გავს, რადგან ახლა ორივეს Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებით იცნობენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის 2008 წლის "სულში" იოჰანსონმა ოქტოფუსის დამხმარის - სილკენ ფლოსის როლი შეასრულა. იოჰანსონის დებიუტი შავი ქვრივის როლში მეორე "რკინის კაცში" შედგა და მას შემდეგ ის რეგულარულად ჩნდება MCU-ს სხვადასხვა ფილმებში, ახლა კი მისი პერსონაჟის შესახებ ცალკე ფილმს იღებენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შავი სამხედრო ფორმა მოტკეცილ ლატექსზე არანაკლებ უხდება.


ნატალი პორტმანი
მომხიბვლელი ნატალი პორტმანი მიმზიდველი მამაკაცების რომანტიული ინტერესი მრავალჯერ გახდა: დაწყებული "ლეონით" და დამთავრებული "შავი გედით". ახლა ის თორიც გახდა, რადგან ტაიკა ვაიტიტის "თორი: ქუხილი და სიყვარულში" კრის ჰემსუორთს შეცვლის, მაგრამ მანამდე 2005 წელს ნატალიმ "V ნიშნავს ვენდეტაში" ივის როლი შეასრულა.


ჰიუგო უივინგი
"ნიღაბში ყოფნა ჩემი ბედისწერაა" - ამის თქმა თავისი კომიქს-კარიერის შესახებ ჰიუგო უივინგს შეუძლია. ავსტრალიელი მსახიობი 2005 წელს DC-ს კომიქსის ეკრანიზაცია "V ნიშნავს ვენდეტაში" ტოტალიტარიზმს ებრძოდა და მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებლებმა V-ს სახე ვერ დაინახეს, თუმცა "კაპიტან ამერიკაში" ის წითელ თავისქალად იქცა და სტივ როჯერსს დაუპირისპირდა.


დჯიმონ ჰონსოუ
დჯიმონ ჰონსოუს შემოქმედებას ბევრი იცნობს. ის კომიქს-ეკრანიზაციებში დემონებთან ერთად მოვიდა, როდესაც "კონსტანტინში" მიდნაითის - ღამის კლუბის მფლობელი ითამაშა. 2014 წელს ის Marvel-ის გუნდს შეუერთდა, მან "გალაქტიკის მცველებში" კორატის როლი შეასრულა, რომელიც ვარსკვლავურ ლორდს ებრძოდა, ხოლო 2019 წელს კი DC-ში დაბრუნდა და "შაზამში" ჯადოქრის როლი მოირგო, რომელმაც თავისი ძალები ბილი ბეტსონს გადასცა.


ჯოშ ბროლინი
DC Comics მხოლოდ ბეტმენით და სუპერმენით არ არსებობს, ამ გამომცემლობას სხვა პროექტებიც აქვს და ერთ-ერთი მათგანი არც თუ ისე წარმატებული, მაგრამ დასამახსოვრებელი ფილმი "ჯონა ჰექსია". მასში მთავარი როლი ჯოშ ბროლინმა ითამაშა, მაგრამ შემდეგ Marvel-ში გადასვლა ამჯობინა და თანოსი გახდა, რომელიც არც თუ ისე დიდიხნის წინ შურისმაძიებლებმა სამუდამოდ დაამარცხეს.


მაიკლ ფასბენდერი
ბევრს არ შეუძლია უკვე პოპულარული და დადებითად მიღებული პერსონაჟისთვის მეორე სიცოცხლის ჩუქება, თუმცა ფასბენდერმა ეს მოახერხა, რადგან მისი მაგნეტო იენ მაკკელენის ერიკ ლენშერს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ Marvel-ამდე იყო DC-ს "ჯონა ჰექსი", რომელშიც მსახიობმა ტატუირებული ფსიქოპატი ბერკი ითამაშა.
რობერტ პატინსონმა ბეტმენის ქასტინგის შესახებ ისაუბრა
გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში რობერტ პატინსონმა ისაუბრა, თუ როგორ დაამტკიცეს ის ბეტმენის როლზე. ოფიციალური
მსახიობი ჯემმა ჩანი, რომელმაც "კაპიტან მარველში" კრიის რასის მებრძოლის - მინნ-ერვას როლი ითამაშა კომპანია Marvel-თან
ენდი სერკისს DC-ს კინოსამყაროში ელოდებიან
ინტერნეტში კინოკომიქს "ბეტმენის" სამსახიობო შემადგენლობის შესახებ ჭორები სწრაფად ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი
ბეტმენის ახალ ტრილოგიაში შესაძლოა რობინი და ქალი-კატა გამოჩნდნენ
ბეტმენის ახალ ტრილოგიაში შესაძლოა სხვა პოპულარული პერსონაჟებიც გამოჩნდნენ, მაგალითად რობინი, ქალი-კატა, პინგვინი,
რობერტ დაუნი-უმცროსმა რკინის კაცის მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრა
რკინის კაცი არამხოლოდ Marvel-ის კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირია, არამედ პერსონაჟი, რომლის გამოც ადამიანები
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება