10 საუკეთესო ფილმი ანგელოზების და დემონების შესახებ

10 საუკეთესო ფილმი ანგელოზების და დემონების შესახებ

30.08.2019 12 476
"დოგმა" - "Dogma" (1999)
ერთ-ერთი საუკეთესო კომედია ანგელოზების და დემონების შესახებ. სურათი ორი დაცემული ანგელოზის - ბარტლბის და ლოკის გარშემო ვითარდება. ისინი სამუდამოდ დედამიწაზე "გაიჭედნენ", თუმცა მოგვიანებით იგებენ, რომ სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ, ამისთვის მათ ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ ტაძარში უნდა შევიდნენ, გახდნენ ჩვეულებრივი მოკვდავები და კვლავ მოკვდნენ, ამის შემდეგ მათ ცოდვები მიეტევებათ, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება კაცობრიობას დაღუპვით ემუქრება. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად საქმეში იესო ქრისტეს შორეული ნათესავი ერთვება...


"კონსტანტინი" - "Constatine" (2005)
მისტიკური კინოფილმი, რომელშიც კარგად არის განხილული დემონიზმის თემა. ჯონ კონსტანტინი არაორიდინალური შესაძლებლობებით დაიბადა: მას დედამიწაზე მოხეტიალე ანგელოზების და დემონების დანახვა შეუძლია. ასეთი ნიჭი გმირზე ცუდ გავლენას ახდენს, ამიტომაც ის თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ზეცა მას არ ღებულობს და ის კვლავ დედამიწაზე ბრუნდება. ცოდვების გამოსასყიდლად მას ჯოჯოხეთის და სამოთხის საზღვრის პატრულირება მოუწევს.


"სოლომონ კეინი" - "Solomon Kane" (2009)
მწერალ რ.ი. ჰორვარდის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფანტასტიკური ბოევიკი. სიუჟეტი ინგლისის არმიის ჯარისკაც სოლომონ კეინის გარშემო ვითარდება, რომელიც ხვდება, რომ მისმა წარსულმა საქციელებმა მისი სული წაბილწა. ცოდვების გამოსასყიდლად ის გაჭირვებულებს ეხმარება და განდეგილი ხდება. კეინს ადამიანურ სამყაროში დაბრუნება არ სურს, თუმცა მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. დედამიწას ბნელი ძალები იპყრობენ, ამიტომაც ყოფილი ჯარისკაცი მას უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა დიდი ალბათობით ის თავისი ცოდვილი სულის გადარჩენას ვეღარ შეძლებს.


"ომენი" - "Omen" (2006)
ერთ-ერთი საუკეთესო მისტიკური კინოსურათი დემონების შესახებ. სიუჟეტი რობერტ თორნის გარშემო ვითარდება. მის საყვარელ ცოლს მუცელი ორჯერ მოეშალა, მაგრამ ძალიან მალე მათ ბავშვი უნდა ეყოლოთ, მაგრამ ის ბავშვიც გარდაცვლილი იბადება. იმისთვის, რომ თავის მეუღლეს ახალი ტრავმა არ გადაატანინოს თორნი კათოლიკე მღვდელს უთანხმდება, რომ ბავშვი იშვილოს, რომელსაც დედა მშობიარობის დროს დაეღუპა. წყვილი პატარას დემიენს უწოდებს. თავდაპირველად ყველაფერი კარგად არის, თუმცა ძალიან მალე უცნაური რაღაცეები ხდება. ადამიანები მოულოდნელად კვდებიან და საფრთხე თვით თორნსაც ემუქრება. ცოლ-ქმარი ვერც კი ხვდება, თუ რა ელით წინ.


"ანგელოზი-A" - "Angel-A" (2005)
ლუკ ბესონის გასაოცარი ფრანგული ფილმი. სექსუალური ანგელოზი გოგონა დედამიწას იმისთვის მოევლინა, რომ ადამიანს საკუთარი თავი შეაყვაროს.


"ლეგიონი" - "Legion" (2010)
ფანტასტიკური მხატვრული ფილმი დემონების და ანგელოზების შესახებ. არქანგელოზი მიქაელი დედამიწაზე ჩამოსვლას გადაწყვეტს, რომ კაცობრიობა განადგურებისგან იხსნას, რადგან ღმერთს ადამიანების აღარ სჯერა. არქანგელოზი განდეგილთა პატარა ჯგუფის მეთაური ხდება, რომლებიც მესიის მოლოდინში არიან. რით დასრულდება ეს ბრძოლა ახლა ყველაფერი მიქაელზეა დამოკიდებული.


"გაბრიელი" - "Gabriel" (2007)
ფანტასტიკური ბოევიკი, რომელიც ბნელი და ნათელი ძალების დაპირისპირებას ეძღვნება. არქანგელოზი გაბრიელი ღმერთმა დედამიწაზე დაცემული ანგელოზების განსაწმენდელში დასაბრუნებულად გამოუშვა. მას წინ მძიმე ბრძოლა ელოდება, რომელშიც შესაძლოა ის დამარცხდეს. საქმე იმაშია, რომ გადამწყვეტ დაპირისპირებაში გაბრიელს ადამიანური გრძნობები იპყრობენ. შეძლებს არქანგელოზი სურვილების დაოკებას - ყველაფერი მხოლოდ მისი სულის სიმტკიცეზეა დამოკიდებული...


"გაიცანით, ჯო ბლექი" - "Meet, Joe Black" (1998)
როცა დაუნდობელი სიკვდილი ბილ ფერიშის სულს მოაკითხავს, შესთავაზებს სიცოცხლის რამდენიმე დღის სანაცვლოდ ბილმა მასპინძლობა გაუწიოს. ფერიში თანხმდება, და ჯო ბლექის სახელს ამოფარებული სიკვდილი მონაწილეობას იღებს ბილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას ბილის ქალიშვილი შეუყვარდება. თუმცა, ბლექის შვებულება მთავრდება, ისევე როგორც ფერიშის სიცოცხლე.


"ეშმაკის ადვოკატი" - "The Devil's Advocate" (1997)
ამბიციური ადვოკატი საქმიანი გარიგებიდან მოსალოდნელზე მეტს იღებს, როდესაც აცნობიერებს, რომ მისი ბოსი, არც მეტი არც ნაკლები, თვით ლუციფერია. ძალზედ ფილოსოფიური და დამაფიქრებელი ფილმი.


"ეგზორცისტი" - "The Exorcist" (1973)
ცნობილი მსახიობის ოჯახში უბედურება დაისადგურებს – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. ექიმები ფსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი. "ეგზორცისტი" ათ "ოსკარზე" იყო ნომინირებული, რომელთაგან ორი ქანდაკება მოიგო. ის თავის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.
ალექსანდრ აჟას ინტერაქტიული ჰორორის გადაღება სურს
ალექსანდრ აჟა ჰორორების ერთ-ერთი საუკეთესო დამდგმელი რეჟისორია. მას ამჯერად მოჩვენებებით შეპყრობილი სახლის შესახებ
"ჩარლის ანგელოზების" თრეილერი გავრცელდა
27.06.19 სიახლეები / თრეილერები
Entertainment Tonight-მა ახალი "ჩარლის ანგელოზების" თრეილერი გამოაქვეყნა. ავტორებს სურთ, რომ მათ ფილმს რებუთი ან
ახალი ჯონ კონსტანტინი შესაძლოა კოლინ ფარელი გახდეს
Hellblazer-ის სამყაროს გმირი ჯონ კონსტანტინი დიდი ეკრანზე შესაძლოა კიდევ დაბრუნდეს. გამოცემა We Got This Covered-ის
როლანდ ემერიხი, რომელსაც ისეთი ფილმები აქვს გადაღებული როგორებიცაა "2012" და "ზეგ" კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს დადგამს.
საუკეთესო ფილმები ქრისტეს შესახებ, რომლებსაც სააღდგომო დღეებში უნდა უყუროთ
წარმოგიდგენთ იესო ქრისტეს შესახებ გადაღებულ საუკეთესო ფილმებს, რომლებსაც სააღდგომო დღეებში აუცილებლად უნდა უყუროთ.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება