ფილმი

ფილმი "კომანდო": რა უცნაური ყუმბარმტყორცნი ეჭირა არნოლდ შვარცნეგერის გმირს ბოევიკში

31.07.2020 122
ზოგიერთ თქვენგანს ალბათ ნაყურები ექნება 1985 წლის ბოევიკი "კომანდო", რომელშიც მთავარ როლს არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით მისმა გმირმა თავისი პატარა ქალიშვილი ტერორისტებისგან უნდა დაიხსნას. ფილმის მსვლელობისას ბრძოლის მომენტებში ზოგჯერ უცნაური ყუმბარმტყორნი ჩნდება, რომელსაც ოთხი რაკეტის გასროლა შეუძლია. არსებობდა თუ არა სინამდვილეში ასეთი იარაღი?

ფილმი "კომანდო": რა უცნაური ყუმბარმტყორცნი ეჭირა არნოლდ შვარცნეგერის გმირს ბოევიკში


მართალია ფილმი "კომანდო" რეალისტური ნაკლებად არის, მაგრამ ყუმბარმტყორნი კი ნამდვილია. ის რა თქმა უნდა კინოსურათში ჰოლივუდურად ისვრის, მაგრამ იარაღის ასეთი მოდელი სინამდვილეში არსებობს. ამ ყუმბარმტყორცნს M202A1 FLASH ჰქვია. ბოლო სიტყვა ითარგმნება, როგორც "ნათება" და FLame Assault SHoulder-ის აბრევიატურას წარმოადგენს.

საინტერესო ფაქტი: ამერიკული კინოფილმი "კომანდო" 1985 წელს რეჟისორმა მარკ ლესტერმა გადაიღო. მთავარი გმირი - ყოფილი პოლკოვნიკი ჯონ მეტრიქსი ანროლდ შვარცნეგერმა განასახიერა. სიუჟეტი ძალზედ ბანალურია: ტერორისტები მეტრიქსის ქალიშვილს შანტაჟის მიზნით იტაცებენ, ისინი მისგან ერთ-ერთი ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლას ავალებენ, თუმცა მეტრიქსი ტერორისტებს ატყუებს და თავისი შვილის გადასარჩენად მიდის, თან გზაში გვამების მთებს აყენებს. 10 მილიონ დოლარად გადაღებულმა ფილმმა შემქმნელებს 57,4 მილიონი დოლარი მოუტანა. დღეს "კომანდო" 80-იანი წლების ერთ-ერთ საკულტო ბოევიკად ითვლება და მიმების ობიექტიც არაერთხელ გამხდარა.

ფილმი "კომანდო": რა უცნაური ყუმბარმტყორცნი ეჭირა არნოლდ შვარცნეგერის გმირს ბოევიკში


ახლა ყუმბარმტყორცნზე გადავიდეთ - ის 1968 წელს კორპორაცია "ნორთროპის" ეჯვუდის არსენალის ინჟინრებმა ააწყვეს. მთავარი პლუსი რაოდენ "გასაკვირიც" არ უნდა იყოს ოთხი გამშვები ლულაა. მათში რაკეტული ძრავის მქონე 66 მილიმეტრიანი M74-ის ტიპის რეაქტიური ყუმბარები თავსდება. ყუმბარმტყორცნი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ფორტიფიკაციების გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

ფილმი "კომანდო": რა უცნაური ყუმბარმტყორცნი ეჭირა არნოლდ შვარცნეგერის გმირს ბოევიკში


იარაღი გამოსაცდელ პოლიგონად ვიეტნამი იქცა. M202A1 FLASH პირველად სწორედ ამ აზიურ ქვეყანაში გამოიყენეს. ყუმბარმტყორცნებმა ტრადიციული ცეცხლმტყორცნები შეცვალეს, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული იყენებდა. აღმოჩნდა, რომ "თურმე" გამაგრებული მტრის წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნი უფრო ეფექტურია, ვიდრე ზურგზე მოკიდებული ნავთით სავსე ავზით ახლოს მიპარვა.

ფილმი "კომანდო": რა უცნაური ყუმბარმტყორცნი ეჭირა არნოლდ შვარცნეგერის გმირს ბოევიკში


ალბათ ბევრს დაგაინტერესებთ შეუძლია თუ არა იარაღს ერთდროულად ოთხი ლულიდან გასროლა? პასუხია - კი, შეუძლია. M202A1-ს გამოყენება ორ რეჟიმშია შესაძლებელი. პირველი - კლასიკური თითო-თითო რაკეტის სროლით და მეორე - ზალპური რეჟიმი. ყუმბარმტყორცნს მაქსიმუმ 730 მეტრზე შეუძლია რაკეტის გაშვება.

M202A1-ს დღემდე აწარმოებენ და იყენებენ.

არნოლდ შვარცნეგერი ბაბუა გახდება
მსახიობი კრის პრატი და მისი მეუღლე კეტრინ შვარცნეგერი შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახის ახლობელმა
არნოლდ შვარცნეგერი რობოტების მწარმოებელ რუსულ კომპანიას უჩივის
ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი რობოტების მწარმოებელ კომპანია Promobot-ს სასამართლოში უჩივის. გამოცემა
კრის პრეტი არნოლდ შვარცნეგერის ქალიშვილზე დაქორწინდა
"გალაქტიკის მცველების" ვარსკვლავი კრის პრეტი კეტრინ შვარცნეგერზე დაქორწინდა, რომელიც მსახიობ არნოლდ შვარცნეგერის
არნოლდ შვარცნეგერმა საკუთარი თავის შესახებ რეპი წაიკითხა
ავსტრიელმა მომღერალმა ანდრეას გაბალიემ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, რომელიც არნოლდ შვარცნეგერს და მის კარიერას ეძღვნება.
არნოლდ შვარცნეგერი სტენ ლის კომიქსის ეკრანიზებას გეგმავს
არნოლდ შვარცნეგერი Marvel-ის კომიქსების ლეგენდარული ავტორის - სტენ ლის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის ეკრანიზაციით. როგორც
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება