10 ფილმი პირველ სიყვარულზე

10 ფილმი პირველ სიყვარულზე

07.02.2020 9 284
"ბედის ვარსკვლავის ბრალია" - "THE FAULT IN OUR STARS" (2014)
პერიოდულად ჰოლივუდში იღებენ ფილმებს, რომლებიც უშუალოდ მაყურებლის სასტიკ მანიპულაციაზეა აგებული, ჩვენ კი ცუდად გამოგვდის მათი იგნორი – კარგი მსახიობები, პერსონაჟების ლამაზი გრძნობები, ღრმა ემოციები… ჯოშ ბუნის ფილმის მთავარი გმირები სიმსივნეს ებრძვიან. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე აეწყო, რომ მათ ყველაფრისთვის რამდენიმე თვე აქვთ. მსახიობები შეილინ ვუდლი და ანსელ ელგორთი რთულ დავალებას შეხვდნენ, მაგრამ ის, როგორც გაუმკლავდნენ დავალებას, ნამდვილად იმსახურებს შექებას. დიახ, ეს ტრაგიკული ისტორიაა, რომელშიც არ არის კლასიკური ბედნიერი დასასრული, მაგრამ ზუსტად ეს ხდის ამ ფილმს განსაკუთრებულად.


"ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი" - "10 THINGS I HATE ABOUT YOU" (1999)
ჯილ ჯანგერის კომედიური მელოდრამა უფროსკლასელების სიყვარულზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთი საუეკთესოა. უნდა აღინიშნოს ჰიტ ლეჯერის, ჯულია სტილსის და ჯოზეფ გორდონ-ლევიტის არჩვეულებრივი შესრულება და მათი გმირების განსხვავებული შეხედულებები სიყვარულისადმი. ალბათ, საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვის პრობლემებს ყველა ჩვენგანი შეჯახებია. ეს ფილმი რომანტიკული კომედიების ერთ-ერთი საუეკთესო მაგალითია, რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო უკეთესი ხდება.


"ჩემი გოგო" - "My Girl" (1999)
მიღებულია, რომ ნამდვილი გრძნობები 16 წლის ასაკისთვის იკვეთება, მაგრამ ბავშვებს, მიუხედავად უხერხული კოცნისა და ჩახუტებისა, მათი უშუალობით ისეთი სიყვარულის გამოვლენა შეუძლიათ, როგორიც ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისთვის მიუღწეველია. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ ფილმში, რომელშიც შეყვარებულ პატარა ბიჭს მაკალეი კალკინი ასრულებს. სხვათა შორის, ფილმი მხოლოდ ბავშვურ ურთიერთობებს არ მოიცავს, მასში საკმაოდ ბევრი ემოციური კონფლიქტის თემაა წამოწეული.


"თქვი რამე…" - "Say Anything..." (1989)
კამერონ ქროუიმ მოახერხა უნიკალური რომანტიკული კომედიის შექმნა, რომელმაც ისიც მოახერხა, რომ ამ ჟანრის ფილმებისთვის დამახასიათებელი ელემენტებისთვის თავი აერიდებინა. სცენარის შექმნისას მან არაჩვეულებრივად გადმოსცა პირველი სიყვარულის ტკბილ-მწარე გამოცდილება. მსახიობების არაჩვეულებრივი შესრულება, პერსონაჟები, არაჩვეულებრივი სცენარი და უბრალო, მაგრამ ძლიერი რეჟისურა ფილმს ნამდვილად ღირსეულს ხდის, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მელოდრამად რჩება.


"მარტოსულობის უპირატესობანი" - "The Perks of Being a Wallflower" (2012)
26 წლის ასაკისთვის ლოგან ლერმანმა საკმაოდ ბევრი ბრწყინვალე როლი ითამაშა, თუმცა ამ დროისთვის მის საუკეთესო ნამუშევრად შეიძლება დასახელდეს როლი დრამაში “მარტოსულობის უპირატესობანი”. სტივენ ჩბოსკის ფილმი მოგვითხრობს მოზარდზე, რომელმაც ახლობელი ადამიანები დაკარგა. მძიმე დანაკლისის შემდეგ ის მხარდაჭერას უცნაური და-ძმის წრეში პოულობს. ეს სამეული უცნაურ ურთიერთობებში ჩაიხლართებიან, რომელშიც თითოეული მათგანი, თითქოს, ვიღაცაზეა შეყვარებული.


"მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი" - "Easy A" (2010)
უილ გლაკის კომედიური მელოდრამა მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც სტერეოტიპების ტყვე ხდება. რამდენიმე ინციდენტის შემდეგ თანაკლასელებმა გოგონა “გარყვნილების” სიას მიაკუთვნეს, მაგრამ ამან მას საკთარი ბედნეირების პოვნაში ხელი არ შეუშალა. პირიქით, მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ მას სამყარო სულ სხვანაირად დაანახა. მთავარ როლს ფილმში ემა სტოუნი ასრულებს, რომელიც ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.


"ამომავალი მთვარის სამეფო" - "Moonrise Kingdom" (2012)
კიდევ ერთი ფილმი პატარა გმირებით, რომელიც ამავე დროს წარმოუდგენლად თბილი, ნაზი და ამაღელვებელია. უეს ანდერსონი თავისთვის დამახასიათებელი მანერით ორ მოზარდზე მოგვითხრობს, რომელთა გრძნობებიც ერთმანეთისადმი მიუღებლად ითვლება. მთავარი გმირები გარბიან იმ ადგილის მოსაძებნად, სადაც ისინი შეძლებენ იყვნენ ბედნიერები. სამსახიობო გუნდი ანდერსონის საყვარელი მსახიობებისგან შედგება: ბილ მიურეი, ფრენსის მაკდორმანდი, ჯეისონ შვარცმანი, ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი და ტილდა სუინტონი. ფილმის სცენარი, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ განსაკუთრებული მიდგომის დამსახურებით უეს ანდერსონი და რომან კოპოლა ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის იყვნენ ნომინირებულები.


"უილიამ შექსპირის რომეო+ჯულიეტა" - "Romeo + Juliet" (1996)
შეუძლებელია, ვისაუბროთ პირველ სიყვარულზე და არ გაგვახსენდეს შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია. ყველაზე სევდიანი ისტორია გულგრილს არავის ტოვებს, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს გადმოცემული. “რომეო და ჯულიეტას” მრავალი ეკრანიზაციიდან ჩვენ დღეს ბაზ ლურმანის ვერსიას გთავაზობთ, რომელიც ეკრანებზე გამოჩენის დროს საკმაოდ თამამად და რადიკალურად ჩაითვალა. პიესის სიუჟეტი 90-იან წლებშია გადმოტანილი, მთავარი გმირები ორ გადამტერებულ დაჯგუფებას მიეკუთვნიან, მაგრამ სიყვარული, ეს მარადიული გრძნობაა, რომელიც არ იცვლება. ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიო და ულამაზესი ქლერ დეინსი არაჩვეულებრივი წყვილია, რომელთა გრძნობებსაც პირველივე წუთებიდან იწამებთ…


"წყალქვეშა ნავი" - "Submarine" (2011)
რიჩარდ აიოდის ფილმი ორ უჩვეულო მოზარდზე მოგვითხრობს, როდესაც მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს არ არის ის ბავშვურად ტკბილი და სრულყოფილი სიყვარული, რომელსაც მიჩვეულები ვართ. ეს არიან მოზარდები, რომლებსაც შეუყვარდათ და რომლებიც იძულებულები არიან სახლის პრობლემებს მიხედონ. ფილმი თითქოს ჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ მასში გამოყენებული იუმორის დამსახურებით ის გარკვეულ სტანდარტებს ცდება.


"ქაღალდის ქალაქები" - "Paper Towns" (2015)
ჩვენი გრძნობები, ხანდახან, სასტიკად გვეთამაშებიან. ამ ფილმის მთავარი გმირი დიდი ხანია უიმედოდაა შეყვარებული თავის მეზობელ გოგონაზე. როდესაც გამოსაშვებ საღამომდე ცოტა ხნით ადრე გოგო იკარგება, ის მის მოსაძებნად მიემართება და იყენებს მინიშნებებს, რომლებიც მხოლოდ მისი გულისთვისაა გასაგები. მაგრამ შეხვედრა საკმაოდ მტკივნეული გამოდგა. სამწუხაროდ, ეს მწარე რეალობაა – სიყვარული ყოველთვის არ არის თავისუფლების და ბედნიერი ცხოვრების მომტანი, ხანდახან სამუდამოდ დაშორება გვიწევს….
ახალი
ჯაი კორტნი, რომელიც "თვითმკვლელთა რაზმში" კაპიტანი ბუმერანგის როლს ასრულებს მოყვა, რომ ჯეიმს განის ფილმის ატმოსფერო
დონალდ გლოვერის სერიალი
TCA-ს პრეს-ტურის ფარგლებში საკაბელო არხ FX-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომედიური სერიალი "ატლანტა" მეოთხე
ძმები რუსოები: სავარაუდოდ გამორა ცოცხალია
"შურისმაძიებლები: დასასრულმა" მაყურებლებს ბევრი კითხვა დაუტოვა, მათ შორის ზოგიერთებს აინტერესებდათ, თუ რა დაემართა
10 მიზეზი, რომ სერიალ
"სამეფო კარის თამაშების" პრემიერის დღიდან პოპულარული გახდა და რეიტინგები მხოლოდ ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ჯორჯ რ.რ.
დრამის ჟანრის სერიალის - "იმპერატორის მეუღლის" ყურების შემდეგ მაყურებელს უცნაური გრძნობა ეუფლება, ეს არ არის არც
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება