10 საუკეთესო ფილმი მაქციების შესახებ

10 საუკეთესო ფილმი მაქციების შესახებ

17.08.2019 8 558
"წყეული" - "Cursed" (2005)
არც თუ ისე დიდიხნის წინ ჯიმის და ელის უცნობი მხეცი დაესხა თავს, ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ, მაგრამ ამის შემდეგ მათ ცხოვრებაში უცნაური მოვლენები ხდება. მთავარ გმირებს ზებუნებრივი შესაძლებლობები გაუჩნდა. ჯიმიმ და ელიმ არც კი იციან, რომ ლოს-ანჯელესში მათი მსგავსი ადამიანები არსებობენ.


"წითელქუდა" - "Red Riding Hood" (2011)
ბოლო დროს ახალგაზრდა გოგონა ვალერის ბევრი სანერვიულო გაუჩნდა. დედამისმა გადაწყვიტა, რომ ვალერის გათხოვების დრო მოვიდა და საქმროდ მდიდარი მჭედელი - ჰენრი ამოარჩია. გოგონას დედამისის რჩეული არ მოსწონს, მისი გული ხის მჭრელმა პიტერმა უკვე დაიპყრო, ხოლო სოფელში კი ამავდროულად მაქცია გაჩნდა.


"ბოროტი მთვარე" - "Bad Moon" (1996)
ჯანეტი თავის შვილ ბრეტთან და ძაღლთან ერთად კანადის ჩრდილოეთ-დასავლეთით მდებარე სასახლეში განმარტოებით ცხოვრობს. მათი წყნარი და მშვიდი ცხოვრება იცვლება, როდესაც ამ მხარეში საშიში მხეცი ჩნდება, რომელიც ღამ-ღამობით ყმუის. ჯანეტი ოდნავ მშვიდდება, როდესაც მისი ძმა ტედი აზიიდან კანადაში ბრუნდება, მაგრამ დიდხანს გასტანს ეს სიმშვიდე, თუ მხეცი კვლავ დაბრუნდება და ამჯერად უფრო ახლოს იქნება?


"მთვარეულები" - "Sleepwalkers" (1992)
ერთი შეხედვით ჩარლზ ბრეიდი ერთი უბრალო მამაკაცია. ის დედასთან ერთად ცხოვრობს და თავისი ცხოვრებით სრულიად კმაყოფილია, მაგრამ გარშემომყოფებიდან ვერავინ წარმოიდგენდა თუ როგორ ცხოვრობს ეს ოჯახი სინამდვილეში. ჩარლზი და დედამისი მაქციები არიან ,ისინი ახალგაზრდა გოგონებზე ნადირობენ, რომელთა სისხლი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი ახალი მსხვერპლი გოგონა სახელად ტანია უნდა გამხდარიყო, თუმცა ის სხვებისგან განსხვავებით უფრო ჭკვიანი და მოხერხებული აღმოჩნდა. გოგონამ მალევე გაარკვია, თუ რისი ეშინიათ ამ არსებებს ყველაზე მეტად.


"ვერცხლის ტყვია" - "Silver Bullet" (1985)
პატარა წყნარი ქალაქი, რომელიც ქვეყნის განაპირას მდებარეობს. აქ არასოდეს არ ხდებოდა რაიმე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ბოლო დროს ქალაქში ბეწვით დაფარული უცნაური არსება გაჩნდა, რომელიც ადამიანებს სასტიკად კლავს. მოხალისეებმა ამ არსების მოკვლა გადაწყვიტეს, თუმცა ეს მცდელობა კიდევ რამდენიმე მსხვერპლით დასრულდა. ერთადერთი ვინც ხვდება, თუ რაშია საქმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდია, მაგრამ მისი აზრი არავის აინტერესებს.


"მგელი" - "Wolf" (1994)
უილ რენდალი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ის საგამომცემლო სახლში მუშაობს და გარშემომყოფებიდან ვერავინ ხვდება თუ ვინ არის ის სინამდვილეში. უილი ღამ-ღამობით მაქციად იქცევა და ხალხს ხოცავს, მას ეს საერთოდ არ ანაღვლებს, რადგან მისი დანაშაულებები მაინც დაუსჯელი რჩება, ხოლო ცხოველური ინსტინქტები კი ადამიანურ ცხოვრებაში ძალზედ ეხმარებიან, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება უილის ასეთი ცხოვრება?


"ჯინჯერი გაცოფდა" - "Ginger Snaps" (2000)
დებ ბრიჯითს და ჯინჯერს უცნაური ჰობი აქვთ. გოგონები ჰორორის ჟანრის ფილმებს იღებენ და წითელ საღებავს საკმაოდ სოლიდური რაოდენობით ხარჯავენ, რომ ყველაფერი უფრო რეალისტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ერთხელ ფილმის გადაღებისას გოგონებს საშინელი მხეცი ესხმის თავს. ჯინჯერმა ცხოველისგან თავის დაღწევა მოახერხა და იარებს მალავს, მაგრამ იარები დიდი პრობლემების მხოლოდ საწყისი ეტაპია.


"ბიჭი-მაქცია" - "Neukdae sonyeon" (2012)
არც თუ ისე დიდიხნის წინ სამხრეთ კორეაში სამოქალაქო ომი დასრულდა. მთავარი გმირი თავის ქალიშვილებთან ერთად ქალაქგარეთ გადადის საცხოვრებლად. ერთ-ერთ გოგონას ფილტვების დაავადება აქვს, ამიტომაც ექიმებმა დედამისს ურჩიეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ საცხოვრებლად ბუნებაში გადავიდოდნენ. სახლის დათვალიერებისას უფროსი გოგონა ფარდულში უცნაურ ბიჭუნას პოულობს, ისინი მას დარჩენის უფლებას აძლევენ. ოჯახს ობოლი ბიჭი შეეცოდა, თან მას აშკარად კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ ვინ არის ეს ბიჭი სინამდვილეში?


"ვან ჰელსინგი" - "Van Helsing" (2004)
ტრანსილვანიის შესახებ მრავალი ლეგენდა და მითი დადიოდა, მაგრამ ეს საშინელი ისტორიები თურმე სიმართლე აღმოჩნდა. გრაფი დრაკულა სწორედ ამ მხარეში ბინადრობა, ხოლო ვამპირები და მაქციები ადგილობრივებისთვის უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. ლეგენდარულ მონადირე ვან ჰელსინგს სწორედ ტრანსილვანიაში მოუწევს გამგზავრება, რომ უნივერსალური იარაღი შექმნას და ეს საშინელი კოშმარი დაასრულოს.


"სხვა სამყარო" - "Underworld" (2003)
ჩვეულებრივი მოკვდავები ვერც კი ხვდებიან იმას, რომ ვამპირები და მაქციები არამხოლოდ მათ შორის არსებობენ, არამედ უკვე ასობით წლებია რაც ერთმანეთს ეომებიან. სელინა ერთ-ერთი საუკეთესო მეომარი ვამპირი იყო და სწორედ მას მოუწევს წარმოუდგენლად სახიფათო დავალების შესრულება. ვამპირებმა გაარკვიეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გენებში ლიკანების დამარცხების გასაღები დევს, თუმცა ეს საიდუმლო მხოლოდ ვამპირებმა არ იციან.
10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ კარგ განწყობას შეგიქმნით
რას შეუძლია კარგი განწყობის შექმნა? რა თქმა უნდა შესანიშნავ ისტორიას, რომელშიც სითბო, კომფორტი, მზრუნველობა და
ტომ კრუზი კეტი ჰოლმსის ქალიშვილის ბიოლოგიური მამა არ არის
ბოლო დროს 56 წლის ტომ კრუზის სახელი პრესაში არამხოლოდ კინოპრემიერების ან ახალი რომანების, არამედ იმის გამო ხვდება, რომ
პრესა: ანჯელინა ჯოლი კიანუ რივზს ხვდება
დასავლური მედიის ცნობით 54 წლის კიანუ რივზის გული შესაძლოა ექვსი შვილის დედას - 44 წლის ანჯელინა ჯოლის ეკუთვნის. ჭორებს
კიანუ რივზის ხუთი საუკეთესო ფილმი
როგორც E3-ზე გახდა ცნობილი კიანუ რივზი Cyberpunk 2077-ის ერთ-ერთი პერსონაჟი იქნება, ამიტომაც სანამ ის გეიმინგ
ჰოლივუდი
1997 წელს გამოსული "ანაკონდა" ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება თავის ჟანრში. ფილმი ურჩხულის შესახებ მოგვითხრობს,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება