12 ფილმი, რომელშიც ფსიქიკური დაავადებები სწორადაა ნაჩვენები

12 ფილმი, რომელშიც ფსიქიკური დაავადებები სწორადაა ნაჩვენები

24.07.2019 558
ჩვეულებრივ ფილმებში ფსიქიკურ დაავადებებს არასწორად გადმოგვცემენ, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც მოცემულ პრობლემას სწორად და რაც მთავარია გაგებით უდგებიან, ამიტომაც ჩვენ 12 კინოსურათი ამოვარჩიეთ, რომლებიც ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას სწორად აჩვენებენ.

"გახსოვდეს" - "Memento" (2000)
კრისტოფერ ნოლანი ფსიქოლოგირ დეტექტივში ანტეროგრადული ამნეზიის ეფექტებზე ფოკუსირებს, რომლით დაავადებულებსაც ახალი მოგონებების ფორმირება არ შეუძლიათ. ეს კარგი ფილმია, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ მასში სწორადაა ნაჩვენები, თუ როგორ იყენებს საზოგადოება ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს.


"შავი გედი" - "Black Swan" (2010)
ფილმში ბევრი ისეთი დაავადებაა ნაჩვენები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ, მაგრამ ნატალი პორტმანი კარგად დემონსტრირებს განუკურნებელი ფსიქოზის საშინელებას.


"რა აწუხებს გილბერტ გრეიფს?" - "WHAT'S EATING GILBERT GRAPE?" (1993)
ლეონარდო დი კაპრიოს არნი 17 წლის ბავშვია, რომელიც მძიმე ფორმის აუტიზმით იტანჯება, ხოლო ჯონი დეპი მისი უფროსი ძმაა. მსახიობების წარმოუდგენლად სწორი თამაში ფილმის ხერხემალია, რომელსაც ბავშვ-აუტისტებთან ცხოვრების რეალობის წარმოჩენის არ ეშინია.


"იაკობის კიბე" - "Jacob's Ladder" (1990)
ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საშიში ფილმია, რომელიც ბევრს არც კი უნახავს. "იაკობის კიბე" ფსიქოლოგიური თრილერია, მისი სიუჟეტი ვიეტნამის ომის ვეტერანის გარშემო ვითარდება, რომელიც ახლა ფოსტალიონად მუშაობს. მთავარი გმირი პოსტტრავმატიკული სტრესული დარღვევით იტანჯება. ტიმ რობინს ამაზე უკეთესად არცერთ ფილმში არ უთამაშია.


"მებრძოლთა კლუბი" - "Fight Club" (1999)
კლასიკური კულტი, რომელიც იდენტურობის დისოციაციურ აშლილობას ეფუძნება, ასევე ცნობილი როგორც მრავლობითი პიროვნების დარღვევა, რომლის დროსაც ერთ ადამიანში ერთზე მეტი პიროვნება შეიძლება ცხოვრობდეს. ასეთი პიროვნებები ერთმანეთისგან გაყოფილები არიან და შეუძლიათ საერთოდ ცალკეული მოგონებები ჰქონდეთ.


"მემანქანე" - "The Machinist" (2004)
ქრისტიან ბეილის გმირი უძილობით იტანჯება, რომელსაც მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე და წონაზე აქვს გავლენა, ხოლო როდესაც ის შემთხვევით თავის კოლეგას ტრავმებს აყენებს მისი დაავადება კიდევ უფრო სერიოზული ხდება. ბეილის გასაოცარი თამაში და როლისთვის დაკარგული 25 კილო ბანალურ სიუჟეტს კომპენსირებენ.


"ბრწყინვალე გონება" - "A Beautiful Mind" (2001)
ფილმი იდეალური არ არის, მაგრამ რასელ ქროუმ ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონი ნეში, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება სწორად შეასრულა. "ბრწყინვალე გონებამ" ათობით ფილმის შეცდომა გამოასწორა, რომლებიც ამ დაავადების პროცესს, ეფექტებს და შედეგებს ამახინჯებდნენ.


"ბენი და ჯუნი" - "Benny & Joon" (1993)
ამ რომანტიულ კომედიუაში შიზოფრენიით დაავადებული ჯუნა მერი სტიუარტ მასტერსონის შესრულებით უცნაურ სემს ხვდება, რომლის როლსაც ჯონი დეპი თამაშობს.


"მელანქოლია" - "Melancholia" (2011)
ლარს ფონ ტრიერის ტრილოგიის ფინალი არც თუ ისე მარტივი საყურებელია, მაგრამ კირსტენ დანსტი სწორად გადმოგვცემს იმას, თუ რა არის დეპრესია. პროექტს "ფილმი ფსიქოლოგიური კატასტროფის შესახებ" უწოდეს და ეს მართლა უცნაური კინოა, მაგრამ ბევრს მოეწონება.


"შეწყვეტილი ცხოვრება" - "Girl, Interrupted" (1999)
ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ისტორია, რომლის როლებიც ანჯელინა ჯოლიმ და ვაინონა რაიდერმა შეასრულეს - ეს ძლიერი და დამაფიქრებელი ფილმია, რომელიც მოზარდების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის და მათი გარშემომყოფებზე გავლენის შესახებ მოგვითხრობს.


"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" - "One Flew Over the Cuckoo (1975)
კიდევ ერთი ფილმი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ, რომლის პაციენტებიც სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებიან. ჯეკ ნიკოლსონის გმირი მაკმერფი ამ ყველაფერს უბრალოდ აკვირდება, რადგან ის ფსიქიკურად ავადმყოფი არ არის და მართალია სასტიკი მედდას დემონსტრირებას ლუიზა ფლეთჩერის შესრულებით კრიტიკა მოჰყვა, რადგან ამის გამო ადამიანებს შეიძლება პოტენციურად მკურნალობაზე უარი ეთქვათ, თუმცა ფილმი ფსიქიატრიული საავადმყოფოების მიმართ ურთიერთობის შეცვლისთვის და პაციენტების მოთხოვნებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილების წაქეზებისთვის შეაქეს.


"მეთევზე-მეფე" - "The Fisher King" (1991)
რობინ უილიამსმა ფანტასტიურად შეასრულა მაწანწალა პერის როლი, რომელიც წმინდა გრაალის პოვნითაა შეპყრობილი და იმით, რაც პოსტტრავმატიკულ სტრესულ დარღვევად ითვლება.
წიგნების მიხედვით გადაღებული 12 საუკეთესო ფილმი
საყვარელი წიგნის ხელახლა წაკითხვაზე სასიამოვნო არაფერი არაა, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა ნაწარმოების მიხედვით
Marvel-ის ხუთი პერსონაჟი, რომლებიც მარტივად დაამარცხებდნენ თანოსს
თანოსის დასამარცხებლად შურისმაძიებლებმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომიქსებში არსებობენ
5 მიზეზი, რომ სერიალ
"სამეფო კარის თამაშების" დასრულების შემდეგ არხმა HBO-მ ისტორიული მინი-სერიალი "ჩერნობილი" გამოუშვა, რომელმაც ყველა
Disney-მ "ალადინის" ახალი პრომო-რგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც გაი რიჩი იღებს. მასში რამდენიმე ახალი კადრია ნაჩვენები და
ანიმე
ანიმე "One-Punch Man"-ის ავტორებმა მეორე სეზონის ახალი თრეილერი გამოუშვეს. მასში ბევრი მძაფრ-სიუჟეტიანი სცენა და
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება