13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

01.02.2022 715
13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

კონკია Disney-ს ოქროს ეპოქაში გაჩნდა, ხოლო რაპუნცელი კი თანამედროვე პრინცესაა
ითვლება, რომ კონკია, ფიფქია და მძინარე მზეთუნახავი Disney-ს ოქროს ეპოქას წარმოადგენენ, როდესაც პრინცესები შედარებით ნაზები იყვნენ, მაგრამ 1989 წელს ანიმატორებმა იდეალური შაბლონის შეცვლა გადაწყვიტეს და დაიბადა არიელი, რომელსაც ბელი, ჟასმინი და მულანი მოყვნენ. ეს გოგონები აღორძინების ეპოქას მიეკუთვნებიან, ისინი ჭკვიანები, დამოუკიდებლები არიან და თავგადასავლები სწყურიათ. თანამედროვეობის პრინცესები ტიანათი იწყება. მათი მიზანი გათხოვება არ არის, სამაგიეროდ რეალურ ცხოვრებაში უკეთესად ერკვევიან და ნამდვილი მეგობრობის ფასი იციან.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

ბელის ვარცხნილობა არაიდეალურად სპეციალურად არის გაკეთებული
ბელის თმები ყოველთვის არეულია, ხოლო ერთი ღერი თმა კი ყოველთვის სახეზე ეცემა. ეს სცენარისტებს ტყუილად არ გაუკეთებიათ: მათ ამგვარად ხაზი გაუსვეს პრინცესის არასრულყოფილებას და იმას, რომ ის გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი გოგონა.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

არიელი შეიძლებოდა ქერა ყოფილიყო
მაყურებლებს შეიძლებოდა არიელის საკულტო წითური თმები არასოდეს ენახათ, რადგან თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით ის ქერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანიმატორებმა გადაწყვიტეს, რომ ამგვარად ის ძალიან დაემსგავსებოდა ქალთევზას ამავესახელწოდების ფილმიდან, რომელიც ეკრანებზე რამდენიმე წლით ადრე გამოვიდა.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

Disney-ს ანიმაციების მხოლოდ რამდენიმე პრინცესა არის სრულწლოვანი
ჟასმინის ან მერიდას დანახვის შემდეგ, რთულია იმის დაჯერება, რომ სინამდვილეში ისინი ძალზედ ახალგაზრდა გოგონები არიან: აღმოსავლელი ლამაზმანი 15 წლის არის, ხოლო წითურთმიანი მეომარი კი 16-ის. Disney-ს ყველა პრინცესიდან სრულწყლოვანი მხოლოდ ოთხია, ხოლო მათგან ყველაზე უფროსები კი კონკია და ტიანა არიან: მათი ასაკი 19 წელია.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

მთელ სოფელში ბელი ედრთადერთია, რომელიც ლურჯი ფერის ტანსაცმელს ატარებს
საინტერესოა, თუ შეგიმჩნევიათ, რომ სოფლის მაცხოვრებლები წითელი, ყვითელი, მწვანე ფერის ტანსაცმელს ატარებენ და მხოლოდ ბელს აცვია ლურჯი ფერის კაბა? ფილმის ავტორები ამგვარად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ის სხვებისგან განსხვავდება და რაღაც უფრო დიდისკენ მიისწრაფვის. აღსანიშნავია, რომ ლურჯ ფერს ამჯობინებს ურჩხულიც, ანუ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

ავრორა Disney-ს ყველაზე მდუმარე პრინცესაა
მიუხედავად იმისა, რომ მულტფილმი თავიდან ბოლომდე მას ეძღვნება, თვითონ მძინარე მზეთუნახავი ეკრანზე სულ 18 წუთის განმავლობაში ჩნდება. ის საკმაოდ მდუმარეა: ანიმაციის მეორე ნახევარში საერთოდ არ ლაპარაკობს, თუმცა თავის მდუმარებას მშვენიერი ვოკალით კომპენსირებს - ის ხომ საოპერო მომღერლის - მერი კოსტას ხმით მღერის.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

ჩვენ არაფერი ვიცით მერიდას ვოკალური შესაძლებლობების შესახებ
ავრორას არ ჩამორჩებიან Disney-ს სხვა პრინცესებიც - ზოგიერთები მარტო მღერიან, ხოლო ზოგიერთები კი დუეტში. ერთადერთი გამონაკლისი მერიდაა, რომელიც მულტფილმში თავისი ვოკალური მონაცემების დემონსტრირებას არ ახდენს.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

ჟასმინი სხვადასხვა ხმით ლაპარაკობს და მღერის
პრინცესა ჟასმინი მსახიობმა ლინდა ლარკინმა გაახმოვანა, თუმცა ალადინთან შესრულებული დუეტში არა მისი, არამედ მომღერალ ლეა სალონგის ხმა ისმის. სავარაუდოდ, ლარკინმა ჟასმინის სიმღერის შესრულება იმის გამო გადაიფიქრა, რომ თავისი ხმა სიმღერის შესაფერისად არ ჩათვალა.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

პოკაჰონტასის გარდერობში მხოლოდ ერთი კაბაა
პოკაჰონტასი ერთადერთი პრინცესაა, რომელიც მთელი მულტფილმის განმავლობაში ერთსა და იმავე ტანსაცმელს ატარებს.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

ჟასმინი პირველი არაევროპული გარეგნობის მქონე პრინცესაა
1992 წლამდე Disney-ს პრინცესების სიაში მხოლოდ ევროპელი გოგონები შედიოდნენ. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ეკრანზე ჟასმინი გამოჩნდა. ანიმაციამ მისი მონაწილეობით რამდენიმე "ოსკარი" აიღო, ხოლო მგრძნობიარე ლამაზმანმა მომენტალურად მოიპოვა მაყურებლების სიმპათია. ჟასმინს შემდეგ წარმოშობით ჩინელი მულანი, შავკანიანი ტიანა და სხვები მოჰყვნენ.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

ტიანა ერთადერთი პრინცესაა, რომელმაც იცის, თუ რა არის მუშაობა
Disney-ს პრინცესებს შორის ტიანა პირველი და ერთადერთი იყო, რომელიც კარიერული ზრდით იყო დაინტერესებული - მხოლოდ მან იცის, რას ნიშნავს სამსახურში სიარული და ფულის გამომუშავება. სანამ სხვა პრინცესები თავიანთი ზღაპრული ცხოვრებით ცხოვრობენ, ტიანა მთელი ძალით ცდილბოს რეალურ ცხოვრებაში თვითრეალიზებას.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

არიელს შვილები ჰყავს
მაყურებლები აღფრთოვანებით უყურებენ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები მათ საყვარელ ანიმაციებში, თუმცა ზოგჯერ ვერც კი ხვდებიან, რომ საკულტო სურათებს გაგრძელებები აქვთ. სიქველებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ უშვებენ, ამიტომაც თაყვანისმცემლებმა შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ მულანის და გენერალ ლი შანგის სიყვარულს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია, ხოლო არიელის და ერიკის შვილმა დედის გზა გაიმეორა და ბოროტი ჯადოქრის ტყვედ იქცა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, როგორც ეს ზღაპრებში ხდება.

13 საინტერესო ფაქტი Disney-ს პრინცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ დაკვირვებულმა მაყურებლებმა შეამჩნიეს

Disney-ს პრინცესები ისე იქცევიან, თითქოს ერთმანეთს არ იცნობენ
Disney-ს თითოეული პრინცესა საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც გოგონები ერთად იკრიბებიან, მაგალითად რომელიმე სურათზე, მათი მზერა არ იკვეთება, თითქოს ერთმანეთის არსებობის შესახებ არც კი ეჭვობენ. ითვლება, რომ ეს სპეციალურადაა გაკეთებული, რომ მათი სამყაროები ერთმანეთში არ აირიოს.
ნახეთ: როგორები იქნებოდნენ Disney-ს მშვენიერი პრინცესები 2021 წელს
ერთხელ ახალგაზრდა ბრაზილიელი მხატვარი ისააკ არეასი დაინტერესედა, თუ როგორები იქნებოდნენ Disney-ს პრინცესები,
ნახეთ: როგორები იქნებოდნენ Disney-ს პრინცესები ისინი დღეს რომ დაეხატათ
იზაბელ სტაუბი - პენსილვანიელი მხატვარი, რომელმაც Disney-ს პრინცესები ხელახლა ისე დახატა თითქოს მათ შესახებ გადაღებული
როგორები იქნებოდნენ Disney-ს პრინცესები თანამედროვე მსოფლიოში, რომ დაბადებულიყვნენ? (ნაწილი II)
რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავდეთ პოსტი იმის შესახებ თუ როგორები წარმოედგინა 29 წლის მხატვარ იუდელმის სან ემეტერიოს
როგორები იქნებოდნენ Disney-ს პრინცესები თანამედროვე მსოფლიოში, რომ დაბადებულიყვნენ?
29 წლის მხატვრის - იუდელმის სან ემეტერიოს ვიდეო TikTok-ში ძალიან პოპულარული გახდა. რგოლში მან გვაჩვენა, თუ როგორ
#NotMyAriel: არიელის როლზე შავკანიანი მსახიობის აყვანას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოყვა
ერთი კვირის წინ Disney-მ გამოაცხადა, რომ ჰოლი ბეილი 1989 წლის ანიმაციური ფილმის რიმეიქში ქალთევზას როლს შეასრულებს.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება