
10 მსახიობი, რომელმაც მაყურებელს თავი მხოლოდ ერთი როლით დაამახსოვრა
31.01.2022
3 056

ელაიჯა ვუდი - ფროდო
ტრილოგიის წარმატების შემდეგ ელაიჯა ვუდის კარიერა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა - ის დღემდე მონაწილეობს კინო და სატელევიზიო პროექტებში, მაგრამ ფროდო ბეგინსის როლისგან დისტანცირებისთვის არაფერი არ გაუკეთებია.

დენიელ რედკლიფი - ჰარი პოტერი
რედკლიფმა ძალიან სცადა და კვლავ ცდილობს, რომ თავისი მთავარი როლისგან შორს წავიდეს, მაგრამ სათვალეებიანი ბიჭი ერთადერთი პერსონაჟია, რომელთანაც მაყურებელი მას ასოცირებს.

მაკოლეი კალკინი - კევინ მაკალისტერი
კევინის და მოუხელთებელი მძარცველების დაპირისპირების შესახებ გადაღებულმა კომედიამ 90-იან წლებში მსოფლიო კინოგაქირავებაში 850 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამის შემდეგ კალკინმა რამდენიმე წარუმატებელ პროექტში მიიღო მონაწილეობა და დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრა. ახლა მსახიობი თავისი კარიერის რეაბილიტრებას ცდილობს, ხშირად ჩნდება სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში.

მარკ ჰემილი - ლიუკ სკაიუოკერი
ჰოლივუდში კარიერის აწყობას მარკ ჰემილმა ბროდვეი ამჯობინა, სადაც ბევრს შრომობდა. მარკს ალბათ ეს არ უნდა ადარდებდეს, რადგან მას ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არაფერი აიძულებდა.

მეთ ლებლანი, მეთიუ პერი, ლიზა კუდროუ, დევიდ შვიმერი - ჯოუი, ჩენდლერი, ფიბი, როსი
1990-იანების ერთ-ერთმა მთავარმა სატელევიზიო პროექტმა მთავარი როლების შემსრულებლები ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, რომლიდანაც ჩამოვარდნა მტკივნეული იყო. "მეგობრები" 15 წლის წინ დასრულდა, მაგრამ მეთ ლებლანის, მეთიუ პერის, დევიდ შვიმერის და ლიზა კუდროუს კარიერა მას შემდეგ სტაბილურად დაღმართი გზით წავიდა, რასაც ვერ ვიტყვით კორტნი კოქსზე და ჯენიფერ ანისთონზე - პირველმა მაყურებელს თავი "კივილით" და "მტაცებელთა ქალაქით" დაამახსოვრა, ხოლო მეორეს კი არაერთი საინტერესო კინო და ტელეპროექტი ჰქონდა კარიერაში და ისეთ ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა, როგორებიცაა ჯიმ კერი, სეთ როგანი, ენტონი მაკი, რიზ უიზერსპუნი და ა.შ.

ნივ კემპბელი - სიდნი პრესკოტი
"კივილი" ვახსენეთ და აქვე აუცილებლად უნდა გავისხენოთ ფრენჩაიზში მთავარი როლის შემსრულებელი - ნივ კემპბელი, რომელმაც მაყურებლებს თავი მხოლოდ სიდნი პრესკოტის განსახიერებით დაამახსოვრა.

ჰიუ ლორი - ექიმი ჰაუსი
გენიალურ ჰიუ ლორის არაერთ საინტერესო ფილმში თუ ტელესერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის "სტიუარტ ლითლში", "პიტერის მეგობრებში", "ღამის ადმინისტრატორში", ჯეინ ოსტონის რომანის მიხედვით გადაღებულ "გრძნობა და გონებაში", თუმცა ვერაფერი შეედრება ექიმი ჰაუსის როლს. ლორიმ დიაგნოსტ-მიზანტროპის როლი ისე დასამახსოვრებლად შეასრულა, რომ დღეს მაყურებელი მისი სახელის ასოცირებას ავტომატურად მხოლოდ ამ პერსონაჟთან ახდენს.

აიშვარია რაის შემდეგ პრიანკა ჩოპრა ალბათ ყველაზე ცნობილი ინდოელი მსახიობია, რომელმაც ჰოლივუდში დიდ წარმატებას მიაღწია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტუდია Warner Bros.-ი ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ სერიალის გადაღებას

"ტერმინატორის" ბოლო ფილმებმა მაყურებლები მხოლოდ იმედგაცრუებული დატოვეს, ამიტომაც როგორც ჩანს არნოლდ შვარცნეგერმა

Indie Wire-თან ინტერვიუში ელაიჯა ვუდმა მოყვა, რომ მზადაა "ბეჭდების მბრძანებლის" სერიალისთვის ფროდოს როლი კიდევ ერთხელ