14 ფილმი ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის შესახებ

14 ფილმი ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის შესახებ

25.01.2022 4 206
"გადარჩენილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მონადირის ჰიუ გლასის ისტორიას, ამჟამინდელ დაკოტას ტერიტორიაზე ნადირობისას მას თავს დათვი დაესხმება, თანამგზავრები კი ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს დატოვებენ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჰიუ გლასი გადარჩება და დაიწყებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებმაც მას უღალატეს.


"დღე ხვალის შემდეგ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაძლიერებულმა სათბურის ეფექტმა და გლობალურმა დათბობამ დედამიწაზე ახალი გამყინვარების პერიოდის დადგომა გამოიწვია. ინდოეთის ტერიტორია თოვლიანმა ქარბუქმა დაფარა. იაპონიაში სახლები სეტყვამ დაანგრია. ლოს-ანჟელესი ტორნადომ გაანადგურა. მანჰეტენის ცათამბჯენები ყინულით აღმოჩნდა დაფარული.


"გაყინულები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდები მაიკი და ემა თავიანთი ურთიერთობების დასალაგებლად მიდიან მთაში, ტურისტებისგან თავისუფალ ადგილას. დანიშნულების ადგილზე მისვლისას ისინი ხვდებიან, რომ ერთადერთი და თან იშვიათად ვისაც შეიძლება აქ გადაეყარო არის მონადირე. ისინი ავტომობილს აჩერებენ და გზას განაგძობენ, მანქანა მალე ფუჭდება და მთავარი თავგადასავალი იწყება...


"სისხლიანი ნაპირი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
უკიდეგანო ოკეანე, მიტოვებული პლიაჟი და სასურველი გარემო კარგი ტალღის ძებნისას, სერფინგის მოყვარულთათვის. ერთი შეხედვით არანაირი საფრთხე არ ჩანს უმშვენიერესი სერფინგის მოყვარული მარტოხელა ქალისთვის. მხოლოდ ზვიგენთან შეხვედრა არანაირად არ იყო გათვალისწნებული. ეს ულამაზესი და მშვენიერი სპორტსმენი ქალბატონი იძულებული გახდა გასულიყო მეჩეჩზე ამ საშინელი ზვიგენის გამო, რომელიც აუჩქარებლად ელოდება მანამ, სანამ არ მიიღებს იმას რაც უნდა.


"მარსელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.


"გარიყული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საფოსტო სამსახურის ინსპექტორი ჩაკ ნოლანი ავიაკატასტროფაში ერთადერთი გადარჩენილია. ის უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა.


"გრავიტაცია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დოქტორი რაიან სტოუნი პირველადაა კოსმოსურ შატლზე, მასთან ერთად ხომალდზე იმყოფება ვეტერანი ასტრონავტი მეტ კოვალსკი, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ფრენაა პენსიაზე გასვლის წინ.


"შიმშილის თამაშები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი წარმოადგენს სიუზენ კოლინზის მსოფლიო ბესტსელერის პირველი ნაწილის ეკრანიზაციას. შიმშილისგან და ომისგან მთელს პლანეტაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაღა დარჩა და მას პანემი უწოდეს. პანემი შედგება დედაქალაქისგან, რომელსაც კაპიტოლიუმი ჰქვია და 12 რაიონისგან. ყოველ წელს თითოეული რაიონიდან ლატარიის პრინციპით ირჩევენ ორ წარმომადგენელს, რომლებიც შიმშილის თამაშებში იღებენ მონაწილეობას და მათგან ცოცხალი მხოლოდ ერთი ბრუნდება. თამაში მთელს პანემში გადაიცემა, მოქალაქეები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვალდებულნი არიან, რომ უყურონ თუ როგორ ცდილობენ მოთამაშეები თამაშიდან ერთმანეთის გამოთიშვას. 16 წლის ქეთნისის უმცროსი და აირჩიეს თამაშში მონაწილედ, თუმცა ქეთნისი მის მაგივრად გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას. მას და ქალაქიდან არჩეულ კიდევ ერთ მონაწილეს – ხაბაზის შვილს, პიტას მოუწევთ დაუპირისპირდნენ უფრო დიდ და უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც ამ დღისთვის მთელი ცხოვრება ამზადებდნენ.


"კონ-ტიკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნორვეგიული ისტორიული ფილმი, ეძღვნება 1947 წლის კონ-ტიკის ექსპედიციას, რომელსაც ტორ ჰეიერდალი ხელმძღვანელობდა.


"ტიტანიკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რეალური ფაქტების მიხედვით გადაღებული ჯეიმს კამერონის ფილმი ორი შეყვარებულის - როზას და ჯეკის ბედისწერის შესახებ გვიყვება, რომლებიც 1912 წელს გიგანტური საკრუიზო ლაინერის, "ტიტანიკის" ბორტზე აღმოჩნდნენ. აისბერგთან შეჯახების შემდეგ 1492 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 712-მა კი გადარჩენა შეძლო.


"ჰორიზონტთან ახლოს" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მათი მოულოდნელი შეხვედრა ტაიტიზე გახდა დიდი სიყვარულის დასაწყისი. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით. ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან. ამ წუთიდან არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.


"ევერესტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.


"მსოფლიო ომი Z" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაეროს წარმომადგენელი ჯერი ლეინი ცდილობს მოძებნოს ანტივირუსი, რომელმაც კაცობრიობა საშინელი აღსასრულისგან უნდა იხსნას.


"6 ფუტის სიღრმეზე: მთის სასწაული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრწყინვალე სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ერიკ ლემარკი, ჰოკეის ოლიმპიური მსოფლიო ჩემპიონი, ვეღარ ცხოვრობს ადრენალინის გარეშე…
9 საუკეთესო ფილმი გიგანტური მონსტრების შესახებ
ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს, თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე
12 ყველაზე საინტერესო ფილმი თაღლითების შესახებ
ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტებისა და FBI-ს სპეციალური აგენტების კატა-თაგვობანას თამაშის ისტორიას,
12 თანამედროვე ფილმი, რომელმაც საკულტო სტატუსი უკვე მოიპოვა
კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს
11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი
ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე, - ერთ ევროპულ ოჯახზე.ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო
ფილმი "ახალი მუტანტები" სიცოცხლის ნიშნებს იძლევა. ეს ფილმი "იქს-ადამიანების" სერიის სპინ-ოფი უნდა ყოფილიყო, თუმცა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება