13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

24.01.2022 36 434
13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

კრის ევანსი
კრის ევანსის სამსახიობო კარიერა საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმით, "ბიოლოგიური მრავალფეროვნება: ველური ცხოვრება" დაიწყო, რომელიც 1997 წელს გამოვიდა. ფილმში ის სკოლის მოსწავლის როლს ასრულებს, რომელიც სამეცნიერო კონკურსში ღებულობს მონაწილეობას. მთავარი პრიზი 1 000 დოლარია.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ანია ტეილორ-ჯოი
ანია ტეილორ-ჯოის ეკრანული დებიუტი 2014 წელს ფილმით, "ვამპირების აკადემია" უნდა შემდგარიყო, თუმცა სცენა მისი მონაწილეობით ამოჭრეს. საბედნიეროდ იმავე წელს მან პატარა როლი შეასრულა ბრიტანულ დეტექტიურ სერიალში, "ინდევორი".

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ჰენრი კევილი
2001 წელს ეკრანებზე თრილერი, "ლაგუნა" გამოვიდა. მასში დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევს, რომ მთავარ გმირს ჰენრი კევილი ასრულებს.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

გალ გადოტი
ებრაელი მსახიობის პირველი ნამუშევარი სერიალი, "თოჯინები" იყო, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ გადოტმა "ფორსაჟი 4-ში" მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ანტონიო ბანდერასი
ანტონიო ბანდერასის დებიუტი დიდ ეკრანზე 1982 წელს შედგა - პედრო ალმოდოვარმა ის თავის ფილმში, "ვნებათა ლაბირინთი" მიიწვია.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

დენიელ რედკლიფი
სანამ რედკლიფი ჰარი პოტერის როლს შეასრულებდა, ორი წლით ადრე მსახიობმა ჩარლზ დიკენსის რომანის, "დევიდ კოპერფილდის" ტელეადაპტაციაში მიიღო მონაწილეობა.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

რაიან რეინოლდსი
რაიან რეინოლდსის კარიერა ბილი სიმონსის როლით დაიწყო, რომელიც მან კანადურ ახალგაზრდულ საპნის ოპერაში, "ჰილსაიდში" შეასრულა.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ნიკოლ ქიდმანი
ნიკოლ ქიდმანის პირველი ფილმი 1982 წელს გამოვიდა. 15 წლის მსახიობმა საშობაო ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომლის სიუჟეტი ღარიბი ოჯახის გარშემო ვითარდება.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ტომ ჰიდლსტონი
ლოკის როლის შემსრულებელმა თავისი სადებიუტო როლი ტელეფილმში, "ნიკოლას ნიკლბის ცხოვრება და თავგადასავლები" შეასრულა.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ედი რედმეინი
ინგლისელი მსახიობის კინოკარიერა ფილმით, "მხეცების კიდობანით" დაიწყო, რომელიც ამავესახელწოდების საბავშვო წიგნების სერიას ეფუძნება.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

ჰოლი ბერი
ჰოლი ბერის პირველი პროექტი სერიალი "ცოცხალი თოჯინები" იყო, რომელშიც მან ემილი ფრანკლინის როლი შეასრულა.

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

მარკ უოლბერგი
მარკ უოლბერგის კინოკარიერა 1993 წელს დაიწყო. მან ეპიზოდური როლი შეასრულა ტელეფილმში, "შეცვლა".

13 მსახიობი, რომლის პირველი როლი არავის ახსოვს, გარდა ინტერნეტისა

მეგან ფოქსი
2001 წელს მეგან ფოქსმა ფილმში, "მზიანი არდადეგები" საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენების მქონე ლამაზმანის როლი შეასრულა, რომელიც სიუჟეტის მიხედვით დებ ოლსენების ატერორებდა. ეს იყო მისი კინოდებიუტი.
როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი საყვარელი ჰოლივუდელი ვარსკვლავები, როდესაც მათ ჯერ არავინ იცნობდა
მსოფლიო კინემატოგრაფიის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მსახიობები ოდესღაც პატარა კარიერულ ნაბიჯებს დგამდნენ.
Netflix-მა მინი-სერიალ "დედოფლის გამბიტის" პირველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. პროექტში მთავარ როლს "ემმას" ვარსკვლავი ანია
ჯეინ ოსტინის რომანის ეკრანიზაციის -
ინტერნეტში კომედიური დრამა "ემმას" სადებიუტო თრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს.
ავიაკომპანიებმა ოლივია უაილდის პირველი ფილმიდან ინტიმური LGBT-სცენა ამოჭრეს
მიმდინარე წელს მსახიობ ოლივია უაილდის სარეჟისორო დებიუტი შედგა. მან ფილმი "განათლება" გადაიღო, რომელიც კრიტიკოსებისგან
ქარდი ბი
2019 წელს რეპერ ქარდი ბის დიდ ეკრანზე უკვე ჰქონდა დებიუტი, თუმცა ის ამაზე არ გაჩერდა და "ფორსაჟი 9-ს" სამსახიობო
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება