13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

12.10.2021 51 508
13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"მოხუცების ადგილი აქ არ არის" / "დაქორწინებული ბავშვებთან ერთად"

ერთი გაზეთი უკვე 50 წელია სხვადასხვა ჰოლივუდურ ფილმში ჩნდება, მაგალითად ის შეიძლება შეამჩნიოთ 1987 წელს გამოსულ სერიალში სახელწოდებით "დაქორწინებული ბავშვებთან ერთად" და 2007 წლის დრამაში "მოხუცების ადგილი აქ არ არის".

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს


"ნათლიაში", დონ კორლეონეს ქორწილის სცენებში მონაწილეობას ნამდვილი განგსტერები და მათი ნათესავები ღებულობდნენ. ეს იყო პირველი ფილმი, რომელიც დეტალურად აჩვენებდა მაფიოზური კლანების შიდა სამზარეულობს, ეს იყო მიზეზი, თუ რატომ სურდა ბევრს მის გადაღებებში მონაწილეობის მიღება.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"კრავთა დუმილი"

ენტონი ჰოპკინსს "კრავთა დუმილში" სულ რაღაც 16 წუთის განმავლობაში ვხედავთ. გავრცელებული აზრის მიუხედავად გეტყვით, რომ ჰანიბალ ლექტერი თვალებს ახამხამებს.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"ეშმაკის ადვოკატი"

კრივის მატჩი, რომელსაც ფილმის მთავარი გმირები უყურებენ ნამდვილია. 1996 წლის 4 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ნიუ-იორკში ერთმანეთს როი ჯონს-უმცროსი და ბრაიანტ ბრენონი უპირისპირდებოდნენ. ჯონსმა ბრენონი მეორე რაუნდში დაამარცხა.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"პოლიციის აკადემია"

"პოლიციის აკადემიის" გამოსვლის შემდეგ სახელი ტეკლბერი ტერმინად იქცა. დღეს აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებში "ტეკლბერის" ისეთ თანამშრომლებს უწოდებენ, რომლებსაც სროლებში მონაწილეობის მიღება უყვართ და ნებისმიერ შესაფერის მომენტში მზად არიან იარაღი გამოიყენონ.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს


როგორც სერიალის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა დათვალა, 10 სეზონის განმავლობაში ჯოუიმ ჩენდლერისგან 119 760 დოლარი ისესხა.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"ნათება" / "სათამაშოების ისტორია"

მულტფილმში, "სათამაშოების ისტორია" ზუსტად ისეთივე ხალიჩაა გამოყენებული, როგორიც სასტუმრო "ოვერლუქის" ერთ-ერთ დერეფანში, რომელშიც ჯეკ ნიკოლსონის გმირი ცოლის და შვილის მოკვლას ცდილობს.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"კრავთა დუმილი"

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ "კრავთა დუმილის" მთავარ პოსტერზე პეპელა და თავისქალაა დახატული, მაგრამ ცოტამ თუ შეამჩნია, რომ თავისქალა სინამდვილეში მინიმუმ სამი გოგონას შიშველი სხეულისგან შედგება.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს


როუზის პოპულარული პორტრეტი "ტიტანიკში" არა ლეონარდი დი კაპრიომ, არამედ რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა დახატა და კადრშიც სწორედ მის ხელს ვხედავთ.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"კივილი"

ცნობილ სლეშერს, "კივილს" ეს სახელი ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატის საპატივცემულოდ დაარქვეს. ამის გარდა ნიღაბი, რომელიც მკვლელს უკეთია ფაქტობრივად მხატვრის მიერ შექმნილი ნაწარმოებიდან არის გადმოხატული.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს


ფილმის მასიურ სცენებში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნამდვილი პაციენტები ღებულობდნენ მონაწილეობას.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს

"ტერმინატორი 2"

მსახიობ ლინდა ჰამილტონს, რომელიც "ტერმინატორის" საგაში სარა კონორის როლს ასრულებს, ტყუპი და, ლესლი ჰყავდა. სცენაში, როდესაც T1000 სარას ემსგავსება, ორეულის როლს ლესლი ასრულებს. "ტერმინატორი 2-ის" სრულ ვერსიაში არის სარკის სცენები, რომელშიც მონაწილეობას ლესლი ღებულობს.

13 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომელიც ნებისმიერ კინომანს გააკვირვებს


კეისში მარსელას უოლესის სული არ იდო.
10 გასაოცარი ფაქტი ჩვენი საყვარელი ფილმების და ანიმაციების შესახებ
"ტიტანიკში" ნახევრად შიშველ ქეით უინსლეტს რეჟისორი ჯეიმს კემერონი ხატავს და კადრშიც სწორედ მისი ხელი ხვდება. როგორც
10 ფილმი, რომლებშიც ბოროტმოქმედები იმარჯვებენ
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სულით და გულით სკეპტიკოსი ხართ და თვლით, რომ სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება საბავშვო ზღაპრებია,
ტელეარხმა CBS-მა სერიალ "კლარისას" სადებიუტო თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. ტელეპროექტი ფილმ "კრავთა დუმილის" გაგრძელებას
სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა
სკარლეტ იოჰანსონი შოუ Saturday Night Live-ის სცენარისტზე - კოლინ ჟოსტზე დაქორწინდა. ქორწინების ცერემონია, რომელსაც
პორტალ ComicBook-ის ინფორმაციით "ადამიანი-ობობა 3-ის" გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და გადასაღებ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება