8 მსახიობი, რომლის კარიერა ერთმა წარუმატებელმა როლმა დაანგრია

8 მსახიობი, რომლის კარიერა ერთმა წარუმატებელმა როლმა დაანგრია

08.10.2021 135 707

გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველას ეგონა, რომ ფრედი პრინც უმცროსი კინოთეატრების ეკრანებზე მრავალი წლის განმავლობაში იბრწყინებდა. "მე ვიცი რაც ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს", და "ეს სულ ისაა" არ იყვნენ შედევრები, მაგრამ მაყურებლებს ეს ფილმები უყვარდათ, ისევე როგორც ფრედი. 2000-იანებში ყველაფერი შეიცვალა. 2002 წელს მსახიობმა მონაწილეობა პოპულარული ანიმაციის, "სკუბი-დუს"ეკრანიზაციაში მიიღო. ამ მასშტაბის ბლოკბასტერში მონაწილეობას თავისი პლუსები აქვს, მაგალითად დიდი ჰონორარი, თუმცა ფრედის ამ გადაწყვეტილებას მისთვის ცუდი შედეგები მოჰყვა. ორივე კინოსურთმა კრიტიკოსების მხრიდან ნეგატიური შეფასებები მიიღო და არც მაყურებლებს მოეწონათ ისინი. "სკუბი-დუს" შემდეგ პრინც-უმცროსმა რამდენიმე კინოფილმში და სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძველი დიდება ვერ დაიბრუნა.



"ბინდის" საგაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ყველა მსახიობი თავის გზით წავიდა. რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი თავიანთ მომავალს დამოუკიდებელ კინოში იშენებდნენ, ხოლო ტეილორ ლოტნერი კი მაღალბიუჯეტურ ფილმებში ცდილობდა სახელის მოხვეჭას. ექშენი "დევნა" მსახიობის პირველი მცდელობა იყო, რომ მსოფლიოსთვის თავი შეეხსენებინა, მაგრამ ფილმი ჰიტად ნამდვილად ვერ იქცა, ვერც ლოტნერი იქცა ექშენების ვარსკვლავად. "დევნიდან" რამდენიმე წლის შემდეგ მსახიობი "თანაკლასელები 2-ში" გამოჩნდა, რომლის შემდეგაც მაყურებლებმა და ჰოლივუდმა მას ზურგი აქციეს. 2016 წლის შემდეგ მას არცერთ ფილმში არ მიუღია მონაწილეობა, ბოლო პროექტი "ტალღაზე სრიალი" იყო, რომელსაც ძალიან ცუდი შეფასებები აქვს.


ჯინა დევისი - "თავზეხელაღებულთა კუნძული"

ჯინა დევისი - მსახიობი, რომელმაც კინოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელ ფილმში, "თავზეხელაღებულთა კუნძულში" მიიღო მონაწილეობა. მასში დევისი ქალი მეკობრის როლს ასრლებს, რომელიც განძით სავსე სკივრს ეძებს. 98 მილიონად გადაღებულმა ფილმმა შემქმნელებს მხოლოდ 10 მილიონი დოლარი მოუტანა და ეს ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც მსახიობთან მსხვილი ჰოლივუდური კინოსტუდიები დიდიხნის განმავლობაში აღარ თანამშრომლობდნენ. დევისი უმუშევრად მაინც არ იჯდა, მან რამდენიმე კარგ სატელევიზიო პროექტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის "გრეის ანატომიაში" და "უილი და გრეისში".


მაიკ მაიერსი - "სექს-გურუ"

"უეინის სამყაროს" და "ოსტინ ფაუერსის" გამოსვლის შემდეგ მაიკ მაიერსი ბევრისთვის საყვარელ კომიკოსად იქცა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მაყურებლებმა მას პირველი წარუმატებელი პროექტში, "კატაში" მონაწილეობა მიუტევეს. ერთი წარუმატებელი პროექტი, ვის არ მოსვლია? მაიკისთვის სამწუხაროდ "კატას" კინოსურათი "სექს-გურუ" მოჰყვა, რომელმაც ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო - ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ფილმის სცენარი მაიკმა დაწერა. "სექს-გურუმ" სამი ოქროს ჟოლო მოიგო ყველაზე ცუდი სცენარისთვის, კაცის ყველაზე ცუდი როლისთვის და წლის ყველაზე ცუდი ფილმისთვის.



პოლ ვერხოვენის სკანდალურმა ეროტიკულმა დრამამ, "შოუს გოგონებმა" დამწყები ჰოლივუდელი მსახიობის, ელიზაბეტ ბერკლის კარიერას წერტილი დაუსვა. შიშველი სცენების, უცენზურო ლექსიკის და არაერთგვაროვანი კონტენტის გამო "შოუს გოგონები" მაყურებლებმა ნეგატიურად მიიღეს, რასაც "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოებაზე ცამეტი ნომინაცია მოჰყვა. ასეთი დიდი კრახის შემდეგ ბერკლის შანსიც კი არავინ მისცა, რომ თავის შესახებ განეცხადებინა. აღსანიშნავია, რომ "შოუს გოგონები" დროთა განმავლობაში საკულტოდ იქცა, ხოლო პოლ ვერხოვენმა კი მაურებლების თვალში რეაბილიტირება მოახერხა.


ჯინ ჰეკმენი - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მუუზპორტში"

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ დაასრულა ისეთმა საპატივცემულო მსახიობმა, როგორიც ჯინ ჰეკმანია კარიერა 2004 წელს. არაა გამორიცხული, რომ ამის მიზეზი სატირული კომედიის, "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მუუზპორტშის" გრანდიოზული წარუმატებლობა იყო, რომელშიც ჰეკმენმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი განასახიერა. ცნობილია, რომ მას ამ ფილმის რეკლამირებაში არ მიუღია და მის პრემიერაზეც არ მისულა. როგორც ჩანს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მუუზპორტში" არ მოეწონათ არამხოლოდ მაყურებლებს, არამედ თვითონ მსახიობსაც. 2004 წლის შემდეგ ჰეკმენი დიდ ეკრანებზე არ გამოჩენილა.



1990-იან წლებში მეგ რაიანი რომანტიკული კომედიების ნამდვილ დედოფლად მიიჩნეოდა, თუცმა 2000-იანების დასაწყისში მის სამსახიობო კარიერას დიდი ზიანი მიადგა. ფილმზე, "ცხოვრების მტკიცებულებაზე" მუშაობისას რაიანსა და რასელ ქროუს შორის სამსახურეობრივი რომანი დაიწყო, რამაც რაიანის და დენის ქუეიდის ქორწინება დაანრგია. ფილმი აუდიტორიამ ცივად მიიღო, ხოლო სკანდალმა კი მსახიობის რეპუტაცია შეარყია. ცეცხლს ნავთი ფილმის რეჟისორმა, ტეილორ ჰაკფორდმა დაასხა, რომელმაც მისი პროექტის წარუმატებლობაში წყვილი დაადანაშაულა. ამ სიტუაციის კომენტირებისას მეგ რაიანმა აღიარა, რომ მას "ჰოლივუდმა ზურგი აქცია", ხოლო საკუთარი თავი კი "ბოროტმოქმედად" პირველად იგრძნო.



2009 წელს მსოფლიომ საკულტო ანიმეების რამდენიმე წარუმატებელი ეკრანიზაცია იხილა და ერთ-ერთი მათგანი "დრაკონის მარგალიტი: ევოლუცია" იყო. აღსანიშნავია, რომ ამავესახელწოდების სერიალი ამერიკაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და დროთა განმავლობაში თაყვანისმცემლების დიდი არმიაც შეიძინა. მთავარ როლზე სტუდია Fox-მა ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი ჯასტინ ჩეტვინი აიყვანა, რომელსაც სტივენ სპილბერგის "სამყაროთა ომების" შემდეგ მსოფლიო დიდებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა. სამწუხაროდ, საოცრება არ მოხდა. ანიმეს თაყვანისმცემლებს მისი გოკუ შესძულდათ - ბევრს არ მოეწონა, რომ სტუდიამ მთავარ როლზე აზიატი მსახიობი არ აიყვანა. მას შემდეგ ჯასტინი დიდ ეკრანზე აღარც ჩნდება, თუმცა მისი ნახვა "უსირცხვილოების" ამერიკულ ვერსიაში შეგიძლიათ.
სკუბი-დუს ერთ-ერთი ავტორი გარდაიცვალა
87 წლის ასაკში ანიმატორი ჯო რუბი გარდაიცვალა, რომელიც საკულტო პერსონაჟ სკუბი-დუს ავტორია. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის
პროდიუსერმა ტონი ჩერვონემ თქვა, რომ 2010 წლის მულტსერიალ "სკუბი-დუ: მისტიკური კორპორაციაში" ველმა ლესბოსელია. მისი
ფრედი ჯეისონის წინააღმდეგ: მეორე რაუნდი
უეს კრეივენის სიკვდილის შემდეგ ფრენჩაიზ "კოშმარი თელების ქუჩაზეს" ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ მალე ყველაფერი
საკულტო ჰორორი
სტრიმინგ-სერვისი Amazon საკულტო სლეშერის - "მე ვიცი, რაც ჩაიდინეთ თქვენ გასულ ზაფხულს"-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს.
ფრედი ძალიან მალე დაბრუნდება
ფრედი კრიუგერი ბოლოს დიდ ეკრანს 2010 წელს ეწვია, მაგრამ სამუელ ბაიერის ფილმი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 35
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება