8 შემთხვევა, როდესაც მაყურებელთა გამო მსახიობებს როლებზე კინაღამ უარის თქმა მოუწიათ

8 შემთხვევა, როდესაც მაყურებელთა გამო მსახიობებს როლებზე კინაღამ უარის თქმა მოუწიათ

06.10.2021 9 792

"პიტერ პენის" ერთ-ერთ ბოლო ეკრანიზაციაში რუნი მარას ინდიელი პრინცესის როლზე აყვანა განხილვის საგანი გახდა. 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლის ავტორებიც Warner Bros.-ისგან მოითხოვდნენ, რომ უაით-უოშინგი შეეწყვიტა. პროდიუსერებმა კინომანების აზრი არ გაითვალისწინეს. ფილმი არც თუ ისე წარმატებული იყო, ხოლო მარამ კი განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას ნანობს.



ბრედ პიტის მონაწილეობას ძმებ კოენების ფილმში, "წაკითხვისთანავე დაწვით" კინომანების მხრიდან თავის დროზე დიდი აურზაური მოჰვა. ბევრს ეგონა, რომ ის არ ესადაგებოდა როლს, ისინი პიტში კომიკოსს ვერ ხედავდნენ. კინოსურათის გამოსვლის შემდეგ მაყურებლები დარწმუნდნენ, რომ კოენები არ შეცდნენ - პიტის პერსონაჟმა ფაქტობრივად ფილმი "მოიპარა".



2005 წელს პროდიუსერებმა მაიკლ უილსონმა და ბარბარა ბროკოლიმ განაცხადეს, რომ ახალი ჯეიმს ბონდი დენიელ ქრეიგი გახდა. საშუალო სიმაღლის და ღია ფერის თმიანი მსახიობი კანონიკური სუპერაგენტის როლს არ უხდებოდა. საკულტო ფრენჩაიზის თაყვანისმცემლებმა გადაწყვეტილება მაშინვე გააპროტესტეს. პირს ბროსნანმა, რომელიც ბონდს მანამდე თამაშობდა, ქრეიგს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ ვერც ამან გაჭრა. სოციალურ ქსელებში ქრეიგს სასტიკად აკრიტიკებდნენ. საბედნიეროდ, "კაზინო "როიალის"" გამოსვლის შემდეგ ყველასათვის გასაგები გახდა, რომ მსახიობი 007-ის როლზე არა გარეგნობის, არამედ ნიჭის გამო აიყვანეს. დღეს დენიელ ქრეიგი ბევრისთვის საუკეთესო ბონდადაც კი ითვლება.


კიანუ რივზი - "სიჩქარე"

ახლა ამის დაჯერება რთულია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით ფილმში, "სიჩქარე" კიანუ რივზის ნაცვლად პროდიუსერებს სხვა მსახიობი უნდა აეყვანათ. კიანუ "ტალღის ქიმზეს" გამოსვლის შემდეგ თავის მხრივ უკვე პოპულარული იყო და სერიოზულ როლებს ეძებდა. ფრენსის ფორდ კოპოლას "დრაკულაში" მონაწილეობამ მას დიდი წარმატება ვერ მოუტანა და ეს ფილმი მას თვითონაც არ მოსწონდა, ასევე კიანუს აღარ სურდა "ბილი და ტედის" მსგავს თრეშ-კომედიებში მონაწილეობის მიღება. საბედნიეროდ, "სიჩქარე" ის პროექტი გახდა, რომელმაც მსახიობის ბევრი პროდიუსერის თვალში რეაბილიტირება მოახერხა.


გალ გადოტი - "ქალი-საოცრება"

გალ გადოტის ქალი-საოცრების როლზე აყვანის შემდეგ, ის კომიქსების მილიონობით თაყვანისმცემელმა გააკრიტიკა. როგორც აღმოჩნდა, მათ მთავარი როლის შემსრულებლის გარეგნობა არ მოსწონდათ, ისინი თვლიდნენ, რომ გალის გარეგნობა არ შეესაბამებოდა კანონიკური დიანას გარეგნობას. ამ ყველაფრის შემდეგ მაყურებლებმა ქალი-საოცრება პირველად "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგში" იხილეს, ხოლო ცოტახანში კი პერსონაჟის სოლო-ფილმიც გამოვიდა. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი თაყვანისმცემლებიც კი იძლებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ გალმა დიანას როლი უბადლოდ შეასრულა.


მაიკლ კიტონი - "ბეტმენი"

DC კომიქსების ეკრანიზაციების თემის გასაგრძელებლად ისტორია გვინდა გავიხსენოთ, რომელიც ტიმ ბერტონის "ბეტმენის" გადაღებების დროს მოხდა. ბრიუს უეინის როლზე მაიკლ კიტონი იყო აყვანილი, რომელიც ბიტლჯუსის როლით იყო ცნობილი. კიტონის სამსახიობო ნიჭის მიმართ კითხვები არავის ჰქონდა, თუმცა კომიქსების თაყვანისმცემლებს ბნელი რაინდის როლზე არ სურდათ ისეთი მსახიობის ხილვა, რომელიც კომედიური როლით იყო პოპულარული. სტუდია Warner Bros.-ში წერილები მიდიოდა, რომლის ავტორები კინოკომპანიას ქასტის გადახედვისკენ მოუწოდებდნენ. საბედნიეროდ, ბერტონი არ დანებდა, ხოლო მისი "ბეტმენი" დროთა განმავლობაში საკულტოდ იქცა.


ტომ კრუზი - "ინტერვიუ ვამპირთან"

რომანის, "ინტერვიუს ვამპირთან" ავტორს, ენ რაისს ტომ კრუზის მისი ბესტსელერის ეკრანიზაციაში ხილვა კატეგორიულად არ სურდა. წიგნში ვამპირი ლესტატი აღწერილი იყო, როგორც არისტოკრატიულად ლამაზი, მაღალი, ღია ფერის თმის მქონე მამაკაცი. რაისი დარწმუნებული იყო, რომ ეს როლი რუთგერ აუერს უნდა შეესრულებინა. წიგნის თაყვანისმცემლები მას მხარს უჭერდნენ, ხოლო სტუდია კი განსხვავებულად ფიქრობდა. ფილმის ფინალური ვერსიის ნახვის შემდეგ რაისმა აზრი შეიცვალა და აღნიშნა, რომ კრუზი როლს ფანტასტიურად გაუმკლავდა. მან მსახიობს ბოდიში მოუხადა და მაყურებლები დაარწმუნა, რომ კრუზის ლესტატი უფრო კანონიკურია.



ტომ კრუზის მსგავსი შემთხვევა მოხდა კიდევ ერთი პოპულარული ეკრანიზაციის გადაღებებზე. როგორც აღმოჩნდა, ჰელენ ფილდინგის ნაწარმოების თაყვანისმცემლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ ბრიჯიტ ჯონსის როლი რენე ზელვეგერს შეესრულებინა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ამერიკელია და ბრიტანული აქცენტით ვერ საუბრობს. მეორე კი იმის გამო, რომ ზელვეგერს ფილდინგის რომანის გმირისთვის ზედმეტად კარგი ფიგურა ჰქონდა. მსახიობი პერსონაჟს მაქსიმალური სერიოზულობით მიუდგა: ის ჯერ საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა და ცდილობდა იქაური აქცენტით ელაპარაკა, ხოლო შემდეგ კი წონაშიც მოიმატა. ფანების პრეტენზიებმა აქტუალურობა მალევე დაკარგეს.
პროდიუსერებმა ბარბარა ბროკოლიმ და მაიკლ ჯ. უილსონმა "ბონდიანას" 25-ე ფილმს უყურეს და განაცხადეს, რომ ეს შესაძლებელია
ახალი
როგორც ბევრი ეჭვობდა "ჯეიმს ბონდის" ახალი ნაწილის გამოსვლა გადაიდო და მისი პრემეირა არა 19 ნოემბერს, არამედ 2021 წლის 2
რუნი მარა და ჰოაკინ ფენიქსი მშობლები გახდებიან
გამოცემა Page Six-მა გაარკვია, რომ ჰოაკინ ფენიქსი და რუნი მარა მშობლები პირველად გახდებიან. სხვადასხვა წყაროების
ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან განქორწინებას თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა
55 წლის ბრედ პიტის და 44 წლის ანჯელინა ჯოლის განქორწინების პროცესი უკვე სამ წელწადზეა მეტია გრძელდება, ამიტომაც პრესაში
შეიქმნა პეტიცია, რომ სამურავის როლი დენი დევიტომ შეასრულოს
საიტ Change.org-ზე ახალი პეტიცია გაჩნდა, რომლის ავტორებიც ითხოვენ, რომ Marvel-მა სამურავის როლის შესასრულებლად დენი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება