დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

23.09.2021 68 549
კაზინო "როიალი"

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

თავისი მეტოქეების დასაბნევად ლე შიფრი თითებით საფეთქელს ეხება. მოგვიანებით იგივე ჟესტს ვესპერ ლინდი იმეორებს, როდესაც ბონდს ატყუებს, რომ შიფრს ამერიკელები აკონტროლებენ.

რემფეიჯი

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ყოველჯერზე, როდესაც დუეინ ჯონსონი თავის სახელს ჟესტების ამერიკულ ენაზე ამბობს, სინამდვილეში მსახიობი ჟესტს აჩვენებს, რომელიც სიტყვა "rock"-ს აღნიშნავს, რაც ქართულად ითარგმნება როგორც "კლდე", ანუ მსახიობის ფსევდონიმი რეალურ ცხოვრებაში.

ნარნიას ქრონიკები

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

როდესაც თეთრი ჯადოქრის ძალა იკლებს, მისი ყინულოვანი გვირგვინი დნება და მცირდება.

მუქარა

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ფილმის დიდი ნაწილი რენსონი თეთრი შალის სვიტერს ატარებს. დიდი ალბათობით ამ დეტალით ფილმის ავტორებმა მიგვანიშნეს, რომ ის მთავარი ბოროტმოქმედია, ანუ მგელია ცხვრის ტყავში.

ჯონ ვიკი

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ფილმის პირველ და ბოლო სცენაში მოქმედება ერთსა და იმავე ადგილას, სანაპიროზე მიმდინარეობს.

კარიბის ზღვის მეკობრეები: "შავი მარგალიტის" წყევლა

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ჯეკ ბეღურას შლაპების დიდი ნაწილი რეზინისგანაა გაკეთებული. საქმე იმაშია, რომ ჯონი დეპი მათ ყოველთვის კარგავდა, ან ბორტს მიღმა აგდებდა. მას შემდეგ, რაც მან ათობით ტყავის შლაპა დაკარგა, კოსტუმების მხატვარმა ისინი რეზინისგან შექმნა, რომ ბორტსმიღმა გადაგდების შემთხვევაში ამოტივტივებულიყვნენ.

ჰარი პოტერი და ნახევარსისხლა პრინცი

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ამ სცენაში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ კორმაკ მაკლაგენი გულშემატკივრებს შორის ერთადერთია, რომელიც რონ უიზლის არ გულშემატკივრობს. ამის მიზეზი ის არის, რომ მაკლაგენის ჩემპიონატის შესარჩევებზე უიზლისთან დამარცხდა.

დედპული 2

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

მთავარ გმირს მაისური აცვია, რომელზეც კატებია გამოსახული და შემდეგი რაღაც წერია: "ოლივია და მერედიტი. საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ". ეს ორი კატა მომღერალ ტეილორ სვიფტს ეკუთვნის, რომელიც ფრენჩაიზის დიდი თაყვანისმცემელია.

ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

მისის მაპლის ქვაზე არანაირი ინფორმაცია არ არის დატანილი. ფილმში ბენჯამინი ამბობს, რომ არ ახსოვს, თუ რა ჰქვია მას ზუსტად და მის შესახებ არაფერი არ იცის.

პრინცესას დღიურები

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ვახშმის სცენაში შეიძლება დაინახოთ, რომ მია სტუმრებიდან ერთადერთია, რომელსაც ფარშირებული პომიდორი მიართვეს, რადგან წიგნების მიხედვით ის ვეგეტარიანელია.

ჯოკერი

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ინტერვიუსთვის მომზადებისას, არტურმა სასტუმრო ისე მოაწყო, რომ ის "მიურეი ფრანკლინის შოუს" დამსგავსებოდა. მან მაგიდაზე ჭიქაც კი დადგა, რომელზეც წამყვანის სახელი წერია.

Kingsman: საიდუმლო სამსახური

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდში ანგარში ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩანს, რომლის შესახებაც საკულტო ბრიტანული ჯგუფი The Beatles მღერისა.

იგი

დეტალები საკულტო ფილმებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას

რომანის სიუჟეტის მიხედვით იგი ყოველ 27 წელწადში იღვიძებს, რომ ბავშვებზე ინადიროს. ფილმის რიმეიქი 2017 წელს გამოვიდა - ორიგინალის პრემიერიდან ზუსტად 27 წლის შემდეგ.
ბუნებრივია ახლა ცოტა თუ წარმოიდგენს კაპიტან ჯეკ ბეღურას როლზე ჯონი დეპის ნაცვლად ვინმე სხვას, მაგრამ როგორც ცნობილი
"მატარებელი პუსანშის" გაგრძელებამ მაყურებლების დიდი ნაწილი კინოთეატრებში დააბრუნა. ფილმმა კინოგაქირავებაში კარგი
ჯონი დეპის ნაცვლად
რამდენიმე თვის წინ შეგატყობინეთ, რომ Disney-ს ახალ "კარიბის ზღვის მეკობრეებში" კაპიტანი ჯეკ ბეღურას როლს კვლავ ჯონი
DC-ს სუპერგმირული ბლოკბასტერის - "შავი ადამის" გადაღებები, რომელშიც მთავარ როლს დუეინ ჯონსონი ასრუებს 2020 წლის
შეიქმნა პეტიცია, რომ
საიტ Change.org-ზე შეიქმნა პეტიცია, რომელშიც ფრენჩაიზ "კარიბის ზღვის მეკობრეების" ფანები მოითხოვენ, რომ ჯონი დეპმა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება