ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

14.09.2021 26 137
უილ სმიტი და ჯადა პინკეტ-სმიტი - 24 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

დამწყებმა რეპერმა და მსახიობმა უილ სმიტმა თავისი მომავალი მეუღლე, ჯადა 1995 წელს, "პრინცი ბევერლი-ჰილსიდანის" გადაღებებზე გაიცნო. მათი რომანი 1997 წელს დიდი ქორწილით დაგვირგვინდა. უილს და ჯადას ორი შვილი ეყოლათ - ჯეიდენი და უილოუ. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯადამ აღიარა, რომ მეუღლე მისთვის დიდი შიდა თავისუფლების მქონე პიროვნებაა, რომელიც მას ეხმარება საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს. გასულ წელს ვარსკვლავური წყვილის ქორწინება დანგრევის პირას აღმოჩნდა, რადგან გაირკვა, რომ ჯადა მეუღლეს მუსიკოს აუგუსტო ალსინასთან ღალატობდა, მაგრამ როგორც ჩანს წყვილმა ოჯახური კრიზისის დაძლევა შეძლო.

სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი - 24 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

სარამ და მეთიუმ ერთმანეთი 1990-იან წლებში ერთ-ერთ დახურულ წვეულებაზე გაიცნეს. იმ მომენტში პარკერი რობერტ დაუნი-უმცროსს ხვდებოდა, ხოლო ბროდერიკი კი ავტოკატასტროფის შედეგებს ებრძოდა, რომელმაც მისი და ჯენიფერ გრეის ქორწინება დაანგრია. პირველი შეხვედრიდან ექვსი წლის შემდეგ წყვილმა იქორწინა. 2002 წელს მათ პირველი შვილი ეყოლათ, ხოლო ხუთი წლის შემდეგ კი ტყუპები. სმიტების მსგავსად პარკერსაც და ბროდერიკსაც ჰქონდათ აღმასვლები და ვარდნები, მაგრამ ისინი ახერხებდნენ კრიზისის დაძლევას.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი - 21 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის ქორწინება იმის მტკიცებულებაა, რომ ასაკს ურთიერთობებზე გავლენა არ აქვს. წყვილი ერთ დღეს - 25 სექტემბერს დაიბადა, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის დაშორებით. მათ ერთმანეთი კინოფესტივალზე გაიცნეს, სადაც კეტრინმა თავისი ახალი ფილმი - "ზოროს ნიღაბი" წარადგინა. მსახიობებს შორის რომანტიკული ურთიერთობები მალევე დაიწყო, მაგრამ იმ მომენტში დუგლასი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა და ზეტა-ჯონსმა პარტნიორს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება სთხოვა. მაიკლი თავის მეუღლეს დაშორდა და ეს განქორწინება იმ მომენტში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო, შემდეგ ზეტა-ჯონსს ხელი სთხოვა, მაგრამ ამჯერად საქორწინო კონტრაქტი იურისტებს უფრო დეტალურად შეადგენინა.

ჰელენ მირენი და ტეილორ ჰეკფორდი - 24 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

"ოსკარის" მფლობელმა მსახიობმა, ჰელენ მირენმა თავისი მომავალი მეუღლე, რეჟისორი ტეილორ ჰეკფორდი ფილმის, "თეთრი ღამეების" გადაღებებზე გასული საუკუნის 80-იან წლებში გაიცნო. ტეილორს ქორწინება სურდა, ხოლო მირენი კი ურთიერთობების დაკანონებას არ ჩქარობდა. რეჟისორს ათი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მირენი ქორწინებაზე დაეთანხმებინა. 1997 წელს ისინი დაქორწიდნენ, იმ მომენტში მირენი 52 წლის იყო.

ჯენიფერ კონელი და პოლ ბეთანი - 18 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

MCU-ს ვარსკვლავმა, პოლ ბეთანიმ ჯენიფერ კონელი 2001 წელს რონ ჰოვარდის ფილმის, "ბრწყინვალე გონებას" გადაღებებზე გაიცნო. იმ მომენტში მსახიობები მხოლოდ კოლეგები იყვნენ, ხოლო უკეთეს შემთხვევაში კი მეგობრები. ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, რომ ბეთანის ჯენიფერი მას შემდეგ უყვარდა, რაც ფილმში, "ერთხელ ამერიკაში" პირველად ნახა. ახლა წყვილი ორ შვილს ზრდის.

კევინ ბეიკონი და კირა სეჯვიკი - 31 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

ამერიკელმა მსახიობმა - კევინ ბეიკონმა თავისი მომავალი მეუღლე - კირა სეჯვიკი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი ფილმის გადაღებებზე გაიცნო. ოდნავ მოგვიანებით ბეიკონმა დააზუსტა, რომ კირას პირველად თავისი ერთ-ერთი სპექტაკლის ჩვენებაზე შეხვდა, როდესაც თვითონ 19 წლის იყო, ხოლო კირა კი 12 წლის.

უილიამ მეისი და ფელისიტი ჰაფმანი - 24 წელი ერთად

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი, რომლებმაც ერთმანეთი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გაიცნეს. ისინი ერთმანეთს 15 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, სანამ ურთიერთობა არ გააოფიციალურეს. 2015 წელს ელენ დეჯენერესის შოუში ფელისიტი ჰაფმანმა აღიარა, რომ ქორწინებიდან ოცი წლის შემდეგაც კი გიჟდება თავის ქმარზე.

ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც უკვე წლებია ერთად არიან

ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დებორა-ლი ფერნესი 1995 წელს თავისი პირველი ფილმის გადაღებებზე გაიცნო. მათ შორის გრძნობები გაჩნდა და ერთი წლის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ელენ დეჯენერესისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეკმანმა განაცხადა, რომ თავისი მეუღლე ყველაზე შესაფერის დროს გაიცნო. "მე მართლა მოხარული ვარ, რომ ის მანამდე გავიცანი, სანამ კარიერას ავიწყობდი. ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა - კადრში და კადრსმიღმა, ერთად გადავიტანეთ".
10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო
ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი დაქორწინებას 2000-იანების დასაწყისში აპირებდნენ, თუმცა ნიშნობა ჯერ გადადეს, ხოლო 2004 წელს
ჯასტინ ტიმბერლეიქი და ჯესიკა ბილი მშობლები მეორედ გახდნენ
ჯასტინ ტიმბერლეიქმა განაცხადა, რომ გასულ წელს ის და ჯესიკა ბილი მშობლები მეორედ გახდნენ. ვარსკვლავურ წყვილს ვაჟი
ჯუდ ლოუ მამა მეექვსედ გახდა
47 წლის მსახიობი ჯუდ ლოუ და მისი 33 წლის მეუღლე ფილიპა კოენი მშობლები გახდნენ. ეს წყვილის პირველი შვილია. შეგახსენებთ,
მსახიობი მეგან ფოქსი და მისი მეუღლე ბრაიან ოსტინ გრინი ათწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია ამის
როგორ გამოიყურებიან და ვინ არიან
"შურისმაძიებლები" სტუდია Marvel-ის ყველაზე პოპულარული ფილმია, რადგან მასში მაყურებლების საყვარელი პერსონაჟები ერთად
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება