10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

13.09.2021 28 307
ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი დაქორწინებას 2000-იანების დასაწყისში აპირებდნენ, თუმცა ნიშნობა ჯერ გადადეს, ხოლო 2004 წელს კი საერთოდ დაშორდნენ. ახლა, მრავალი წლის შემდეგ, ისინი კვლავ ერთად არიან. პაპარაცებმა წყვილი ერთად არაერთხელ შეამჩნიეს, ხოლო ერთი კვირის წინ კი წითელ ხალიჩაზეც ერთად გაიარეს.

ჰეილი ბოლდუინი და ჯასტინ ბიბერი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

ჯასტინ ბიბერმა 2016 წლის 3 იანვარს ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰეილი ბიბერს ხვდებოდა, მაგრამ აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ისინი ერთმანეთთან ორი წლის განმავლობაში არ ურთიერთობდნენ, ხოლო შემდეგ კი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. ჰეილის და ჯასტინის ურთიერთობები ძალიან ჩახლართული იყო, სანამ 2018 წლის ივლისში მომღერალმა ჰეილის ხელი არ სთხოვა.

კორტნი კოქსი და ჯონი მაკდეიდი

[center]10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

კორტნი კოქსმა მაკდეიდი განქორწინდებიდან მალევე, 2014 წლის ივნისში გაიცნო. 2015 წლის ბოლოს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ როგორც ჩანს ნამდვილმა სიყვარულმა ყველა პრობლემა გადალახა. მათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. კორტნიმ დაშორების შესახებ ასეთი რაღაც თქვა: "მე ბევრი რამ გავიგე და მიუხედავად ყველაფრისა, დაშორების შემდეგ უკეთესი გავხდები".

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

ზეინმა და ჯიჯიმ ერთმანეთი 2015 წლის ნოემბერში გაიცნეს, მაგრამ მათ სიყვარულს ბევრი გამოცდის გავლა მოუწია. წყვილი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდა, მაგრამ მათ მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნეს. 2020 წლის დასაწყისში ჯიჯიმ Instagram-ზე ზეინის ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები მიახვედრა, რომ ისინი ერთად არიან.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. ამავე წელს მომღერალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთად არიან. 10 თვის შემდეგ კეტიმ ურთიერთობების დასრულება გადაწყვიტა. 2017 წელს ისინი პაპარაცებმა პრაღაში და ვატიკანში შეამჩნიეს. საბოლოოდ, 2018 წელს პერიმ განაცხადა, რომ მარტო აღარ არის, ხოლო ცოტახანში კი წყვილი დაინიშნა.

ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიქი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

ჯესიკა ბილმა და ჯასტინ ტიმბერლეიქმა ერთმანეთი ამ უკანასკნელის დაბადების დღეზე გაიცნეს. ოთხი წლის შემდეგ, 2011 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს საერთო გადაწყვეტილება იყო: მათ ჩათვალეს, რომ სხვადასხვა გზით წასვლის დრო მოვიდა, მაგრამ წელი არ იყო გასული, როდესაც მოულოდნელად ჯასტინმა ჯესიკას ხელი სთხოვა.

როუზ ლესლი და კიტ ჰარინგტონი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

როუზმა და კიტმა ერთმანეთი "სამეფო კარის თამაშების" მეორე სეზონის გადაღებებზე გაიცნეს. ისინი დაახლოვდნენ და ინტერნეტში ჭორები გავრცელდა, რომ წყვილი ერთადაა. 2013 წელს ანონიმურმა წყარომ გაავრცელა ამბავი წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მას შემდეგ, რაც მათი გმირების სიყვარული ეკრანზე დასრულდა, ლესლის და ჰარინგტონის ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდა, ხოლო 2014 წელს კი მსახიობები ერთად შეამჩნიეს.

კრისტენ ბელი და დექს შეპარდი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

კრისტენ ბელი და დექს შეპარდი 12 წელია ერთად არიან. რთული დასაჯერებელია, მაგრამ წყვილი ეთმანეთს გაცნობიდან სამი თვის შემდეგ დაშორდა, რადგან დექსს სხვა გოგონებთან ურთიერთობა სურდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ისინი შერიგდნენ.

კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

კეტრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა ერთმანეთი 23 წლის წინ გაიცნეს. 25 წლიანი სხვა ასაკში მათთვის პრობლემა არასოდეს ყოფილა და ყველაფერი კარგად მიდიოდა. 2013 წელს, 13 წლიანი თანაცხოვრების შედმეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მალევე შერიგდა და ახლა ბედნიერები არიან.

ბეატი პრინსლუ და ადამ ლევინი

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ურთიერთობების აღდგენა შეძლო

ისინი პირველად 2012 წელს ჰავაიზე შეამჩნიეს. 2013 წელს ლევინი და პრინსლუ დაშორდნენ, მაგრამ მალევე შერიგდნენ. წყვილის გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა, რადგან ახლა ისინი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ და ორ შვილს ზრდიან.
2020 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავები - კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი
ჯერარდ ბატლერი ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ მორგან ბრაუნს დაშორდა
დასავლური მედიის ცნობით ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თავის შეყვარებულ - ინტერიერის დიზაინერ და უძრავი ქონების აგენტ
ბრედ პიტი 27 წლის გერმანელ მოდელს ხვდება
როგორც ჩანს ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან ურთიერთობები სამუდამოდ დაასრულა, რადგან პაპარაცებმა მსახიობი 27 წლის გერმანელ
46-წლის ქეით ბეკინსეილს 22-წლის მომღერალთან რომანი აქვს
46-წლის ქეით ბეკინსეილს 22-წლის მუსიკოს ჰუდი გრეისთან რომანი აქვს. გასულ კვირას პაპარაცებმა წყვილი ბრენტვუდში,
ჯენიფერ ლოპეზი და ალექს როდრიგესი დაინიშნენ
ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ 43 წლის ალექს როდრიგესმა 49 წლის ჯენიფერ ლოპეზს ცოლობა სთხოვა. სასიხარულო სიახლე ალექსმა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება