ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

31.08.2021 108 294
ეკრანზე შეიძლება არც ჩანს, მაგრამ ბევრს მსახიობს ერთად მუშაობა სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურს. ჩვენ დღეს სწორედ ასეთი ვარსკვლავების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც საერთო პროექტებში მონაწილეობას მტრობის გამო აღარ მიიღებენ.


ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

უკვე მრავალი წელია, რაც ტინა ფეი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომედიანტის სტატუსს ინარჩუნებს და მასზე ნეგატიურად არცერთ ვარსკვლავს არაფერი არ უთქვამს, მაგრამ არის გამონაკლისი. 2005 წელს ტინამ Saturday Night Live-ის გადაღებების ერთ-ერთი ეპიზოდის დასრულების შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ პარისი "ნაგავია", რის გამოც მსახიობებს შორის მტრობა გაჩაღდა. წლების განმავლობაში გოგონები ვერ შერიგდნენ, ხოლო როდესაც მომღერალმა კიმ პეტრასმა 2017 წელს პარისის მონაწილეობით კლიპი გამოუშვა, ტინამ თქვა, რომ ჰილტონის მოძრაობების შემდეგ იატაკზე მისი პლასტიკური თმები დარჩა.


ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ "შეშლილი მაქსი" მაყურებლებისთვის საკულტო ფილმად იქცა, მაგრამ არავინმა იცის, თუ რა ხდებოდა ფილმის გადასაღებ მოედანზე. შარლიზ ტერონის თქმით, ტომ ჰარდისთან მუშაობა კოშმარი იყო და მასთან ერთ ფილმში მონაწილეობას აღარასოდეს მიიღებს. ფილმის რეჟისორის, ჯორჯ მილერის თქმით ჰარდისთან მუშაობა ნებისმიერ სიტუაციაში რთულია, მაგალითად, მსახიობი ფილმის, "უკანონოს" გადაღებებზე შაია ლაბაფს დაუპირისპირდა.


ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

ტაირიზ გიბსონს ფილმის, "დაპირისპირების" გამო ჯეიმს ფრანკოსთან მუშაობა აღარ სურს. დადის ჭორები, რომ მსახიობებს შორის მტრობა გადაღებების პირველივე დღეს დაიბადა. ფრანკოს თქმით, ის როლში შედიოდა და ვეღარ აკონტროლებდა დარტყმების ძალას, რის გამოც ტაირიზს მუშტებს მთელი ძალით ურტყამდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ხდებოდა არამხოლოდ ფილმის გადაღებების მომენტში, არამედ რეპეტიციებზეც.


ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

ცნობილი ფაქტია, რომ ბილი ბობ ტორნტონის გამო მარტინ ფრიმანს სერიალ "ფარგოს" გადაღებებზე ბევრი დაცინვის გადატანა მოუწია. ყოველ შეხვედრაზე ბილი მარტინს "მოკლეს" ან "პატარას" ეძახდა. ჭორების თანახმად, ფრიმანს სურდა ამის შესახებ რეჟისორისთვის ეთქვა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა დაცინვები აეტანა, თუმცა ალბათ ტორნტონთან მუშაობა მას აღარ სურს.


ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

"ორმაგ პოლიციელზე" მუშაობის დაწყებამდე კევინ სმიტი ბრიუს უილისთან თანამშრომლობით მოხარული იყო, თუმცა გადაღებების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობმა მიხვდა, რომ მისი იმედები არ გამართლდა. ფილმის გადაღებები სმიტის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რადგან უილისთან ურთიერთობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ამის გარდა მსახიობი თავის სცენებს არასერიოზულად უდგებოდა, რადგან აინტერესებდა არა ფილმი, არამედ ჰონორარი. სმიტმა თქვა, რომ უილისთან ერთად აღარასოდეს იმუშავებს, ხოლო ფილმმა კი შემოსავლების მხრივ უარყოფითი შედეგები აჩვენა.


ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

ძალადობის ბრალდების გამო შაია ლაბაფის დიდ ეკრანზე დაბრუნება საეჭვოა, მაგრამ მას ჰოლივუდში მანამდეც არ ჰქონდა კარგი რეპუტაცია. მსახიობმა თავისი ბნელი მხარე ალეკ ბოლდუინზე წარმოაჩინა. "ობოლის" სპექტაკლის ერთ-ერთ რეპეტიციაზე ლაბაფმა ბოლდუინს უყვირა, რომ მის გამო ყველაფერი ნელდება, რადგან მას ტექსტის სწავლა ეზარება, მაგრამ ალეკის ხმა უფრო მაღალი აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში ლაბაფი პიესიდან დაითხოვეს.

ლინდსი ლოჰანი და ამერიკა ფერერა

ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

პარის ჰილტონისგან განსხვავებით, მისმა კოლეგამ, ლინდსი ლოჰანმა ტინა ფეისთან მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნა, თუმცა ამერიკა ფერერასთან მან საერთო ენის გმაონახვა ვერ შეძლო. მტრობა სერიალ "უშნო ბეტის" გადაღებებზე დაიწყო, სადაც ლოჰანი მიწვეული ვარსკვლავი იყო. ფერერას თქმით, მისი კოლეგა საგრიმიოროში იკეტებოდა და 24 საათი ეწეოდა. ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, ფერერამ "ხუმრობით" ლოჰანის კაბა მოქაჩა და ამ დროს მთელმა გადამღებმა ჯგუფმა გაიგო, რომ თურმე ლინდსის შიდა საცვალის ტარება არ უყვარს. მან გადასაღები მოედანი აცრემლებული დატოვა, ხოლო შემდეგ კი მთლიანად სერიალი.

ჯიმ ქერი და ტომი ლი ჯონსი

ვარსკვლავები, რომლებიც ერთად აღარასოდეს იმუშავებენ

ჯიმ ქერიმ და ტომი ლი ჯონსმა ბოროტმოქმედების ნიღბები "ბეტმენი სამუდამოდის" გადაღებებზე მოირგეს და მართალია მათი დუეტი ეკრანზე თითქმის მეგობრულად გამოიყურებოდა, მაგრამ კადრსმიღმა ყველაფერი სხვანაირად იყო. როგორც თვითონ ქერი იხსენებდა The Howard Stern Show-ში, ჯონსმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მას პირდაპირ უთხრა. როგორც ჩანს კომიკოსის ტალანტით ჯონსი ვერ მოიხიბლა.
2020 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავები - კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი
ტელეარხმა The CW-მ ფანტასტიკის ჟანრის სერიალის - "4400-ის" პირველი სეზონი დაუკვეთა, რომელზეც მუშაობა უკვე ორი წელია
სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა
სკარლეტ იოჰანსონი შოუ Saturday Night Live-ის სცენარისტზე - კოლინ ჟოსტზე დაქორწინდა. ქორწინების ცერემონია, რომელსაც
"ვარსკვლავური გზა: უსასრულობა" 2016 წელს გმაოვიდა და მას შემდეგ კოსმოსური საგის ფილმების წარმოება გარკვეული მიზეზების
ჯორჯ ილერი
"შეშლილი მაქსის" ავტორი ჯორჯ მილერი დარწმუნებულია, რომ ახალ ნაწილებზე მუშაობა ძალიან მალე დაიწყება. სტუდია Warner
top-creditka.ru
#1 top-creditka.ru Guests 1 სექტემბერი 2021 08:39
Хотите подобрать и оформить максимально выгодную кредитную карту под свои потребности?
Тогда переходите по ссылке ниже, заполняйте поля анкеты, и мы подберем для вас максимально выгодную кредитную карту от топ 10 популярных банковскую России!
<a href="https://top-creditka.ru">заказать кредитную карту мтс</a>
Также доступны: авто кредит, кредитную на ремонт, и ипотечное кредитование по выгодным условиям.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება