ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

30.08.2021 24 140
დეინერის ტარგარიენი - ელიზაბეტ ოლსენი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

მსახიობი, რომელმაც სახელი ალისფერი ჯადოქრის როლით გაითქვა, თავისი კარიერის დასაწყისში დრაკონების დედის როლის შესრულებასთან ახლოს იყო. "მე კჰალისის სიტყვა წარმოვთქვი, როდესაც ის ცეცხლიდან გამოდის. ეს საშინელება იყო. არ დამირეკეს", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ოლსენმა. დეინერისის როლი საბოლოოდ ემილია კლარკმა შეასრულა.

არაგორნი - რასელ ქროუ

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

ერთხელ რასელ ქროუს ჰკითხეს, ნანობს თუ არა იმას, რომ "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიაში არაგორნის როლზე უარი თქვა. მსახიობმა პატიოსნად თქვა, რომ ამაზე არასოდეს უფიქრია და ისიც ახსნა, თუ რატომ არ შეუერთდა გადაღებებს. ინსტინქტმა მსახიობს უკარნახა, რომ რეჟისორს არაგორნის როლზე მისი ნახვა არ სურდა და შეთავაზებაზე უარი თავაზიანად თქვა.

ელი სეტლერი - გვინეტ პელტროუ

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

1992 წელს დოქტორ ელი სეტლერის როლზე გვინეტ პელტროუ პრეტენდირებდა. ეს როლი დამწყებ მსახიობს ძალიან დაეხმარებოდა, რადგან "იურული პერიოდის პარკი" პოპულარულ ფრენჩაიზად იქცა. მომავალ ვარსკვლავს არაფერი გამოუვიდა, ამიტომაც მეცნიერი ლორა დერნმა განასახიერა.

ჯეინ სმიტი - გვენ სტეფანი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

ცნობილი მომღერალი - გვენ სტეფანი "მისტერ და მისის სმიტებში" მთავარი როლის მიღებასთან ძალიან ახლოს იყო. სტეფანი რამდენიმე მოსმენაზე მიიწვიეს, მაგრამ მან არჩევანი საბოლოოდ მუსიკალურ კარიერაზე გააკეთა. ჯეინ სმიტი განუმეორებლად ანჯელინა ჯოლიმ განსახიერა.

ინდიანა ჯონსი - ტომ სელეკი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

ტომ სელეკი კიდევ ერთი მსახიობია, რომელსაც საკულტო როლის შესრულებასთან ძალიან ახლოს იყო. მსახიობი ინდიანა ჯონსის როლზე დაამტკიცეს, მაგრამ იმ მომენტში მას სერიალის, "კერძო დეტექტივი მაგნუმის" ავტორებთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და პროდიუსერებმა ამ ორ პროექტზე ერთდროულად მუშაობის უფლება არ მისცეს.

პრინცი კასპიანი - ნიკოლას ჰოლტი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

მსახიობის თქმით პრინც კასპიანის მოსმენებზე სიარული მის კარიერაში ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო. ქასტინგზე ნიკოლას ჰოლტს სთხოვეს, რომ ტექსტი ლათინოამერიკული აქცენტით წარმოეთქვა. ჰოლტი ამ თხოვნამ გააღიზიანა, რადგან მომზადებული არ იყო. საბოლოო ჯამში როლი ბენ ბარნს შეხვდა, რომელმაც პერსონაჟი საკმაოდ ჰარმონიულად განასახიერა.

ვიოლა დე ლესეპსი - ქეით უინსლეტი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

"ტიტანიკის" წარმატების შემდეგ ქეით უინსლეტს უამრავი შეთავაზება ჰქონდა. მას "შეყვარებული შექსპირის" გადაღებებში დაუძახეს, მაგრამ უარი თქვა, რადგან სურდა, რომ მეტი ყურადღება დამოუკიდებელი პროექტებისთვის დაეთმო. როლზე გვინეტ პელტროუ დაამტკიცეს, რომელიც ამ როლისთვის "ოსკარით" დააჯილდოვეს.

ალექს მანდეი - ანჯელინა ჯოლი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

ანჯელინა ჯოლის ფილმოგრაფიიდან ვიცით, რომ მას მძაფრ-სიუჟეტიან თრილერებში თამაში მოსწონს, მაგრამ მსახიობმა ერთ ასეთ პროექტზე უარი თქვა. დრიუ ბერიმორმა და კამერონ დიასმა ყველაფერი სცადეს, რომ ჯოლი სამსახიობო შემადგენლობის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მსახიობმა მაშინ ყველაფერი მარტივად ახსნა: მისი აზრით, ის არასაკმარისად პოპულარული იყო, რომ მაყურებელს მაღალ ქუსლებზე მისი სირბილი მოსწონებოდა.

პატრიკ ბეითმანი - ჯონი დეპი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

თავდაპირველად "ამერიკელი ფსიქოპატი" სტიუარტ გორდონს უნდა გადაეღო. ის ამ როლში მხოლოდ ჯონი დეპს ხედავდა და დაარწმუნა კიდევაც, რომ პერსონაჟი განესახეირებინა, მაგრამ ორიგინალი რომანის ავტორმა გადაიფიქრა, სტიუარტ გორდონი სასტიკად გააკრიტიკა, ხოლო ჯონი დეპს კი საშუალო დონის მსახიობი უწოდა.

კრისტიან გრეი - ჩარლი ჰანემი

ვარსკვლავები, რომლებიც ლეგენდარული როლების შესრულებასთან ძალიან ახლოს იყვნენ

2013 წელს ტაბლოიდებმა გაავრცელეს ამბავი, რომ რომან "გრეის 50 ელფერის" ეკრანიზაციაში მთავარ როლს ჩარლი ჰანემი შეასრულებდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და როლზე უარი თქვა. მიზეზი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აღმოჩნდა.
12 საკულტო კინოპერსონაჟი, რომელთა როლები კინაღამ სხვა მსახიობებმა ითამაშეს
მსახიობები ყოველთვის არ ასრულებენ იმ როლებს, რომლებზეც ქასტინს გადიან, ხოლო ზოგჯერ კი პროექტებში მონაწილეობაზე საერთოდ
ვიგო მორტენსენმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც მან
ვიგო მორტენსენმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც მან ოდესღაც "იქს-ადამიანებში" სამურავის როლზე უარი თქვა. მსახიობის თქმით
ბენ აფლეკმა ახსნა, თუ რატომ თქვა უარი ბეტმენის როლზე
ბენ აფლეკმა ახსნა, თუ რატომ თქვა უარი ბეტმენის სოლო-ფილმზე. მსახიობის თქმით ერთ-ერთი მიზეზი ალკოჰოლზე დამოკიდებულება
რასელ ქროუს
რასელ ქროუს "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგაში შესაძლოა არაგორნის როლი შეესრულებინა, თუმცა რეჟისორ პიტერ ჯეკსონთან
ემილია კლარკმა
32 წლის ემილია კლარკს ეროტიულ თრილერ "გრეის ორმოცდაათი ელფერიში" ანასტეიშა სტილის როლი შეეძლო შეესრულებინა, თუმცა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება