ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

27.08.2021 27 707
კრის პრეტი

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

მანამ, სანამ კრის პრეტი Marvel-ის "გალაქტიკის მცველების" და NBC-ს "პარკების და დასვენების ზონების" ვარსკვლავი გახდებოდა სტრიპტიზს ცეკვავდა. იმ პერიოდში მომავალი სუპერვარსკვლავი 18 წლის იყო და მუდმივი სამუშაო არ გააჩნდა, ხოლო ფინანსების უკმარისობამ კი აიძულა ყველაზე უცნაურ შეთავაზებებზეც კი თანხმობა ეთქვა. აღსანიშნავია, რომ თვითონ მსახიობი თავისი ბიოგრაფიის ამ პიკანტურ ფაქტს არასოდეს მალავდა და ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი აღნიშნა, რომ ცეკვის გამო არც მორიდებას გრძნობდა და, არც დისკომფორტს.

ხავიერ ბარდემი

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

"მოხუცების ადგილი აქ არ არის"-ის ვარსკვლავმა და პენელოპა კრუსის მეუღლემ ხავიერ ბარდემმა დიდებისკენ საკმაოდ რთული გზა განვლო. როდესაც ესპანელმა მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო, აღმოაჩინა, რომ თურმე ფინანსების ნაკლებობას განიცდიდა. იმ პერიოდში სამსახიობო განათლების მიღება ძვირი ჯდებოდა და ამიტომაც ბარდემი იმ ინდუსტრიაში აღმოჩნდა, სადაც ბევრი ფულის სწრაფად შოვნა შეიძლებოდა. ის ერთი პერიოდი დახურულ ღამის კლუბებში მუშაობდა. ერთხელ მომავალმა მსახიობმა საუკეთესო სტრიპტიზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც კარგი შედეგები აჩვენა და საკმაოდ სოლიდური ჰონორარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ წარმოდგენას ბარდემის დედა და და ესწრებოდნენ.

მერილინ მონრო

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

დღეს საზოგადოება სექს-ინდუსტრიაში მუშაობას მშვიდად უყურებს, მაგრამ გასული საუკუნის 50-იან წლებში ამას სხვანაირად უყურებდნენ. ეს არის ალბათ ის მიზეზი, რის გამოც ჰოლივუდის ლეგენდა, მერილინ მონრო თავის წარსულს დიდიხნის განმავლობაში მალავდა. როგორც არ უნდა იყოს, თაყვანისმცემლებმა გაარკვიეს, რომ მსახიობის მონაწილეობით პორნოგრაფიული ფილმი არსებობს, მაგრამ მისი მხოლოდ ერთადერთი ეგზემლარია გამოსული. ამჟამად ეს ჩანაწერი უცნობი ბიზნესმენის კოლექციაში შედის, რომელმაც ის 1.5 მილიონ დოლარად შეიძინა.

ლედი გაგა

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

18 წლის ასაკში მომავალი პოპ-ვარსკვლავი და მსახიობი ლედი გაგა აქტიურად ცეკვავდა სტრიპტიზ-კლუბებში. სცენაზე ის შავი ფერის ჩაცმას ამჯობინებდა. როგორც წესია ამ შოუებს თან ახლდა "მძიმე" მუსიკა. გაგა არაოსდეს ამბობდა უარს პრივატულ ცეკვებში მონაწილეობაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ იმ პერიოდში მისი ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მძიმე ნარკოტიკებთან, თუმცა ვარსკვლავი არასოდეს ნანობდა იმას რასაც აკეთებდა და არასოდეს დაუმალავს ეს საზოგადოებისგან.

კამერონ დიაზი

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

მრავალი წლის წინ ტაბლოიდებმა გაავრცელეს ჭორები, რომ არსებობდა "პორნოვიდეო", რომელშიც მონაწილეობა ჰოლივუდელმა მსახიობმა, კემერონ დიაზმა მიიღო. მსახიობი გავრცელებულ ამბებს უარყოფდა, თუმცა სანამ ის ჯიმ ქერისთან ერთად "ნიღაბში" მიიღებდა მონაწილეობას, მსახიობი სხვადასხვა ღია ფოტოსესიების ნაწილი იყო, მათ შორის ცნობილი ბრენდების. 16 წლის ასაკში დიაზი ისეთ მარკებთან თანამშრომლობდა როგორებიცაა Levi's და Calvin Klein. 19 წლის ასაკში მას ეროტიულ ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზეს. "ჩარლის ანგელოზების" გამოსვლის შემდეგ ფოტოგრაფმა ჯონ რათერმა, რომელიც იმ ფოტოსესიით იყო დაკავებული, დიაზს შესთავაზა აუთთეიქები 3.5 მილიონ დოლარად გამოესყიდა. მსახიობმა რათერის ქმედება შანტაჟად შეაფასა და სასამართლოში უჩივლა, თუმცა 2004 წელს ინტერნეტში იმ პროვოკაციული რეკლამის ფოტოები და ვიდეო გავრცელდა. ფოტოგრაფის თქმით, მასალა მას არ გაუვრცელებია.

ჩენინგ ტატუმი

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

ფილმ "სუპერ მაიკის" ვარსკვლავს, ჩენინგ ტატუმს სტრიპტიზში მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვს. ჭორების თანახმად, რვა თვის განმავლობაში ღამის კლუბებში მუშაობა მომავალი მსახიობისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ჩენინგს მდიდარი კლიენტების წინაშე გახდა სძულდა, ხოლო დისკომფორტის და დეპრესიის ჩახშობას კი ალკოჰოლით და ნარკოტიკებით ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ერთ შოუში ის საკმაოდ ცოტას გამოიმუშავებდა - დაახლოებით 150 დოლარს.

ანჯელინა ჯოლი

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

2012 წელს გავრცელდა ამბავი, რომ ბრედ პიტმა დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დახარჯა, ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ვიდეომასალის საპოვნელად და გასანადგურებლად. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ საუბარი მიდიოდა 1999 წლის სამოყვარულო ჩანაწერზე. იმ პერიოდში ჯოლი ყველანაირად ცდილობდა მამამისი გაებრაზებინა ცუდი საქციელებით, ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუკი ასეთი ვიდეო მართლაც არსებობს.

დემი მური

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

დემეტრია ღარიბულ ოჯახში დაიბდა და როდესაც სახლიდან გაიქცა, ახალ პრობლემას წააწყდა - ფინანსების უკმარისობას. ამ პრობლემის მოგვარება პორნოფილმებში მონაწილეობით გადაწყვიტა, მაგრამ მან ეს გამოცდილება ტრამპლინად გამოიყენა კინოკარიერაში. გამომუშავებული 10 000 დოლარით, მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და დემი მურად იქცა.

სანდრა ბულოკი

ვარსკვლავები, რომლებიც პოპულარობამდე მოზრდილთა ინდუსტრიაში მუშაობდნენ

სანდრა, ისევე როგორც დემი მური ღარიბულად ცხოვრობდა, ამიტომაც ის იძულებული გახდა ზრდასრულების ინდუსტრიაში ემუშავა. მსახიობმა, როგორც კი პოპულარული გახდა და მისმა ჰონორარებმა მილიონობით დოლარი შეადგინა, დეტექტივების არმია დაიქირავა, რომლებმაც პორნოფილმების და ფოტოების ფიზიკური ასლები შეაგროვეს. ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ კომპრომატები მან თავისი სახლის ეზოშივე დაწვა.
პირველი
ახალ ინტერვიუში "ჰარი პოტერის" პირველი ნაწილის რეჟისორმა კრის კოლამბუსმა ზეწოლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ფილმის
მიმდინარე წელს პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი ქორწინების მეათე წლისთავს აღნიშნავენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ცხრაწლის
ხავიერ ბარდემი მეფე ტრიტონი გახდება
ესპანელი მსახიობი ხავიერ ბარდემი Disney-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ "პატარა ქალთევზას" ეკრანიზაციაში მეფე
კრის პრეტი არნოლდ შვარცნეგერის ქალიშვილზე დაქორწინდა
"გალაქტიკის მცველების" ვარსკვლავი კრის პრეტი კეტრინ შვარცნეგერზე დაქორწინდა, რომელიც მსახიობ არნოლდ შვარცნეგერის
ბრი ლარსონმა ახსნა, თუ რატომ გადაუხადეს მას Marvel-ის კინოსამყაროში დებიუტისთვის რობერტ დაუნი-უმცროსზე და კრის ევანსზე მეტი
"კაპიტან მარველის" ვარსკვლავმა Marvel-ის კინოსამყაროში დებიუტისთვის რეკორდული 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს, ხოლო თავის
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება