11 ახალი ევროპული სერიალი, რომელსაც მთელი მსოფლიო განიხილავს

11 ახალი ევროპული სერიალი, რომელსაც მთელი მსოფლიო განიხილავს

26.07.2021 46 409
"ბარბაროსები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.2
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეპიკური დრამა, რომელშიც მოვლენები ახ. წ. 9 წელს ვითარდება და ძლევამოსილი რომის იმპერიის ლეგიონებსა და ძველ გერმანულ ტომებს შორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ისტორიაში ბრძოლა ტევტობურგის ტყეში გამართული ბრძოლის სახელით შევიდა.


"მისადგომი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.2
სერიალი რომანტიკულ თრილერს წარმოადგენს და ორი საპირისპირო შეხედულებების მქონე ქალის ამბავს მოგვითხრობს. ერთს ალეხანდრა ჰქვია, მეორეს კი - ვერონიკა. ისინი გონს მხოლოდ საყვარელი ადამიანის სიკვდილს შემდეგ მოდიან, რომელიც ორივესთან იყო და პარალელურ ცხოვრებას ეწეოდა. ქალების გზები კი - იძულებით გადაიკვეთა...


"ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.5
ქალი გვაცნობს ისტორიას თავისი მეგობრობის შესახებ გოგონასთან, რომელიც ნეაპოლში, დაწყებით სკოლაში გაიცნო 1950იანი წლების დასაწყისში.


"ინგლისური თამაში"
IMDb: 7.6
ამბავი იმისა, თუ როგორ გამოიგონეს ფეხბურთი და რა სწრაფად გახდა იგი მსოფლიო თამაში, ანუ თამაში საზოგადოების უკლებლივ ყველა ფენისათვის მთელს მსოფლიოში.


"მის სკარლეტი და ჰერცოგი"
IMDb: 7.5
ლონდონი, 1880-იანი წლები. მამის სიკვდილის შემდეგ ელიზა ფულის გარეშე რჩება. აქედან გამომდინარე ქალის ერთადერთი გამოსავალი მომგებიანი ქორწინებაა, მაგრამ ელიზას საიდუმლო იარაღი აქვს - მამამისის დეტექტიური სააგენტო. იმისთვის, რომ იმ სამყაროში რამეს მიაღწიოს, სადაც ყველაფერს კაცები მართავენ, მას საქმიანი პარტნიორი დასჭირდება. ასეთი საქმიანი პარტნიორი სკოტლენდ-იარდის ინსპექტორი უილიამ ველინგტონი ხდება.


"ატლანტის ოკეანის გადაკვეთა"
IMDb: 6.3
ისტორია მოგვითხრობს პრინცესა მარტას შესახებ , რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქორწინებისთვის იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენების დროს.


"უკანასკნელი სიტყვა"
IMDb: 7.1
კარლა და შტეფანი ერთად 25 წელი ცხოვრობდნენ. ისინი კამათობდნენ, ზრდიდნენ შვილებს და იზიარებდნენ ცუდ და კარგ მომენტებს, მაგრამ როდესაც შტეფანი გარდაიცვალა, კარლამ მიხვდა, რომ თავის მეუღლეს ისე კარგად არ იცნობდა, როგორც ეგონა. ის შოკირებულია იმით, რომ უნდა იპოვოს რეალობასთან შესაგუებელი გზა და განაგრძოს ცხოვრება. მაგალითად, დაიწყოს მუშაობა დასაფლავების ბიუროში, სადაც გარდაცვლილის საპატივცემულოდ სათქმელ ტექსტებს ადგენს.


"რევოლუცია"
IMDb: 6.5
ფანტასტიკური დრამა, საფრანგეთის რევოლუციის ალტერნატიული ისტორიის შესახებ, რომელშიც მოვლენები 1787 წელს ვითარდება, სადაც არისტოკრატებს შორის იდუმალი ვირუსი, სახელწოდებით “ლურჯი სისხლი” გავრცელდება, რომელიც თავადაზნაურობას უბრალო ადამიანებზე თავდასხმას და მათ მოკვლას უბიძგებს. ფრანგი ექიმი, პოლიტიკოსი და გილიოტინის მომავალი გამომგონებელი, ჯოზეფ გილიოტინი ეპიდემიის წარმოშობის გარკვევას და ანტიდოტის პოვნას ცდილობს, რამაც შეიძლება ქვეყანა ისტორიულ დაპირისპირებაში ჩაძიროს, რაც საბოლოოდ სისხლიანი აჯანყების დაწყების მიზეზი გახდება.


"მანათობლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.3
ბრიტანულ მინი-სერიალში მთავარი როლი მშვენიერმა ევა გრინმა შეასრულა. ეს ელეონორა კატონის ამავესახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს. მთავარი გმირი ანნა საცხოვრებლად ლონდონიდან ახალ ზელანდიაში გადადის, სადაც ძირითადად ოქროს მაძიებლები მიდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებლებს იდუმალებით მოცული მოვლენები, ღალატი და ვნებიანი სიყვარული ელით. ეს ყველაფერი 6 მშვენიერ სერიაში ეტევა.


"ელიტა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.6
როდესაც სამი საშუალო კლასის წარმომადგენელი თინეიჯერები შედიან ესპანეთის კერძო სკოლაში, დაპირისპირება მათსა და მდიდარ სტუდენტებს შორის მკვლელობამდე მივა.


"რაგნაროკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.5
მოვლენები პატარა ნორვეგიულ ქალაქში ვითარდება, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება მოახდინონ, რადგან პოლარული ყინულის ქუდები ისეთი სიჩქარით დნება, რომელსაც არავინ ელოდა. ძალიან თბილი ზამთარის გამო, ადამიანებს გვალვების და კოკისპირული წვიმების ხანგრძლივ პერიოდს გადატანა და ექსტრემალური ამინდების პირობებში ცხოვრება უწევთ. სამყარო იცვლება, და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ ახალი რაგნაროკისკენ მივემართებით. თუ ვინმე დროულად არ ჩაერევა გლობალური კატასტროფა გარდაუვალი გახდება.
12 ძლიერი ფილმი, რომელიც ნებისმიერ კინომანს მოხიბლავს
მთავარი გმირი, ედი პალმერი ციხიდან გამოდის და მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც მას ბებია ელოდება. ქალაქში ყველაფერი არც
10 ძალიან კარგი ახალი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ
ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით
რომის იმპერია გერმანელების წინააღმდეგ ისტორიული ექშენის -
გერმანია იმპერიის კლანჭებისგან თავის დახსნას შეეცდება. სტრიმინგ-სერვისმა Netflix-მა გერმანულენოვანი სერიალის ბარბა
10 თანამედროვე არაჰოლივუდური სერიალი, რომლის საყურებლადაც დრო არ უნდა დაინანოთ
მოქმედება ხდება გერმანიაში 1920-იანი წლების ბოლოს 1930-იანი წლების დასაწყისში ნაცისტების სათავეში მოსვლამდე. პოლიციის
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება