10 საუკეთესო ფილმი წარმატების შესახებ

10 საუკეთესო ფილმი წარმატების შესახებ

05.04.2021 3 323
"არბიტრაჟი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაკოტრების პირას მდგომი მაგნატი ცდილობს რა სარფიანად გაყიდოს საკუთარი იმპერია გაეხვევა უსიამოვნებაში და იძულებულია დახმარება არასასურველ პიროვნებას სთხოვოს.


"სოციალური ქსელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმში აღწერილია ვირტუალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის - Facebook-ის შექმნის ისტორია. ამ ქსელის თავბრუდამხვევმა წარმატებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰარვარდის უნივერსიტეტის თანაკურსელების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მათ ის 2004 წელს შექმნეს და რამოდენიმე წელიწადში, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მულტიმილიონრები გახდნენ.


"უოლ სტრიტის მგელი"
ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, ადამიანის, რომელმაც 1987 წელს დაარსა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ ის დაიჭირეს ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღეს დღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ მიაღწიო წარმატებას.


"ეშმაკი ატარებს პრადას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი ახალგაზრდა ჟურნალისტის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში, მოდის ინდუსტრიაში სამუშაოდ გადადის. მისი ძალზე მომთხოვნი და მკაცრი ბოსი, აიძულებს მას მაღალი კლასის ელეგანტური ჟურნალის იმიჯს მოერგოს, გოგონას კი უბრალოდ სურს კარგი ჟურნალისტი გახდეს.


"სტივ ჯობსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამბავი მსოფლიოში ერთ-ერთ ყვლაზე გენიალურ ადამიანზე, კომპანია Apple-ის დამფუძნებელზე, სტივ ჯობსზე.


"ბურლესკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე - ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი,რომელიც პირადი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამავე დროს მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესმა ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის,ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, მას სცენაზე გამოსვლა სურს. ახალი მეგობრების მხარდაჭერით ელი ბურლესკის ახალი ვარსკვლავი გახდება.


"აქ ეწევიან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნიკ ნეილორი, მთავარი მომხსენებელი და ლობისტი, თამბაქოს კვლევის აკადემიის ვიცე პრეზიდენტია. იგი ნიჭიერი ორატორია და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც აპიარებს თამბაქოს ინდუსტრიას. მისი საუკეთესო მეგობრები არიან: პოლი ბრეილი, რომელიც მუშაობს ალკოჰოლის ბიზნესში "მოდერეიშნ ქაუნსილში" და ბობი ჯეი ბლისი ჯგუფ "სეიფტის" წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღის ბიზნესიდან. ისინი ბარში შეხვედრებისას საკუთარ თავს "სიკვდილით მოვაჭრეებს" უწოდებენ და კამათობენ, თუ რომელი მათგანის საქმიანობა კლავს მეტ ადამიანს. ნიკის ყველაზე დიდი მტერი ვერმონტის სენატორი ორთოლან ფინისთაირია, რომელიც სენატში სიგარეტის კოლოფებზე თავის ქალისა და გადაჯვარედინებული ძვლების გამოსახვას ლობირებს.


"საუკუნის აფიორა"
როდესაც 26 წლის ბრაიან კრუვერი კორპორაცია "ენრონის" ფარეხში თავის ძველ მანქანას პორშესა და BMW-ს შორის აპარკინგებდა, მან შესანიშნავად იცოდა, რომ ძალიან მალე არანაკლებ კარგი მანქანის მფლობელი გახდებოდა. ბრაიანმა მალევე მიხვდა, რომ ის ძალიან მალე უნდა გამდიდრდეს: მთავარია კარგად "დააამუშავოს" კლიენტი. ყველა აუცილებელი "ტრუკის" დაუფლების შემდეგ ბრაიანი გუნდის ნაწილი ხდება და კარიერას იქმნის. ის დიდ მანქანას ყიდულობს, უზარმაზარი ეკრანის მქონე ტელევიზორს და ყველაფერ დანარჩენს, რაც მას ბედნიერების აუცილებელ ატრიბუტად მიაჩნია და "ენრონის" არცერთი თანამშრომელი არ ეჭვობს, რომ ისინი სხვისი თამაშის პაიკები არიან.


"რისკის ზღვარი"
თრილერი, რომელიც საინვესტიციო ბანკის წამყვანი ფიგურების გარშემო ვითარდება ფინანსური კრიზის დაწყების ადრეულ ეტაპზე, 24 საათის განმავლობაში.


"უსაზღვრო"
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
7 თანამედროვე რომანტიული კომედია სკოლის მოსწავლეების შესახებ
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური
ჰოლივუდმა შესაძლებელია
სცენარისტმა აარონ სორკინმა თქვა, რომ "სოციალური ქსელის" მეორე ნაწილზე დიდი სიამოვნებით იმუშავებდა. პირველი ფილმი 2010
კვენტინ ტარანტინომ ათწლეულის საუკეთესო ფილმი დაასახელა
მიმდინარე წლის იანვარში კვენტინ ტარანტინომ კრისტოფერ ნოლანის "დიუნკირკი" ათწლეულის მეორე საუკეთესო ფილმად დაასახელა,
დასახელდა ფილმი, რომელსაც კარანტინში ყოფნისას ყველაზე ხშირად უყურებენ
ფილმმა "ინფიცირებამ" პრემიერიდან ცხრა წლის შემდეგ პოპულარული კიდევ ერთხელ ჰპოვა. მომხმარებელთა ინტერესმა კორონავირუსის
10 ფილმი, რომლებიც სწავლას და სტუდენტობას მოგანდომებთ
ამბავი იმაზე, თუ როგორ შექმნა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი - Facebook ჰარვარდის ორმა სტუდენტმა. უნივერსიტეტში
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება