15 ფილმი მათთვის, ვისაც თავგადასავლების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია

15 ფილმი მათთვის, ვისაც თავგადასავლების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია

29.03.2021 32 232
"მეფე არტური: ლეგენდა მახვილზე" (2016) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელიც კონდონიუმის გარეუბანში ცხოვრობს მის ბანდასთან ერთად. იგი არ დარდობს მის რეპუტაციასა და წარმომავლობაზე. ერთ დღესაც კი მას მახვილთან შეხვედრა მოუწევს და გონს მოეგება. იგი შეიცვლება, ისწავლის სიყვარულს, გარს შემოიკრებს ადამიანებს , რომელბიც დაეხმარებიან დაამრცხოს ვორტიგენი , ვინც მისი მშობლები მოკლა, გვირგვინი მიითვისა და მეფე გახდა.


"ოთხი ბუმბული" (2002) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
1898 წელი. სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე.


"სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშები" (2010) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოუხელთებელი პრინცი იძულებულია იდუმალ პრინცესას შეუერთდეს. ერთად ისინი იბრძვიან ბნელი ძალების წინააღმდეგ, იმისათვის რომ დაიცვან ღმერთების საჩუქარი - ხანჯალი, რომლითაც შესაძლებელია დროის ქვიშის გახსნა, მის მფლობელს კი დროის მართვა და მსოფლიოს დაპყრობა შეეძლება. შექმნილია იგივე სახელწოდების ვიდეო თამაშის მიხედვით.


"შემოდგომის ლეგენდები" (1994) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რომანტიკული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა მისდაუნებურად ლადოუის ოჯახის ყველა მამაკაცის ბედი ერთმა მომხიბვლელმა ქალმა. სიყვარული, განშორება და დაუოკებელი ლტოლვა ფლობდე საუკეთესოს.


"სულის სიმტკიცე" (2010) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მამის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მისმა დამხმარემ ტომ ჩეინიმ მოკლა,14 წლის მეტი როსი მკვლელის დაჭერას თავად გადაწყვეტს. დასახმარებლად იგი ამერიკელ მარშალს დაიქირავებს – მტკიცე სულის ადამიანს, რობენ ჯეი რუსტერ კოგბურნს. მისი სურვილის წინააღმდეგ, გოგონა მაინც გაჰყვება მას ინდიელების მხარეში ჩეინის მოსაძებნად. მათ ტეხასელი რეინჯერი ლაბაფი შეუერთდებათ, რომელსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სამეული მრავალ ხიფათსა და თავგადასავალში ეხვევა,სამივეს თავისი "სულის სიმტკიცის" გამოცდა უწევს.


"ზღვის მბრძანებელი: სამყაროს კიდეზე" (2003) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
1806წ. ბრიტანელი კაპიტანი ჯეკ ობრი იღებს ბრძანებას, დაიპყროს ფრანგული ფრეგატი აჰერონი, რომელიც ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაცურავს. დაძაბული სიუჟეტი და სანახაობრივად მდიდარი საბრძოლო სცენები ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.


"ავსტრალია" (2008) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ავსტრალიაში ვითარდება. ინგლისელი არისტოკრატი ქალი,რომელიც მემკვიდრეობით რანჩოს მიიღებს, ერთერთ ადგილობრივ ფერმერს მისი საკუთრების დასაცავად დაიქირავებს. ფერმერი ქალს ნახირის გადაყვანაში უნდა დაეხმაროს და სწორედ ამ დროს, ისინი იაპონელების მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვებიან.


"ზეციური სამეფო" (2005) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს არის შუასაუკუნეები, ჯვაროსნული ლაშქრობების, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის 200 წლიანი ბრძოლების ხანა. მჭედელმა სახელად ბალიანი ოჯახიც დაკარგა და რწმენაც შეერყა. მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ ომებთან შორეულ წმინდა მიწაზე მანამდე, სანამ იგი უზარმაზარი დრამის მონაწილე არ ხდება.


"რაინდის ამბავი" (2001) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თავისი ბატონის დაღუპვის შემდეგ, მსახურმა უილიამმა, გადაწყვიტა ავანტიურაზე წასვლა. მან თავისი გვაროვნობა შეცვალა, პატრონის საჭურველი და იარაღი მიითვისა და ხალხის წინაშე წარდგა, როგორც ახალგაზრდა, დიდგვაროვანი რაინდი - ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი.


"უკანასკნელი სამურაი" (2003) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ დიდებულ ეპიკურ ფილმში ნეითენ ალგრენი ამერიკელია, რომელიც იაპონელებმა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თანამედროვე ომის ხელოვნების სწავლებისთვის დაიქირავეს, რომლის დროსაც ალგრენი სამურაებისგან პატივისცემისა და ღირსების პრინციპებს სწავლობს. მოდერნიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დანერგვის მიზნით ალგრენს სამურაების ცხოვრების სტილის მოსპობას აიძულებენ ,მაგრამ ის გადაწყვიტავს თვითონვე გახდეს უკანასკნელი მებრძოლი, და სამურაების გადასარჩენად იბრძოლოს.


"ალადინი" (2020) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ქურდბაცაცა ალადინს პრინცობა სურს, რომ პრინცესა ჟასმინზე დაქორწინდეს. ამასობაში აგრაბას ვეზირი ჯაფარი სულთნის ტახტიდან ჩამოგდებას გეგმვს, ამისთვის კი ჯადოსნური ლამპის ხელში ჩაგდებას აპირებს, რომელიც საოცრებების გამოქვაბულში ინახება.


"გადარჩე ცოცხალი" (1993) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ურგვაის რაგბის გუნდის გადარჩენის დაუჯერებელი ამბავი. 1972 წელს, პარასკევ დღეს 13 ოქტომბერს თვითფრინავი ჩამოვარდა ანდების მთებში. ბორტზე ურუგვაის რაგბის გუნდი, მწვრთნელი და გულშმატკივრები იმყოფებოდნენ. ფილმი რეალურ ამბავზეა.


"ლარა კროფტი" (2001) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ინგლისელი არისტოკრატი ლარა კროფტი კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და მისტიურ საზოგადოებებთან ბრძოლა აქვს გაჩაღებული. ეს მომხიბლავი არქეოლოგი უძველესი ნივთების აღსადგენად სამარხებს იკვლევს, სადაც ღირსეულ მეტოქეს ბოროტ პაუელს შეხვდება, რომელიც მნიშვნელოვან თილისმას ეძებს.


"მუმია" (1999) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მამაცი ლეგიონერი რიკ ო'კონელი და მისი ცბიერი თანამგზავრი ბენი შემთხვევით ჰამუნაპტრას დამალულ ნანგრევებს გადაეყრებიან, რომელიც 3000 წლის წინანდელი ბრძოლიდან შემორჩა. მას შემდეგ, რაც იმჰოტეპი საშინელი ბედისწერისგან იტანჯებოდა; მისი სხეული სამუდამოდ უკვდავი იყო აკრძალული სიყვარულის გამო.


"მითი" (2007) - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არქეოლოგი, რომელიც უძველესი ქალაქების გათხრებს აწარმოებს, წარსულში ეფლობა და მისტიკური მეთოდით ერთ-ერთ მებრძოლში გადადის, რომელზეც მთელი ერის ბედია დამოკიდებული. მითი რეალობა ხდება.
საუკეთესო კომედიები ოჯახზე
აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ
11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი
ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე, - ერთ ევროპულ ოჯახზე.ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო
8 ექსტრემალური ფილმი, რომლებსაც პირველ პაემანზე (არ) უნდა უყუროთ
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას
12 საუკეთესო თანამედროვე მელოდრამა
როდესაც ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ სკოლადამთავრებულებს, რაილისა და კრისს, ტრაგიკული ავტოავარია ერთმანეთს
Netflix-მა სერიალი
Netflix-მა მულტსერიალ "პრინცი დრაკონის" გახანგრძლივება გადაწყვიტა, რომლის მესამე სეზონი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება