12 ფილმი სულიერად ძლიერი ქალების შესახებ

12 ფილმი სულიერად ძლიერი ქალების შესახებ

25.03.2021 17 141
"კვლავ ელისი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის პირველივე კადრებიდან ჩვენ ცალკე აღებული ოჯახის ცხოვრების ისტორიას ვაკვირდებით. შვილები და მშობლები, ურთიერთგაგება, შიშები, საფრთხეები და ავადმყოფობა. ელისი ვაჟკაცურად ებრძვის ალცჰაიმერის სინდრომს და მისაბაძ მაგალითად ითვლება. განუმეორებელი გმირი და ჯულიანა მურის მიერ შესრულებული განუმეორებელი როლი. მას ამ როლისთვის "ოსკარიც" გადასცეს.


"ელიზაბეთი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მშვენიერი სურათი იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია იყო დედოფალი. ელიზაბეთ I - ქალი, რომელიც საკუთარ თავს წუთს არ უთმობდა. მონარქის როლს ქეით ბლანშეტი წარმატებით გაუმკლავდა. ჩვენ ძლიერ, დამოუკიდებელ დედოფალს ვხედავთ, რომლის მმართველობის დროს ინგლისის ისტორიაში "ოქროს ხანა" დაიწყო. ვნება, ღალატი, თავგადასავლები და დიდება - ეს ყველაფერი ერთ ფილმშია შერეული.


"მალენა"
მომხიბვლელი მონიკა ბელუჩი მალენას როლს ასრულებს - უმშვენიერეს ქვრივს, რომელიც ქალებში შურს იწვევს, ხოლო კაცებში კი აღტაცებას. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ხოლო მათი მეუღლეები კი მას უთვალთვალებენ. მალენას გარეგნობა მუდმივად დარჩება ეტალონად, რომლითაც შესაძლებელი იქნება ჭეშმარიტი და ყალბი სილამაზის ერთმანეთისგან გარჩევა.


"ფრიდა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დასამახსოვრებელი ფილმი ძლიერი ქალის, აჯანყებულის ნატურის, შეუჩერებელი სურვილის და ენერგიის შესახებ. ფრიდა 20 წლის იყო, როდესაც მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარს - დიეგო რივერუს გაჰყვა ცოლად. ეს ფილმი გვიყვება ფრიდას ისტორიას არამხოლოდ როგორც გენიალური მხატვრის შეახებ, არამედ ქალის შესახებ, რომლისთვისაც პირველ ადგილზე სიყვარული და ოჯახი იყო.


"უხილავი მხარე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის, მაიკლ ოერას რეალური ისტორია. უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა აფროამერიკელი ერთმა ოჯახმა მიიღო თავისი მფარველობის ქვეშ. გულჩათხრობილი მოზარდის ცხოვრებას მთლიანად ცვლის ახალი გარემო. ის მისისიპის შტატის უნივერსიტეტში აბარებს და სტუდენტურ გუნდში იწყებს თამაშს. მაიკლი სპორტული თამაშის დაფარულ მხარეს ეცნობა, სწავლობს სტრატეგიას და ტაქტიკურ ანალიზს. ეს ყველაფერი მაიკლს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარება.


"შეცვლა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმში მოვლენები XX საუკუნის ამერიკაში ვითარდება. მთავარი გმირი პოლიციას მიმართავს და მათ შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს. მას ვაჟს უბრუნებენ, მაგრამ ის ხვდება, რომ გარეგნული მსგავსების მიუხედავად ბავშვი მისი შვილი არ არის. მთავარ როლს მშვენიერი ანჯელინა ჯოლი ასრულებს, რომელმაც მოახერხა სასოწარკვეთის და ამავრდროულად უსაზღვრო დედობრივი სიყვარულის გადმოცემა.


"ეშმაკი ატარებს Prada-ს" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოდის სამყარო ნამდვილად მშვენიერია, მაგრამ ის ისეთივე ლამაზია, როგორც სასტიკი. ერთი პატარა შეცდომა და ოლიმპოს მთიდან დაგაგორებენ. ფილმი ეპოქალური არ არის, თუმცა ის ნამდვილად კარგი საყურებელია. მსუბუქი და სასიამოვნო, რომელსაც შეუდარებელი მერილ სტრიპი და ასევე შეუდარებელი ენ ჰეტეუეი ამშვენებენ.


"კოკო შანელამდე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი ძლიერი ქალის შესახებ, რომელსაც არ შეეშინდა საზოგადოების და მისი წესების წინააღმდეგ წასვლა - მჭიდრო კორსეტების და საკარნავალო კაბების წინააღმდეგ. ვიღაც ამბობს, რომ ფილმი მოსაწყენია და მონოტონური, მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ ნელია და მისი ხიბლიც ამაშია. ის ცხოვრებას გავს - ზოგჯერ მოვლენები ნელა ვითარდება, ხოლო ზოგჯერ კი სწრაფად.


"გეიშას დღიურები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული "გეიშას დღიურები", რომანტიკული ეპოსია იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ, რომელიც დღემდე გვაჯადოვებს. ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე იწყება, როცა ღატაკ იაპონელ ბავშვს ოჯახს მოსწყვეტენ გეიშას სახლში მოახლედ სამუშაოდ.


"ჩრდილოეთის ქვეყანა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქმარს გაცილებული ორი შვილის დედა ოჯახის გამოსაკვებად მაღაროში იწყებს მუშაობას. მამაკაცის პროფესიით ფულის გამომუშავების გამო მას სექსუალურ შევიწროებასთან გამკლავება უწევს. ასე გამოვიდა არაფემინისტურად აგრესიული, მაგრამ გულისამაჩუყებელი ფილმი ძლიერი ქალის შესახებ, რომელიც სისტემას დაუპირისპირდა.


"მონა ლიზას ღიმილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.


"ჯარისკაცი ჯეინი"
ჯორდან ო ნილი ერთადერთი ქალია,რომელმაც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს.ამ ცენტრში,მხოლოდ აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლებს გზავნიან..მაგრამ ამ მომზადებას 60 % ვერ გადის...
8 ექსტრემალური ფილმი, რომლებსაც პირველ პაემანზე (არ) უნდა უყუროთ
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას
12 საუკეთესო თანამედროვე მელოდრამა
როდესაც ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ სკოლადამთავრებულებს, რაილისა და კრისს, ტრაგიკული ავტოავარია ერთმანეთს
ოფიციალურად: ქეით ბლანშეტი Borderlands-ის ეკრანიზაციაში ლილიტის როლს შეასრლებს
ქეით ბლანშეტი სტუდია Lionsgate-ის Borderlands-ის ეკრანიზაციაში სირინოზი ლილიტის როლს შეასრულებს. ინფორმაცია ამის
მონიკა ბელუჩი თავისი პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობს, თუმცა ჟურნალ Madame Figaro-სთვის გამონაკლისი დაუშვა.
ნაიარევი სახე: ალ კაპონეს შესახებ გადაღებული კრიმინალური დრამის თრეილერი გამოვიდა მთავარ როლში ტომ ჰარდით
ინტერნეტში ფილმ Fonzo-ს პირველი თრეილერი გამოვიდა, რომელიც განგსტერ ალ კაპონეს ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება