როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

23.03.2021 64 781
პირველი რასაც მაყურებლები ბიოგრაფიულ ფილმებში აქცევენ ყურადღებას ეს მსახიობების და ნამდვილი ადამიანების გარეგნობაა. კინომანები, როგორც წესია სტუდიის არჩევანით, ყოველთვის მოიძებნებიან კრიტიკოსები, რომლებსაც ესა თუ ის კანდიდატი არ მოსწონთ. აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში მსახიობის გარეგნობა ფილმში ნაკლებად მნიშვნელოვანია - უფრო მნიშვნელოვანია მისი ტალანტი, რადგან ცუდი შესრულების დამალვა ყველაზე ნიჭიერ გრიმიორებსაც არ შეუძლიათ.

ნაომი ლაპალია (ნადინ მაკალუზო) - მარგო რობი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმი "მგელი უოლ-სტრიტიდან" ამერიკელი ბროკერის - ჯორდან ბელფორტის ისტორიას გვიყვება. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს, რომელიც ბიზნესმენის მეორე ცოლს - ნაომი ლაპალიას განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში ბელფორტის ცოლების სახელები შეცვლილია - ნაომის რეალურ პროტოტიპს ნადინ მაკალუზო (კარიდი) ჰქვია, ის კონსულტანტად მუშაობს ქორწინების საკითხებში.

დონალდ და კლერ კროუჰერსტები - კოლინ ფერტი და რეიჩელ ვაისი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმი "საუკუნის რბოლა" ბრიტანელი ბიზნესმენის - დონალდ კროუჰერსტის რეალურ ისტორიას დაეფუძნა, რომელიც გაბანკროტების პირას იყო და თავისი კომპანიის გადასარჩენად მსოფლიოს გარშემო რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მთავარი როლი კოლინ ფერტმა შეასრულა, ხოლო მისი მეუღლე კლერი კი რეიჩელ ვაისმა განასაიხერა.

მერი კოლვინი - როზამუნდ პაიკი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმ "პირადი ომის" სიუჟეტის ცენტრში - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო კორესპონდენტი, ინგლისელი ჟურნალისტი მერი კოლვინია, რომელიც თავის სიცოცხლეს კვლავ და კვლავ საფრთხეში იგდებს და ცხელ წერტილებში მიემგზავრება, რომ ადამიანებს სიმართლე მოუყვეს.

სარუ ბრაიერლი - დევ პატელი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ბიოგრაფიული დრამა "ლომი" ინდოელი ბიჭუნა სარუს ისტორიას გვიყვება, რომელსაც 5 წლის ასაკში იშვილებენ და საცხოვრებლად ავსტრალიაში მიჰყავთ. 20 წლის შემდეგ მოულოდნელად გაჩენილი მოგონებები მთავარ გმირს აიძულებენ თავისი ბიოლოგიური მშობლები იპოვოს.

ელიზაბეტ გილბერტი - ჯულია რობერტსი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმი "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს" ამერიკელი მწერლის - ელიზაბეტ გილბერტის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციაა. მთავარ გმირს ყველაფერი აქვს, რაც კი შეიძლება ადამიანმა იოცნებოს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის თავისი ცხოვრების შეცვლას გადაწყვეტს და მოგზაურობაში მიდის. კინოსურათში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს, ხოლო მთავარ როლს კი ჯულია რობერტსი ასრულებს.

მარგარეტ კინი - ემი ადამსი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმი "დიდი თვალები" ამერიკელი მხატვრის - მარგარეტ კინის და მეუღლესთან მისი რთული ურთიერთობების შესახებ გვიყვება, რომელმაც საკუთარი თავი კინის ნამუშევრების ავტორად გამოაცხადა. ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლი ემი ადამსმა შეასრულა.

ჯონ გოტი - ჯონ ტრავოლტა

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ბიოგრაფიული დრამა "გოტის კოდექსი" ჯონ ტრავოლტას მონაწილეობით ნიუ-იორკელი განგსტერის - ჯონ გოტის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთი რიგითი დამნაშავიდან მაფიის ბოსად იქცა.

გრეტჰენ კარლსონი - ნიკოლ ქიდმანი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

სურათ "სექსსიმბოლოს" სიუჟეტის ცენტრში Fox News-ის სამი თანამშრომელია, რომლებიც შევიწროების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ერთ-ერთი მთავარი როლი ნიკოლ ქიდმანმა შეასრულა, მსახიობი გრეტჰენ კარლსონად გარდაისახა.

კრის გარდნერი - უილ სმიტი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმ "ბედნიერების ძიებაში" მოვლენები 80-იანი წლების დასაწყისში ვითარდება. მთელი თავისი დანაზოგის დაკარგვის შემდეგ მარტოხელა მამა კრის გარდნერი ცნობილ კომპანიაში იწყებს უხელფასო სტაჟირების გავლას. საბოლოო შედეგების მომლოდინე ოჯახი იძულებულია სხვადასხვა თავშესაფრებში იხეტიალოს, მაგრამ სტაჟირების ფინალი მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. მთავარი როლი უილ სმიტმა შეასრულა, ხოლო გარდნერ-უმცროსი კი მსახიობის ვაჟმა - ჯეიდენ სმიტმა განასახიერა.

კეტრინ განი - კირა ნაითლი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

დრამა "ოფიციალური საიდუმლოებები" ბრიტანელი თარჯიმანის - კეტრინ განის ისტორიას გვიყვება, რომელიც პრესას საიდუმლო მასალების შემცველ წერილს გადასცემს, ამგვარად ის სისტემას უპირისპირდება და თავის სიცოცხლეს საფრთხეში იგდება. მთავარი როლი კირა ნაითლიმ შეასრულა, ხოლო მისი კომპანიონი კი რალფ ფაინსი იყო.

რუთ გინზბურგი - ფელისიტი ჯონსი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ფილმი "გენდერული თანასწორობა" მთავარ როლში ფელისიტი ჯონსით რუთ გინზბურგს ეძღვნება - აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში მეორე ქალ-მოსამართლეს. ფილმი კაცების და ქალების თანასწორუფლებიანობის ბრძოლას ეძღვნება.

ტემპლ გრანდინი - კლერ დეინსი

როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ადამიანები, რომელთა როლები ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს

ბიოგრაფიული ფილმ "ტემპლ გრანდინი" ზოოლოგ და პროფესორ ტემპლ გრანდინს ეძღვნება, რომელიც აუტიზმის მიუხედავად სოციალიზირება და თავისი მოწოდების პოვნა მოახერხა - ის სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მეცნიერად იქცა. კლერ დეინსმა ამ როლისთვის "ემმი" და "ოქროს გლობუსი" მიიღო.
The CW სუპერგმირულ სერიალ
მომავალ წელს ტელეარხი The CW "შავი ელვას" და "სუპეროგოგონას" დაემშვიდობება, ამიტომაც ტელექსელი მთელი ძალებით ცდილობს
მარგო რობის ახალი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა
ტელეარხმა Paramount Movie-მ კრიმინალური რეტრო-დრამა "საოცნებო ქვეყანას" თრეილერი გაავრცელა, რომელშიც მთავარ როლს მარგო
ოფიციალურად: Disney ახალ
Disney-მ "კარიბის ზღვის მეკობრეების" ახალ ფილმზე ოფიციალურად დაიწყო მუშაობა, რომელშიც მთავარ როლს მარგო რობი შეასრულებს.
მარგო რობი ცხარე ფრთებს ჭამს, კითხვებს პასუხს სცემს და იტანჯება
იუთუბ-შოუ Hot Ones-ს მარგო რობი ეწვია, რომელიც "მტაცებელ ფრინველებში" ჰარლი ქუინის როლს ასრულებს. ვინც არ იცის შოუს
როგორ გამოიყურებიან და ვინ არიან
"შურისმაძიებლები" სტუდია Marvel-ის ყველაზე პოპულარული ფილმია, რადგან მასში მაყურებლების საყვარელი პერსონაჟები ერთად
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება