10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ კარგ განწყობას შეგიქმნით

10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ კარგ განწყობას შეგიქმნით

05.07.2019 1 793
"არასასიამოვნო ფერმა" - "Cold Comfort Farm" (1994)
ახალგაზრდა გოგონას ფლორა პოსტს ნათესავებთან სოფელში გადასვლა და იქ ცხოვრება მოუწია. ეს ის არაა რასაც ფლორა შეეჩვია. სახლს უკვე დიდიხანია არავინ უვლის, ხოლო ნათესავებს უცნაური ჩვევები აქვთ, მაგრამ მთავარი გმირი არ ნებდება, ის დარწმუნებულია, რომ სირთულეებს გადალახავს.


"ლამაზი გოგონები" - "Beautiful Girls" (1996)
ვილი კონუეი ყოველთვის ოცნებობდა მუსიკალურ კარიერას, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა. ახლა ვილის ქვეყნის განაპირას მდებარე პროვინციალურ ქალაქში უწევს დაბრუნება. იქ მისი წარსული და მშობლები არიან. ძველი მეგობრები და მეზობლები ცხოვრებამ შეცვალა და ისინი მზად არიან ამ ცვლილებების შესახებ ვილის მოუყვნენ.


"X+Y" (2014)
მოზარდი სახელად ნეითან ელისი თავის ფენომენალურ მათემატიკურ ნიჭს ადრეული ასაკიდან წარმოაჩენს, მაგრამ ეს ერთადერთია რაც ბიჭს გამოსდის. ნეითანი თავის თანატოლებითან ურთიერთობების აწყობას ვერ ახერხებს, ის ყოველთვის ჩაკეტილი და მარტოსული, თუმცა მალე თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწევს, რადგან ნეითანს მათემატიკის ოლიმპიადაზე აგზავნიან, სადაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მოუწევს.


"მამაკაცური სტრიპტიზი" - "The Full Monty" (1997)
მთავარმა გმირებმა სამსახური დაკარგეს, ხოლო უმუშევრად ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. ისინი სტრიპტიზ-შოუს ორგანიზებას გადაწყვეტენ, მაგრამ ისინი სტრიპტიზიორებს საერთოდ არ გვანან, თუმცა ერთ-ერთ გმირს იდეას, რომელიც მაყურებლებს მიიზიდავს.


"კი, შეიძლება" - "Definetly, Maybe" (2007)
ერთხელ უილიამის ქალიშვილის წარსულის შესახებ ისტორიის მოყოლას სთხოვს, მაგრამ რა შეიძლება მოუყვე 10 წლის გოგონას? უილიამი მას თავისი სიყვარულის სამ მთავარ ისტორიას უყვება. ის ამ ქალების სახელებს არ ამბობს, თუმცა ნელ-ნელა უილიამი ხვდება, რომ თავისი მთავარი სიყვარული უნდა დაიბრუნოს და ის ამ სამი ქალიდან ერთ-ერთია, თუმცა რომელია უილიამმაც კი არ იცის.


"სუფთა ფურცელი" - "La tte en friche" (2010)
ჟერმენი წარმოშობით პროვინციიდანაა. მისი ნაცნობები მას სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ ერთხელ ჟერმენის ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება, როდესაც პარკში სეირნობისას მოხუცებულ ქალბატონას მარგარეტას გაიცნობს. ის ჟერმენს ლიტერატურას სამყაროს გააცნობს და ამგვარად მთავარი გმირის ბედისწერას შეცვლის.


"ათდიუმიანი გმირი" - "Ten Inch Hero" (2006)
პატარა რესტორანში, რომელიც ოკეანის ნაპირზე მდებარეობს სამი გოგონა მუშაობს, რომელთაგან თითოეულს თავიანთი პრობლემები და მეგობარი ბიჭები ჰყავთ. პაიპერი ვაჟის პოვნას ცდილობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააშვილეს, ჯენმა ინტერნეტში ვიღაც შეიყვარა, ტიში არცერთ ბიჭს არ უშვებს ხელიდან და პრისტლი, რომელიც პანკს გავს, თუმცა ამის უკან რაღაც უფრო დიდი იმალება.


"მისტერ სპივეტის წარმოუდგენელი მოგზაურობა" - "The Young and Prodigious T.S. Spivet" (2013)
მისტერ სპივეტი ახლა 10 წლისაა, თუმცა ის გენიალური გამომგონებელია. მისი გამოგონება დედაქალაქის უნივერსიტეტში იქნა გაგზავნილი, სადაც ის დადებითად შეაფასეს. ახლა მისტერ სპივეტმა თავისი ნამუშევრებისთვის კარგი პრიზი უნდა მიიღო და ამიტომაც ის სახლიდან გარბის, მაგრამ დედაქალაქში ჩასასვლელად მან ნახევარი ქვეყანა უნდა გაიაროს, ხოლო უნივერსიტეტში კი არც კი იციან, რომ მისტერ სპივეტი სულ რაღაც 10 წლისაა.


"დიდი აფიორა" - "The Grand Seduction" (2013)
არც თუ ისე დიდიხნის წინ ერთ კანადურ სოფელში თევზჭერა აკრძალეს და მას შემდეგ სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეჩერდა. ადგილობრივი მოსახლეობა არაფრით აღარ არის დაკავებული და შემოსავლის წყაროც გაქრა. მაცხოვრებლები ნელ-ნელა ქალაქში მიგრირებენ, მერმაც კი დატოვა თავისი პოსტი და წავიდა. მიუხედავად ამისა აქ დარჩა ხალხი, რომლებსაც თავიანთი სახლის დატოვება არ სურთ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ თავიანთი სოფელი გადაარჩინონ. ამისთვის მხოლოდ გარკვეული თანხის მოგროვება, მაცხოვრებლების რაოდენობის გაზრდა და ექიმის დარწმუნებაა, რომ სოფელში დარჩეს.


"ცისარტყელების ნათება" - "A Shine of Rainbows" (2009)
ცოლ-ქმარმა ო'დონელებმა ბიჭუნა სახელად ტომასი იშვილეს, თუმცა ბავშვი ძალზედ ჩაკეტილი აღმოჩნდა და პრაქტიკულად არავისთან ურთიერთობდა. მამა ამ ბიჭით იმედგაცრუებული აღმოჩნდა, თუმცა არა მისი მეუღლე მარია, რომელმაც ბიჭის ჭეშმარიტი სული შეამჩნია.
პრესა: ლედი გაგა ჯერემი რენერს ხვდება
თავის აგენტთან ნიშნობის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ ლედი გაგას ახალი რომანი აქვს, როგორც დასავლელი ჟურნალისტები
ზოგადად მსახიობებისთვის ფილმის გადაღება და მასში მონაწილეობა ძალზედ რთული საქმეა, რადგან ასეთი რეჟისორები არ
ბენ აფლეკს DC-ს კინოსამყაროში დაბრუნება სურს
რამდენიმე წლის წინ ბენ აფლეკს ბეტმენის შესახებ სოლო ფილმის გადაღება სურდა, თუმცა შემდეგ პროექტს გამოეთიშა და ცოტახანში
''როდესაც მოზარდი ვიყავი ყოველღამე ვსვამდი'' - დენიელ რედკლიფმა ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა
დენიელ რედკლიფმა ძალიან ბევრს მიაღწია, მან წარმატებული სამსახიობო კარიერა აიწყო და თავის ასაკში ყველაზე მდიდარი
ჯეიმს ქემერონმა
Empire-თან საუბარში "ავატარის" რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა ფილმის გაგრძელებაზე ისაუბრა. მისი სიტყვების მიხედვით მეორე
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება