9 ფილმი, რომლებშიც მხოლოდ ერთი მსახიობი ღებულობს მონაწილეობას

9 ფილმი, რომლებშიც მხოლოდ ერთი მსახიობი ღებულობს მონაწილეობას

03.07.2019 526
"გარიყული" (2000) - ტომ ჰენქსი
მოქმედების ადგილი: უკაცრიელი კუნძული
ფილმის გმირი ჩაკ ნოლანდია, რომელიც "ფედერალ ექსპრესში" მუშაობს. თვითმფრინავი, რომლითაც ჩაკი მგზავრობს ოკეანეში ვარდება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩება. ჩაკი იძულებული ხდება, რომ უკაცრიელ კუნძულზე წლები გაატაროს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.


"ყველაფერი დაკარგულია" (2013) - რობერტ რედფორდი
მოქმედების ადგილი: იახტა
რობერტ რედფორდი მთელი ფილმი არამხოლოდ მარტოა, არამედ ზღვის სტიქიასთან ბრძოლა უწევს და თითქმის არც კი საუბრობს. მისი გმირი იღვიძებს და ხედავს, რომ კონტეინერმა მისი იახტა გახვრიტა, ის იახტას არემონტებს, თუმცა ეს მხოლოდ უარესის დასაწყისია.


"ცოცხლად დამარხული" (2010) - რაიან რეინოლდსი
მოქმედების ადგილი: კუბო
ფილმის გმირი პოლი ერაყში კონტრაქტით მსახურობს. მის დანაყოფს ტერორისტები თავს ესხმიან და გარკვეული დროის შემდეგ პოლი ბნელ, ვიწრო ადგილას იღვიძებს. სანთებელას გამოყენების შემდეგ გმირი ხვდება, რომ კუბოშია და ცოცხლადაა დამარხული. პოლს რთული ბრძოლაში გამარჯვება მოუწევს, თუ სურს, რომ იცოცხლოს.


"დაზარალებული" (2010) - ედრიან ბროუდი
მოქმედების ადგილი: ტყე
გმირმა დამსხვრეულ ავტომობილში გაიღვიძა, ის ჯუნგლებში იმყოფება. მას ფეხი აქვს მოტეხილი, ხოლო მის გარშემო კი გვამები და მანქანაში კი რევოლვერი დევს. მას არაფერი არ ახსოვს - არ იცის, თუ როგორ მოხვდა აქ და რა ჰქვია. თავდაპირველად მან გადარჩენა უნდა მოახერხოს, ხოლო შემდეგ კი ცივილიზაციასთან მიღწევა, ასევე გზაში მან უნდა გაიხსენოს, თუ რა დაემართა.


"ტელეფონის ჯიხური" (2002) - კოლინ ფარელი
მოქმედების ადგილი: ტელეფონის ჯიხური
ერთმა სატელეფონო ზარმა შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ფილმის გმირი სტიუ შეფერდი სატელეფონო ჯიხურის ტყვე ხდება. რას იზამთ თუ გაიგონებთ, რომ სატელეფონო ჯიხურში ტელეფონმა დარეკა? ალბათ ინსტინქტურად ყურმილს აიღებთ, თუმცა კარგად იცით, რომ უბრალოდ ვიღაცას ნომერი შეეშალა. სტიუსაც ჰქონია, რომ ზარს აუცილებლად უნდა უპასუხოს, თუმცა ის საშინელ თამაშში აღმოჩნდება ჩათრეული. "დადე ყურმილი და შენ გვამი ხარ", - ამბობს უცნობი მოსაუბრე.


"მე ლეგენდა" (2007) - უილ სმიტი
მოქმედების ადგილი: პოსტაპოკალფსური ნიუ-იორკი
უცნობმა ვირუსმა დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მოკლა, ხოლო მეორე ნახევარი კი ვამპირებად აქცია. სიუჟეტი ერთადერთი გადარჩენილი ადამიანის გარშემო ვითარდება, რომელსაც იმუნიტეტი აღმოაჩნდა. დღისით ის ეპიდემიის მიზეზებს და ვაქცინას ეძებს, ხოლო ღამით კი ვამპირების შეკავებას ცდილობს.


"127 საათი" (2010) - ჯეიმს ფრანკო
მოქმედების ადგილი: კანიონი
შეუჩერებელი ალპინისტი და კანიონებში ჩამალული გამოქვაებულების მაძიებელი მთაში მარტო მიემგზავრება. ის მომაკვდინებელ ხაფანგში აღმოჩნდება და 127 საათის საკვების, სასმლის და იმედის გარეშე მოუწევს გატარება.


"ლოკი" (2013) - ტომ ჰარდი
მოქმედების ადგილი: ავტომობილი
აივან ლოკი მეოჯახე და კარგი მშენებელია. ხვალინდელი დღე მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის შეიძლება დააწინაურონ, მაგრამ საღამოთი ტელეფონის ზარის ხმა ისმის, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.


"მთვარე 2112" (2009) - სემ როკუელი
მოქმედების ადგილი: მთვარე
სემის კონტრაქტს ვადა ეწურება: მან მთვარეზე სამი წელი გაატარა. მარტოობის სამმა წელმა, თუ მოლაპარაკე რობოტ გერტის არ ჩავთვლით ნებისმიერ ადამიანს შეცვლის. დედამიწაზე დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე ის თავის შემცვლელს ხვდება...
თეორია: ადამიანი-ობობას ადგილი Marvel-ის კინოსამყაროში სხვა პერსონაჟს უნდა დაეკავებინა
Reddit-ზე საინტერესო თეორია გავრცელდა - მისი ავტორი თვლის, რომ ადამიანი-ობობას გამოჩენამ სტუდია Marvel-ის გეგმები არია,
"კრიპტონის" მეორე სეზონის პრემიერის შემდეგ Syfy-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შოუს შესახებ სპინ-ოფს გადაიღებენ,
ცუდი დასასრულის მქონე პოპულარული სერიალები
სატელევიზიო სერიალების ფინალური სერიები ყოველთვის იწვევენ ადამიანებში ინტერესს, ისეთ ადამიანებშიც კი, რომლებსაც
5 ყველაზე ძლიერი სუპერგმირი Marvel-ის კინოსამყაროში
Marvel-ის კინემატიკური სამყარო წარმატებული იმიტომ არის, რომ Marvel-ის მომავალი ფილმებისთვის თავის პერსონაჟებზე ზრუნავს.
ჩაკიზე სერიალს გადაიღებენ
ჩაკის ფრენჩაიზის შვიდივე ფილმი დონ მანჩინიმ შექმნა, სწორედ ის იქნება სერიალის სცენარისტიც. სერიალზე უფლებები Syfy-მ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება