წიგნების მიხედვით გადაღებული 12 საუკეთესო ფილმი

წიგნების მიხედვით გადაღებული 12 საუკეთესო ფილმი

28.06.2019 4 792
საყვარელი წიგნის ხელახლა წაკითხვაზე სასიამოვნო არაფერი არაა, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ყურება და შემდეგ წიგნთან შედარება, განსაკუთრებით თუ ფილმმა საკულტო სტატუსი მოიპოვა. ჩვენ 12 საუკეთესო ფილმი ამოვარჩიეთ, რომლებიც წიგნის მიხედვით გადაიღეს.

"ნათლია" (1972)
წიგნის მაფიოზის ცხოვრებას ეხება, მასში კრიმინალური სამყაროს კანონების ყველაზე დაფარული დეტალებია აღწერილი. 3 საათის განმავლობაში რეჟისორებმა მოახერხეს და მაყურებელს უჩვენეს, თუ როგორ ემტერებიან ერთმანეთს მაფიოზური ოჯახები, მაგრამ ამავდროულად ისინი ჩვეულებრივ ადამიანებად რჩბიან. ასეთი რთული ატმოსფეროს გადმოცემა არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ეკრანიზაცია ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი ყურება კვლავ და კვლავ გინდება.


"მწვანე მილი" (1999)
გადაღებების დაწყების წინ "მწვანე მილის" რეჟისორი არჩევანის წინაშე დადგა: ორიგინალი ნაწარმოების შეცვლა, რომ ფილმი უფრო თანამედროვე ყოფილიყო, ან ზუსტად გადმოეცა წიგნის სიუჟეტი. დარაბონტმა პირველი ვარიანტი ამჯობინა და ზუსტად გადმოეცა თითოეული დეტალი, დიალოგებიც კი წიგნის ტექსტის მიხედვითაა. უმნიშვნელო დეტალების ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით რეჟისორმა მოახერხა და გადმოგვცა ის ემოციები და შიში, რომლებსაც სიკვდილმისჯილები პატიმრობაში განიცდიან. "მწვანე მილის" გამოსვლის შემდეგ ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯა აიკრძალა, ხოლო ზოგიერთში კი ელექტრონული სკამი უმტკივნეულო ინექციამ შეცვალა.


"მებრძოლთა კლუბი" (1999)
ფილმის სიუჟეტი ისეთი ჰარმონიული აღმოჩნდა, რომ იმ იდეის გადმოცემას ხელი არაფერმა შეუშალა, რომელიც წიგნის ავტორს სურდა. რეჟისორმა წიგნის ფინალის შეცვლა გადაწყვიტა, მაგრამ ეს პროექტს მხოლოდ წაადგა, რადგან წიგნის ავტორმაც კი აღარა, რომ ეს კარგი იდეა იყო.


"გაქცევა შოუშენკიდან" (1994)
ფილმი პატიმრების ციხეში ცხოვრებას და გაქცევის შესაძლებლობებს აღწერს, მაგრამ სურათში უფრო მეტი ყურადღება ადამიანების ურთიერთობებზეა გამახვილებული. მსახიობმა თავიანთი როლები შესანიშნავად ითამაშეს და ადამაინის სულის ძალა გვაჩვენეს.


"ფორესტ გამპი" (1994)
ერთი შეხედვით გეგონება, რომ ფილმი გროტექსულია, მაგრამ რეჟისორმა სწორად ასე შეძლო წარმატებული ფილმის გადაღებას. სცენარი ზუსტად წიგნს ეფუძნება და ის რაც ფილმშია ნაჩვენები შესაძლოა ჩვეულებრივ ადამიანს რეალურ ცხოვრებაშიც შეემთვხას. "ფორესტ გამპი" არის დრამატული კინოისტორია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოეწონება.


"ქარწაღებული" (1939)
ფილმმა სახელი გაითქვა, როგორც პირველმა ფერადმა სურათმა და "ქარწაღებული" თანამედროვე ფილმებს დღემდე არაფრით ჩამოუვარდება. ფილმი ნებისმიერ ფილმზე უკეთესად ასახავს სულიერ იდეალების, სიყვარულის, ულევი რწმენის და სულის ძალის იდეებს.


"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" (1975)
ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რომანის ავტორსაც არ მოეწონა, თუ როგორ იყო მისი წიგნი ეკრანიზირებული. კიზის ფილმის ნახვაც კი არ უნდოდა, თუმცა სურათმა პოპულარობა ჰპოვა და საკულტო სტატუსი შეიძინა.


"ნათება" (1980)
1980 წელს გამოსული ფილმი "ნათება" დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ჰორორად ითვლება. სურათი ერთი ჩვეულებრივი რომანის მიხედვითაა გადაღებული, მაგრამ სტენლი კუბრიკმა ისეთ "საშინელებად აქცია", რომ ფილმის ყურების დროს რაღაც მომენტებში გინდა თვალებზე ხელი აიფარო.


"მექანიკური ფორთოხალი" (1971)
ავტორმა წიგნი მაშინ დაწერა, როდესაც ცხოვრებაში უჭირდა. მისი ფეხმძიმე ცოლი მთვრალმა დეზერტირმა ჯარისკაცებმა სცემეს. გამოსვლის შემდეგ წიგნი სტენლი კუბრიკის ხელებში მოხვდა, წაკითხვის შემდეგ თავდაპირველად მან ვერაფერი ვერ იგრძნო, მაგრამ რეჟისორი ამბობდა, რომ უკვე დაწერილის ეკრანზე გადატანა ყოველთვის არის შესაძლებელი, ამიტომაც ფილმის გადაღება გადაწყვიტა, რომელმაც დროს გაუძლო და ხალხი მას დღემდე დიდი სიამოვნებით უყურებს.


"რექვიემი ოცნებაზე" (2000)
რომანი 70-იან წლებში გამოქვეყნდა, რომელიც ნარკოტიკების შესახებ ღიად მოგვითხრობს. ნაწარმოები იმათ შესახებაა დაწერილი, რომლებმაც წამიერი სიამოვნებისთვის საკუთარი თავი დაკარგეს. 20 წლის შემდეგ ამავესახელწოდების ფილმი გამოვიდა და გეგონება, რომ ის ზუსტად წიგნის მიხედვითაა გადაღებული, თუმცა ეს ესე არ არის. რეჟისორმა სპეციალურად შეამსუბუქა ის საშინელი მომენტები, რომლებიც წიგნშია აღწერილი.


"ფსიქო" (1960)
ამ სალიტერატურო ნაწარმოებმა თრილერების შესახებ წარმოდგენები სამუდამოდ შეცვალა. ფილმმა, რომელიც წიგნის მოტივების მიხედვითაა გადაღებული ალფრედ ჰიჩკოკს სახელი გაუთქვა, ის ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ უამრავი პაროდია შეიქმნა. პროექტის ავტორებს იმის ფულიც კი არ ეყოთ, რომ სურათი ფერადში გადაეღოთ, თუმცა სავარაუდოდ სწორედ, რომ შავ-თეთრმა იქონია ასეთი გავლენა ფილმის წარმატებაზე.


"შინდლერის სია" (1993)
ლეგენდარული ფილმი რომანის მიხედვითაა გადაღებული, რომელსაც "შინდლერის კიდობანი" ჰქვია. ნაწარმოები ჰოლოკოსტს შეეხება და საშინელ მოვლენებს აღწერს, რომელსაც ნაცისტური გერმანია სჩადიოდა. რომანმა სახელი ფილმის გამოსვლის შემდეგ გაითქვა, ხოლო თვითონ სურათმა კი ყველა პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა.
კეიტ უინსლეტი ცხენს გაახმოვანებს
კეიტ უინსლეტი და მაკკენზი ფოი "შავი ლამაზმანის" ეკრანიზაციაში მთავარ როლებს შეასრულებენ, რომელსაც ანა სიუელის 1877 წლის
10 საუკეთესო ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი აღმოჩნდა.
საუკეთესო ფილმები ქრისტეს შესახებ, რომლებსაც სააღდგომო დღეებში უნდა უყუროთ
წარმოგიდგენთ იესო ქრისტეს შესახებ გადაღებულ საუკეთესო ფილმებს, რომლებსაც სააღდგომო დღეებში აუცილებლად უნდა უყუროთ.
Netflix-ი გაბრიელ გარსია მარკეზის
სტრიმინგ-სერვისმა Netflix-მა გაბრიელ გარსია მარკეზის ცნობილი რომანის - "მარტოობის ასი წლის" ეკრანიზირების უფლება
Paramount Pictures-მა სტივენ კინგის რომანის ახალი ეკრანიზაციის - "ცხოველების სასაფლაოს" მეორე თრეილერი გამოაქვეყნა.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება