Marvel-ის ყველა ფილმი უარესიდან საუკეთესოსკენ

Marvel-ის ყველა ფილმი უარესიდან საუკეთესოსკენ

24.06.2019 4 802
22. "წარმოუდგენელი ჰალკი" (2008)
პირველ რიგში შესანიშნავი სამსახიობო შემადგენლობა უნდა აღვნიშნოთ: მთავარი როლები ედვარდ ნორტონმა, ტიმ როთმა და ლივ ტაილერმა შეასრულებს, აუცილებლად უნდა შევაქოთ ოპერატორებიც და მემონტაჟეებიც, თუმცა "ჰალკი" "რკინის კაცთან" ერთად ერთ წელს გამოვიდა და ამ უკანასკნელს ყველა პარამეტრით ჩამოუვარდა, დაწყებული მთავარი გმირით და დამთავრებული სპეცეფქტებით.


21. "თორი 2: ბნელეთის სამეფო" (2013)
თორის შესახებ გადაღებული პირველი ორი ფილმის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ზუსტად კომიქსების მიხედვითაა შექმნილი, ეს კი ფილმს ნამდვილად არ უხდება და მაყურებლებს, რომლებიც უზარმაზარი დარბაზში სხედან ნამდვილად არ მოსწონთ. "ბნელეთის სამეფო" არის ფილმი, რომელმაც პირველი ნაწილის ყველა ნეგატივი შეინარჩუნა, ხოლო უპირატესობები კი დაკარგა.


20. "კაპიტანი მარველი" (2019)
"კაპიტანი მარველი" როგორც ფილმი უფრო პირველ ფაზას ესადაგება, ვიდრე ეპიკური ფინალის. ბევრს არ მოეწონა არც ბრი ლარსონის თამაში, რადგან მას თითქმის ყველა სცენაში ერთნაირი სახე აქვს. ფილმის წარმატებაზე მნიშვნელოვანი როლი 90-იანებმა, ახალგაზრდა ფიურიმ და კოლსონმა, კატამ, სასიამოვნო საუნდტრეკმა და რა თქმა უნდა კატამ ითამაშეს.


19. "რკინის კაცი 2" (2010)
რკინის კაცი ყველას უყვარს, თუმცა მეორე ფილმი პირველსაც და მესამესაც ჩამორჩება: ბოროტმოქმედი გაუგებარი აღმოჩნდა, სიუჟეტზე აქცენტი ნაკლებადაა გაკეთებული, ამიტომაც მოსაწყენია, ტონი სტარკიც კი არ ანათებს. ფილმის ყურება სპეცეფექტების გულისთვის ნამდვილად ღირს.


18. "კაპიტანი ამერიკა" (2011)
კაპიტანი ამერიკას პირველი ფილმი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. მაყურებლები სტივ როჯერსის ისტორიით დაინტერესდნენ, მოეწონათ მეორე მსოფლიო ომის ატმოსფერო, არის ეფექტური სცენები და კარგი ხუმრობები, ხოლო პეგი კარტერი კი მშვენიერია - მასსა და სტივს შორის ქიმია იგრძნობა.


17. "თორი" (2011)
პირველმა ფილმმა მეორეზე მაღალი რეიტინგი იმით დაიმსახურა, რომ სიუჟეტი სჯობს და მასში ასევე ბევრი ლოკია.


16. "რკინის კაცი 3" (2013)
პირველი "რკინის კაცი" Marvel-ის საუკეთესო ფილმია, ის იმდენად კარგია, რომ მისმა გაგრძელებებმაც ვერ აჯობეს. იგივე ისტორიის ყურება უბრალოდ მოსაწყენი ხდება, ხოლო ზოგიერთ ადგილებში არ გყოფნის ის დინამიკა, რომელიც კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებს უნდა ჰქონდეთ. დაბალი შეფასებები დაიმსახურეს ბოროტმოქმედებმა, განსაკუთრებით კი მანდარინმა.


15. "შურისმაძიებლები: ალტრონის ერა" (2015)
Marvel-ის სიკველების ტიპიური შეცდომა - კომიქსებიდან ხაზების აღება, რომლებიც ისტორიას აგრძელებენ, მაგრამ ისე ადაპტირება, რომ ისინი ალოგიკურები იყვნენ, ამიტომაც "შურისმაძიებლების" გაგრძელების სიუჟეტი ზოგიერთ მომენტში უბრალოდ გაწყვეტილია, ხოლო ალტრონი კი თითქმის საერთოდ არ გავს კომიქსებისას: მსოფლიოს დაპყრობის გეგმა ცუდია, მოტივაცია საკამათოა, დიალოგები ბანალურია სუპერგმირული ფილმისთვისაც კი. ფილმი ასევე ბნელია, რაც Marvel-ის ფერად სამყაროს საერთოდ არ უხდება.


14. "ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა" (2018)
ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ფილმიდან ტიტრების შემდგომი სცენაა. სწორი მიზანი და კარგი ინტრიგა, ეს ყველაფერი ტიტრების შემდეგომ სცენაში თავმოყრილი, ხოლო დანარჩენით კი "ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა" პირველ ფილმს ყველაფრით ჩამოუვარდება.


13. "ადამიანი-ჭიანჭველა" (2015)
სკოტ ლენგი Marvel-ის სხვა პერსონაჟებისგან ძალზედ განსხვავებულია: ის ციხეში ზის და იქ რობინ ჰუდივით მოქცევის გამო მოხვდა, ის სამსახურს ვერ პოულობს, გაშორებულიცაა და გოგონას მამაა. ფილმი ძალზედ შაბლონურია და ამას ვერც მაიკლ დუგლასი და ვერც ევანჯელინ ლილი ვერ შველიან.


12. "შავი პანტერა" (2018)
ფილმმა კრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო, რასაც მაყურებლებზე ვერ ვიტყვით, რადგან ისინი იმედგაცრუებული დარჩნენ, ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ "შავი პანტერა" არა Marvel-ისეული ღია ბლოკბასტერია, არამედ დრამატული ბნელი ფილმი, ხოლო სამსახიობო შემადგენლობა კი მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არ არის დაკომპლექტებლი.


11. "გალაქტიკის მცველები 2" (2017)
"მე ვარ გრუტის" მეასეჯერ განმეორება ღიმილს კვლავ იწვევს მაყურებელში, თუმცა უკვე მოსაბეზრებელიც ხდება. ამის თქმა მთელ ფილმზეც შეიძლება: სცენარისტებმა აიღეს პირველი ნაწილის საუკეთესო მომენტები და ისევ გაიმეორეს. გუნდი კვლავ ეძებს ქვასა და თანოსს, ხუმრობები და ცოტაოდენი დრამა.


10. "დოქტორი სტრეინჯი" (2016)
კარგი სპეცეფქტები, ქარიზმატული მთავარი გმირი, ბოროტმოქმედი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ეს ყველაფერი "დოქტორ სტრეინჯის" მთავარი ღირსებაა. მთავარი მინუსი სიუჟეტია - თითქოს მთავარი ბოროტმოქმედი ვერ ხვდება, თუ საერთოდ რას აკეთებს. "დოქტორი სტრეინჯმა" დამსახურებელი შეფასებები მიიღო: კარგი ეკრანიზაცია, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო.


9. "ადამიანი ობობა: შინ დაბრუნება" (2017)
ეს სეთინგი ჩვენ უკვე მილიონჯერ გვაქვს ნანახი: ნიუ-იორკი და ნიუ-იორკი, სკოლა, ქუჩები, ანუ ახალი არაფერი. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები საერთოდ არ არიან მომხიბვლელები. სიუჟეტიც ნაცნობია და მთავარი გმირიც. რამ დააინტერესა მაყურებელი? მასშტაბები ცვლილებამ, საინტერესო ბოროტმოქმედმა და საყვარელმა მთავარმა გმირმა. მეორეს და მესამეს შესახებ ყველაფერი გასაგებია, რასაც პირველზე ვერ ვიტყვით. ჩვეულებრივ Marvel-ის ფილმებში მთავარმა გმირმა მინიმუმ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს, აქ კი ობობას ამის გაკეთება აუკრძალეს, ამიტომაც ის ქურდბაცაცების აყვანითაა დაკავებული. საინტერესოა ბოროტმოქმედიც - არა ღმერთი ან უცხოპლანეტელთა არმადა, არამედ ჩვეულებრივი კაცი, რომელმაც სამსახური დაკარგა, მაგრამ ოჯახი უნდა გამოკვებოს.


8. "კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი" (2016)
სუპერგმირული დრამა, ასე შეიძლება "სამოქალაქო ომის" მოკლედ აღწერვა. სცენარისტები ნამდვილად უნდა შეაქო: პერსონაჟების მოტივები გასაგებია და ისინი მაყურებლებში თანაგრძნობას იწვევენ, სიუჟეტში ყველაფერი სწორადაა გაწერილი, ხოლო ფინალი კი არა სპეცეფქტებითაა ძლიერი, არამედ ემოციებით.


7. "თორი რაგნაროკი" (2017)
"რაგნაროკში" პირველი ორი ფილმისგან განსხვავებით თორი უფრო საინტერესო და ცოცხალია, ადრე კი ის უფრო პირდაპირი იყო. ფილმში ასევე ჰალკიცაა ნაჩვენები და სოლო-ფილმის შემდეგ ეს მისი საუკეთესო გამოჩენაა. ეფექტურად არიან წარმოდგენილები ჰელა, საკარის მაცხოვრებლები, სქრუჯი და სხვები.


6. "კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი" (2014)
ბევრი თვლის, რომ "ზამთრის ჯარისკაცი" ძალზედ გაწელილი და ალოგიკური ფილმია, მაგრამ მასში ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი რასაც მაყურებლები არ ელოდებიან.


5. "რკინის კაცი" (2008)
Marvel-ის პირველი ფილმი საუკეთესო აღმოჩნდა, მასზე მხოლოდ კარგს თუ იტყვი: ძალზედ საინტერესო და მომხიბვლელი გმირი, რომელიც პირდაპირ მაყურებლის თვალწინ იცვლება, კარგად და ლოგიკურად გაწერილი სიუჟეტი და ჩხუბების ეფექტური სცენები. "რკინის კაცის" წარმატებამ მთელი ფრენჩაიზის ბედი გადაწყვიტა და სტუდიებს აჩვენა თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმი.


4. "გალაქტიკის მცველები" (2014)
"გალაქტიკის მცველები" Marvel-ის სხვა ფილმებს საერთოდ არ გავს. აქ ყველა პერსონაჟი ცუდია და მათ ერთად მუშაობა ძალით უწევთ. მცველები გამოირჩევა არასტანდარტული სეთინგით, კარგი ხუმრობებით და ეფექტური ბოროტმოქმედებით, რომელსაც ჯერაც ამარცხებენ. ასევე უნდა აღვნიშნოთ საუნდტრეკები - 80-იანების პოპულარული კომპოზიციები აქ მრავლადაა.


3. "შურისმაძიებლები" (2012)
"შურისმაძიებლები" Marvel-ისთვის სავიზიტო ბარათი გახდა, თუ "რკინის კაცში" ერთი პერსონაჟის ისტორიაა მოყოლილი აქ გუნდია შეკრებილი და ეს გუნდი სწორადაა ნაჩვენები. დრო ყველა პერსონაჟზეა განაწილებული, დრამატურგია კი უბრალოდ შთამბეჭდავადაა დადგმული. პრემიერიდან 7 წლის შემდეგაც კი ის აქტუალობას არ კარგავს და ბოლო ორ "შურისმაძიებლებს" პრაქტიკულად არაფრით არ ჩამოუვარდება.


2. "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" (2018)
"უსასრულობის ომი" მძლავრი, ბნელი და ეფექტური ფილმია, რომლის დასასრულითაც გასაგები ხდება, რომ წინ კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო ბრძოლა გველოდება. ფილმში პერსონაჟები თავიანთი ხასიათების მიხედვით მოქმედებენ და მათი სიუჟეტური ხაზები საბოლოოდ იკვეთება.


1. "შურისმაძიებლები: დასასრული" (2019)
"დასასრული" ეს არის ფილმი, რომელმაც 11 წლის წინ დაწყებულ კინოსამყაროს წერტილი დაუსვა, მასში ბევრი პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი იდეალურად დასრულდა, ხოლო ყველაზე დასამახსოვრებელმა გმირმა კი სწორედ, რომ გმირულად გასწირა თავი.
Marvel-ის ყველა ფილმი 4K ფორმატში გამოვა
Marvel-ის კინოსამყაროში შემავალი ყველა ფილმი 4K გაფართოებაში გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ Collider-მა პროდიუსერებზე
Marvel-ის ფანმა კინოსამყაროს ყველა ფილმი ერთ წუთიან ვიდეოში ჩაატია
YouTube-არხ Minimal Shame, No Apologies-ზე Marvel-ის კინოსამყაროს ყველა ფილმი თრიბიუტი გამოვიდა - დაწყებული 2008 წლის
რა თანმიმდევრობით უნდა ვუყუროთ Marvel-ის კინოსამყაროს?
დღეს Marvel-ის კინოსამყარო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია კინოს ისტორიაში, მასში 22 ფილმი და რამდენიმე სერიალი
Marvel-ის კინოსამყაროს პირველ სამ ფაზას საერთო სახელი ეწოდა
Marvel-ის კინოსამყარომ სტარტი 2008 წელს აიღო, როდესაც "რკინის კაცის" შესახებ პირველი ფილმი გამოვიდა. ახლა მასში 22
ყველაზე პოპულარულმა YouTube-ერმა თავი ვერ შეიკავა და
YouTube-ერმა PewDiePie-მ Please stop this სახელწოდების მქონე ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელშიც კვირის სიახლეები მიმოიხილა,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება