10 ფილმი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინსვლა და ბრძოლის გაგრძელება

10 ფილმი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინსვლა და ბრძოლის გაგრძელება

20.11.2020 19 319
"შეპყრობილი"
ფილმი აღსავსეა არამხოლოდ უმაღლესი კლასის ჯაზ-მუსიკით, არამედ შესანიშნავი რითმითაც. მთავარი გმირი გვაჩვენებს, რომ დიდების მისაღწევად ზოგჯერ საჭიროა შეპყრობილი იყო.


"იმედის სხივთა კრებული"
მეუღლის წასვლის შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.იგი გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს.თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი.ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა.


"ანგელა"
ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება.


"რეი"
ჩრდილოეთ ფლორიდის პლანტაციაზე დაბადებული რეი ჩარლზი 7 წლის ასაკში დაბრმავდა. თავისუფლების მოყვარე დედამ მას შთააგონა, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა უნდა ეპოვნა. სამხრეთით მოგზაურობის დროს ამ ემოციურმა მომღერალმა სახელი მალე მოიხვეჭა და ძალიან მალე მსოფლიოში ცნობილი გახდა, როდესაც გოსპელისა და ქანთრის ნაზავით თავისი საკუთარი სტილი შექმნა.


"არტისტი"
ჰოლივუდი, 1927. მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჯორჯ ვალენტინი იმყოფება წარმატების ზენიტში. თუმცა ხმოვანი ფილმების გამოსვლის შემდეგ, სიტუაცია იცვლება, მსახიობი მაყურებელს სწრაფად ავიწყდება, ხოლო ერთი ახალგაზრდა გოგონასათვის პეპი მილერისთვის, პირიქით, წარმატების გზა ახლა იწყება. ფილმი მათ სასიყვარულო ურთიერთობაზეა. 2012 წლის ოსკარის გამარჯვებული ფილმი.


"ბილი ელიოთი"
რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.


"ცხოვრება ვარდისფერ ფერებში"
ედიტ პიაფის ცხოვრების ყოველი დღე შერკინებას გავდა. მას უხდებოდა ბრძოლა არსებობისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის. პარიზის ღარიბი უბნიდან მან შეძლო ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებამდე მიღწევა და მოყვარულთა გულების დაპყრობა.


"ამადეუსი"
მილოშ ფორმანის თვალით დანახული, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი.


"მონანიება"
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.


"ჩაპლინი"
ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული "ოსკარი" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები.
Disney-მ თავის მულტფილმში ბისექსუალი მთავარი გმირი პირველად წარადგინა
მულტსერიალ "ბუს სახლშის" მთავარი გმირი ბისექსუალი იქნება, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც Disney-ს პროექტს არატრადიციული
10 ფილმი სიყვარულის ყველა ასპექტზე
შუახნის მამაკაცი თავის ძველ ქალაქში ბრუნდება მძიმე წარსულისგან გათავისუფლებისა და ცხოვრების თავიდან დაწყების იმედით, და
10 ფილმი, რომლებიც შეყვარებულებმა აუცილებლად ერთად უნდა ნახონ
სანაპირო დაცვის ადმირალი ფრენკ ბერდსლი მეუღლის სიკვდილის შემდეგ ახალ ლონდონში გადადის საცხოვრებლად, სადაც თავის ახალ
რეიტინგების დაცემის და მთავარი გმირის წასვლის მიუხედავად სერიალი "მოსიარულე მკვდრები" მე-11 სეზონით გაახანგრძლივეს.
10 ფილმი, რომლებზეც კაცებიც კი ტირიან
მართალია ქალები კაცებზე უფრო ემოციური არსებები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერ სქესს სენტიმენტალიზმი არ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება