შემოდგომის რომანტიკით აღსავსე 10 ფილმი

შემოდგომის რომანტიკით აღსავსე 10 ფილმი

14.10.2020 8 111
"შემოდგომის ლეგენდები"
რომანტიკული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა მისდაუნებურად ლადოუის ოჯახის ყველა მამაკაცის ბედი ერთმა მომხიბვლელმა ქალმა. სიყვარული, განშორება და დაუოკებელი ლტოლვა ფლობდე საუკეთესოს.


"სახლი ტბის პირას"
მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას, სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება.


"შემოდგომა ნიუ-იორკში"
უილ კეინი - ნიუ-იორკში მოდური რესტორანის მფლობელია. პლეიბოი და წამიერი ინტრიგების ოსტატი - შარლოტა ფილდინგის გაცნობის შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდება შეშლილობასთან მოახლოვებულ მდგომარეობაში. შარლოტა მასზე ორჯერ უფრო ახალგაზრდაა. მას სწყურია გემო გაუგოს ზრდასრული ადამიანის ცხოვრების ყველა სიამოვნებას - და ამაზე მას ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გააჩნია. უილს შარლოტა გაიტაცებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს მოკლე და ვალდებულებებს მოცილებული კავშირია.მაგრამ მალევე უილის ქალებზე ყველა წარმოდგენა დაიმსხვრევა.. ნამდვილი სიყვარული ხომ ყველაფრის ცვლის..


"ტკბილი ნოემბერი"
ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.


"ბაღების ქვეყანა"
ენდრიუ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მას ნერვოზი აწუხებს, იგი მუდამ დეპრესიის საწინააღმდეგო წამლებს სვამს, მორჩილად მიჰყვება ცხოვრების დინებას და არ ცდილობს რაიმე შეცვალოს. მაგრამ მისი შინ დაბრუნება, დედის დაკრძალვაზე, იმედის ნაპერწკალს უსახავს, მშვენიერ სემთან შეხვედრა კი, მის გულს ახლებურად ააძგერებს.


"თქვენთვის წერილია"
საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფილმის გმირმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო, სინამდვილეში მისთვის საძულველი საქმიანი კონკურენტია, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით არცერთმა მათგანმა არ იცის.


"მედისონის ოლქის ხიდები"
რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.


"სიამაყე და ცრურწმენა"
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.


"პრაქტიკული მაგია"
ოუნსების ოჯახის შესახებ უცნაური ხმები დადის: თითქოსდა სახლის ქალბატონები ალქაჯები არიან და ვინც მათ შეიყვარებს ახალგაზრდა მოკვდება. ხმების მიუხედავად გოგონებს სულაც არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათ მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება სურთ, როგორც ყველა ნორმალურ ქალს.


"მსუბუქი ყოფაქცევა"
განქორწინებული ამერიკელი - ლარიტა ჰანთინგტონი საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება. . და აი მოვიდა ის დროც, როდესაც ლარიტა ჯონის მშობლების გასაცნობად, მეუღლის სამშობლოში მიემგზავრება. ინგლისში ჩასულ ახალდაქორწინებულ წყვილს წინ არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უიტეკერების ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდება.
10 ფილმი სიყვარულის ყველა ასპექტზე
შუახნის მამაკაცი თავის ძველ ქალაქში ბრუნდება მძიმე წარსულისგან გათავისუფლებისა და ცხოვრების თავიდან დაწყების იმედით, და
10 რომანტიკული კომედია, რომელიც ყველა მამაკაცს მოეწონება
შეუძლიათ ფრანგებს მარტივი, სასიამოვნო რომანტიკული კომედიების გადაღება და ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. ფილმი
10 ფილმი, რომელიც სიყვარულის სირთულეებზე გვიყვება
ეს ფილმი ქსავიე დოლანის მეორე ნამუშევარია და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად დახვეწილი არ არის, ის გვიჩვენებს მისი
5 სერიალი, რომლებიც თქვენი გონების გამძლეობას შეამოწმებენ
ამ სერიალების გაგება არც თუ ისე მარტივია, ბოლო სერიის ყურების შემდეგ ხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩა
საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება