10 ატმოსფერული ფილმი, რომელთა ჩართვის შემდეგ თქვენ

10 ატმოსფერული ფილმი, რომელთა ჩართვის შემდეგ თქვენ "პაუზა" ღილაკის არსებობა დაგავიწყდებათ

29.06.2020 18 867
"სხვა ცხოვრება" (2017)
მთავარი გმირი რენი შექმნის ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც ვირტუალურ რეალობას ქმნის ადამიანის ტვინში. მთავრობა ამაში გადავსებული ციხეების პრობლების მოგვარების შანსს ხედავს, თუმცა ძალიან მალე თავისი გონების და დროის ხაფანგში თვითონ რენი აღმოჩნდება.


"დამნაშავე" (2018)
პოლიციის ოფიცერი, ასგერ ჰოლმი, რომელიც განგაშის დისპეჩერად ჩამოაქვეითეს, შეშინებული ქალის ზარს უპასუხებს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოიტაცეს. მართალია, ასგერი პოლიციის განყოფილებას ვერ ტოვებს და ერთადერთი იარაღი, რაც გააჩნია ტელეფონია , მაგრამ ყველაფერზე მიდის, რომ როგორმე ქალს დაეხმაროს და მოძებნოს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ ეს უბრალო გატაცება არ არის.


"შავი სარკე: Bandersnatch" (2018)
1984 წელი. ახალგაზრდა პროგრამისტ სტეფანს სურს, რომ ფანტასტიკური რომანის მიხედვით კომპიუტერული თამაში დაწეროს, რომელშიც ავტორს სიუჟეტის განვითარებაზე ექნება გავლენა. მთავარი გმირი დაფინანსებას მსხვილი კომპანიისგან მიიღებს, მაგრამ შექმნის პროცესი ჩიხში აღმოჩნდება. "შავი სარკის" ავტორების მიერ შექმნილი ინტერაქტიული ფილმი მაყურებლებს სიუჟეტის განვითარების უფლებას თვითონ აძლევს.


"დაკარგული ქალაქი Z" (2016)
ტოპოგრაფი პერსი ფოსეტი ამაზონიის ჯუნგლებში დაკარგული მოგზაურების საძებნელად მიდის. მთავარი გმირი ისეთ ადგილებს იკვლევს, სადაც ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს, საერთო ენის პოულობს ინდიელებთან და უძველესი ცივილიაზციის საიდუმლოების გამოცნობას ცდილობს. ექსპედიციაში ფოსეტს უფროსი ვაჟი ჯეკი მიჰყვება.


"ქოხი" (2020)
დედინაცვალი თავის ორ გერთან ერთად დიდი თოვლიანობის გამო ქოხში ჩარჩება. სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობები და თავგადასავლები მათ შორის.


"მიწისძვრის მაცნე" (2019)
ახალგაზრდა ინგლისელი სახელად ლუსი ოჯახური პრობლემებისგან თავის დასაღწევად იაპონიაში გადადის საცხოვრებლად, სადაც თარჯიმნად იწყებს მუშაობს. ერთხელ ტოკიოს ყურეში მისი დაკარგული მეგობრის ხელს პოულობენ. მთავარ გმირს მკვლელობაში სდებენ ბრალს, მაგრამ ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.


"რადიუსი" (2017)
ლიამი ავტოავარიის შემდეგ იღვიძებს და არ ახსოვს ვინ არის. გზად მას მხოლოდ ცხედრები ხვდება. მას ჰგონია , ხალხი ვირუსის შედეგად დაიღუპა, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ ხალხს მასთან 50 მეტრ რადიუსზე მიახლოვება კლავს.


"ოკუპანტი" (2020)
ხავიერს რთული წელი ჰქონდა. ერთ დროს წარმატებულმა სარეკლამო აგენტმა სამუშაო დაკარგა და ახლის პოვნაც ვერ შეძლო. მთავარი გმირის ოჯახს მდიდრული სახლის გაყიდვა და ნაკლებად პრესტიჟულ რაიონში გადასვლა უწევს. ერთხელ ხავიერი ძველ სახლში ბრუნდება, პოულობს გასაღებებს და უჩნდება იდეა, თუ როგორ გამოასწოროს ყველაფერი, მაგრამ მოახერხებს გმირი ყველაფრის ისე მიღწევას, რომ საკუთარ სიცრუეში არ აღმოჩნდეს ჩათრებული?


"საილენთ ჰილი" (2006)
გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.


"უჩინარი კაცი" (2020)
როდესაც სესილიას მოძალადე ყოფილი, თავს იკლავს და მას ქონებას უტოვებს, ქალი ფიქრობს, რომ სიკვდილი დადგმაა. როდესაც შემთხვევათა ჯაჭვი ლეტალურად გრძელდება, სესილიას მცდელობები დაანახოს სხვებს, რომ მასზე ნადირობენ, უშედეგოდ სრულდება.
ანიმაციური ფენტეზი Castlevania ეკრანებზე მიმდინარე წელს დაბრუნდება
2018 წელს თავისი ანიმაციური ფენტეზი Castlevania მესამე სეზონით გააახანგრძლივა, თუმცა არ უთქვამს როდის გამოვიდოდა. ახლა
დუეინ ჯონსონმა თავის Instagram-ში ფილმ "შავი ადამის" გამოსვლის თარიღი გამოაცხადა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს.
სპაიკ ლი
"შავი კუ-კლუქს კლანელის" რეჟისორმა სპაიკ ლიმ თავისი მომავალი პროექტის შესახებ ისაუბრა. ის გრაფიკული რომანის - "კატების
ნილ ბლომკამპის ახალი პროექტის დეტალები გავრცელდა, რომელიც ფილმ "მეცხრე რაიონით" და "ჩაპით" არის ცნობილი. სურათს
რიდლი სკოტი
"უცხოს" ავტორმა რიდლი სკოტმა დაადასტურა, რომ კომპანია Walt Disney-სთან ფრენჩაიზთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება