10 სერიალი, რომლებსაც მაყურებელი არაერთხელ უბრუნდება

10 სერიალი, რომლებსაც მაყურებელი არაერთხელ უბრუნდება

11.02.2020 22 834
"ოფისი" - "The Office"
"ოფისის" ბრიტანული ვერსია შესანიშნავია, თუმცა ამერიკულს მაინც ვერ შეედრება. გარდა არაჩვეულებრივი პერსონაჟებისა, შოუ მაყურებლის უკან მიბრუნებას ხარისხიანი და მუდმივი იუმორითაც ახერხებს.


"სამეფო კარის თამაშები" - "Game of Thrones"
სახელწოდებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ თუ რა ტიპის შოუსთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, მისი ერთხელ ნახვა არ კმარა სიტუაციაში გასარკვევად – პირველ რიგში კარგად უნცა გავიცნოთ პერსონაჟები, რათა მივხვდეთ, თუ ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ იტყუება.


"პარკები და დასვენების ზონები" - "Parks and Recreation"
მიუხედავად იმისა, რომ პარკები და დასვენების ზონები ოფისისმაგვარ დოკუმენტალისტურ სტილს იყენებს, მას მაინც გააჩნია საკუთარი ღირსებები – პირველ რიგში კი ეს პერსონაჟებია. მაყურებელი აუცილებლად იპოვის მინიმუმ ერთ გმირს მაინც, რომელთანაც თავის გაიგივება შეეძლება.


"შეშლილები" - "Mad Men"
კიდევ ერთი სერიალი, რომლის ჩახლართული სიუჟეტიც აუცილებლად მოითხოვს მეორედ ნახვას. გარდა ამისა, მისი სცენარი დახვეწილი და საინტერესო დიალოგებითაა გაჯერებული. სწორედ ამიტომ, ამ ჩამონათვალში შეშლილები საპატიო ადგილს იკავებს.


"სოპრანოს კლანი" - "The Sopranos"
უამრავი მაყურებელი მიიჩნევს, რომ სოპრანოს კლანი ტელევიზიის ისტორიაში შექმნილი საუკეთესო სერიალია. შოუში იდეალურადაა დაწერილი დიალოგები, რომელთა მოსასმენადაც ერთხელ ნახვა, რა თქმა უნდა, არ კმარა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სერიალი მატყუარებზეა – ესეც კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ მას მინიმუმ ორჯერ მაინც.


"სიმპსონები" - "Simpsons"
ჩართეთ "სიმპსონების" ნებისმიერი ეპიზოდი და დატკბით! უკან ნუ დაიხევთ მისი ანიმაციურობის გამო, სატირითა და იუმორით გაჯერებული სერიალი აუცილებლად გაგიჩენთ კიდევ არაერთხელ მიბრუნების სურვილს.


"საინფელდი" - "Seinfeld"
საინფელდი, ალბათ, არის შოუ, რომლიდანაც მაყურებელი ამა თუ იმ ფრაზას ყველაზე ხშირად ციტირებს. გარდა იმისა, რომ თავის დროზე ის პოპულარობის პიკზე იმყოფებოდა, მისი ხელახლა ნახვა ახლაც ძალიან სახალისოა, რადგან არაერთ ცნობილ მსახიობს საკუთარი კარიერის საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ.


"შეაჩერე შენი ენთუზიაზმი" - "Curb Your Enthusiasm"
ხუმრობები, ხუმრობები, ხუმრობები – ეს სერიალი, რა თქმა უნდა, არ ჩადის სიღრმეებში, თუმცა იუმორი, რომელსაც მისი შემქმნელები გვთავაზობენ, მაყურებლისთვის ძალიან მარტივად მისაღებია და განტვირთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.


"მოსმენა" - "The Wire"
"მოსმენა" არ არის მხოლოდ ის სერიალი, რომლის ხელმეორედ ნახვის სურვილიც გიჩნდება – ეს არის სერიალი, რომლის განმეორებით ნახვაც უბრალოდ სავალდებულოა, რადგან უბრალოდ შეუძლებელია ერთხელ ყურებით გაშიფრო და ამოიცნო ყველა ის სიმბოლო თუ მინიშნება, რაც მასში შემქმნელებმა დამალეს.


"მეგობრები" - "Friends"
"მეგობრები", ალბათ, სწორედ ის სიტკომია, რომლის ნახვაც მის ერთგულ მაყურებელს არასოდეს მობეზრდება. ისევე როგორც სხვა კომედიური სერიალების შემთხვევაში, მეგობრებიდანაც მარტივია ნებისმიერი ეპიზოდის ამორჩევა – ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ სიცილი და კარგი განწყობა გარანტირებულია!
Metacritic-მა ათწლეულის საუკეთესო სერიალები დაასახელა
რეცენზიების ერთ-ერთმა უმსხვილესმა აგრეგატორმა Metacritic-მა მიმდინარე ათწლეულის საუკეთესო სერიალები დაასახელა,
სტრიმინგ-სერვისი NBCUniversal შესაძლებელია სრულიად უფასო იყოს
სტრიმინგ-სერვისების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, ამიტომაც იბადება ლოგიკური კითხვა, თუ როგორ აპირებენ სტუდიები
კომპანია NBCUniversal თავისი სტრიმინგ-სერვისის გაშვებას გეგმავს
NBCUniversal სტრიმინგ-სერვისების რბოლაში ძალიან-მალე ოფიციალურად ჩაებმება. კომპანიამ სერვისის სახელწოდება და მისი
"სამეფო კარის თამაშების" პრიკველის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ მისი გადაღებები იტალიაში
10 მიზეზი, რომ სერიალ
"სამეფო კარის თამაშების" პრემიერის დღიდან პოპულარული გახდა და რეიტინგები მხოლოდ ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ჯორჯ რ.რ.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება