10 ბრწყინვალე სერიალი დროში მოგზაურობაზე

10 ბრწყინვალე სერიალი დროში მოგზაურობაზე

07.02.2020 265
"რადიოტალღა" - "Frequency"
2016 წელი. დეტექტივი ქალი რადიოტალღის მეშვეობით 20 წლით ადრე დაღუპულ მამასთან დაკავშირებას ახერხებს. ასევე დეტექტივი მამის დახმარებით, ის გაუხსნელი საქმეების გამოძიებას იწყებს, რაც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.


"გადაკვეთა" - "THE CROSSING"
ქალაქში მოულოდნელად ომს გამოქცეული ლტოლვილები გამოჩნდებიან და თავშესაფარს ითხოვენ. ადგილობრივი შერიფი და ფედერალური ბიუროს აგენტი საქმის გარკვევას ცდილობენ, რადგან ის, რაც ხდება, სრულიად წარმოუდგენელია – ლტოლვილები გამოექცნენ ომს, რომელიც ამერიკაში 250 წლის შემდეგ მოხდება…


"12 მაიმუნი" - "Twelve Monkeys"
90-იანების დასასრულს კაცობრიობას უცნობი ვირუსი ანადგურებს. მთავარი გმირი, კოლინი კი დამნაშავეა პოსტ-აპოკალიფსური მომავლიდან. ისინი, ვინც ვირუსს გადაურჩნენ, მიწისქვეშ ცხოვრობენ და დროის მანქანის მეშვეობით კოლინს აგზავნიან წარსულში, რათა ვირუსი იპოვნონ და ისტორია შეცვალონ.


"მანიფესტი" - "Manifest"
მანიფესტი NBC-ის სერიალია, რომელიც 2018 წელს დაიწყო და ჯერჯერობით ერთი სეზონია გამოსული. ტურბულენტური ფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მშვიდობიანად ეშვება მიწაზე, თუმცა, მგზავრები მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ხუთი წელია გასული და მისტიკური, ამოუხსნელი მოვლენებიც იწყება.


"სიცოცხლე მარსზე" - "Life on Mars"
BBC-ის ორსეზონიანი სატელევიზიო შოუს ცენტრში დეტექტივია, რომელიც სერიული მკვლელის პოვნას ცდილობს. მოულოდნელად ის 2006 წლიდან 1978 წელში აღმოჩნდება და ყველაფერს აკეთებს, რათა უკან დაბრუნდეს. მისი შეყვარებული კი მარტო იწყებს საქმის გამოძიებას.


"მომავლის ადამიანი" - "Future Man"
ახალგაზრდა მამაკაცი სამეცნიერო ცენტრში მუშაობს და ვიდეო-თამაშებით ერთობა. ერთ-ერთ თამაშში ის ყველა დონის გავლას ახერხებს და ხდება პირველი, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდება, ეს თამაში სპეციალურად შეიქმნა ისეთი ადამიანის საპოვნელად, რომელმაც ცივილიზაცია უნდა გადაარჩინოს…


"დოქტორი ვინ" - "Doctor Who"
მაღაზიის კონსულტანტის ცხოვრებაში არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა, სანამ ერთ დღესაც მანეკენები არ გაცოცხლდნენ და მის მოკვლას არ ეცადნენ. კონსულტანტის გადარჩენაზე ზრუნვას კი იდუმალი ექიმი შეუდგა. დოქტორი ვინ BBC-ის გახმაურებული სერიალია, რომელიც დროში მოგზაურობის თემაზე ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.


"ბნელი" - "Dark"
Netflix-ის გერმანულენოვანი სერიალი ბნელი მისტიკის, თრილერის, ფანტასტიკისა და დრამის ნაზავია და გამოსვლისთანავე უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია. ისტორია დროში მოგზაურობაზე, რომელიც ორი მოზარდის უჩვეულო გაუჩინარებით იწყება, აუხსნელი მოვლენებითაა სავსე და დაწყებისთანავე გითრევთ. სერიალის მეორე სეზონი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა.


"უცხოელი" - "Outlander"
სერიალი ეფუძნება შოტლანდიურ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის მისტიკურ ქვებთან მიახლოებისას ადამიანი სხვა დროში გადაინაცვლებს. სწორედ ეს ემართება სერიალის მთავარ გმირსაც. ესაა წარსულში მოგზაურობის, ომის, ძალადობისა და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია.


"11.22.63" - "11.22.63"
სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს, გვიყვება ინგლისური ენის მასწავლებელზე, რომელიც დროში მოგზაურობს და წარსულში, 1963 წლის 22 ნოემბერში ინაცვლებს, რათა თავიდან აიცილოს ჯონ კენედის მკვლელობა. საინტერესო სიუჟეტის გარდა, სერიალი ბრწყინვალე რეჟისორული ნამუშევარიცაა და აუცილებლად ჩაგითრევთ.
Netflix-მა ზომბი-კომედია
მრავალსერიანი აპოკალიფსური კომედია "განთიადი" ერთ-ერთი პროექტი გახდა, რომელიც Netflix-მა პირველი სეზონის შემდეგ დახურა.
ჰორორ
ინტერნეტში ჰორორ "წყევლას" თრეილერი გავრცელდა, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი სემ რეიმია. ფილმში მთავარი როლები ჯონ ჩომ და
The CW სერიალ
The CW-მ შესაძლებელია სერიალი "100" კი დახურა, მაგრამ პოსტაპოკალიფსურ სამყაროსთან გამომშვიდობებას არ გეგმავს, რადგან
სტუდია Warner Bros.-მა 2001 წელს გამოსული "საწვრთნელი დღის" პრიკველზე მუშაობა დაიწყო. სცენარზე დამწყები ავტორი ნიკ
Disney ანიმაციური კლასიკის კიდევ ერთ რიმეიქს გეგმავს
გამოცემა We Got This Covered-ის წყაროებს თუ დავუჯერებთ Disney თავისი ანიმაციური კლასიკის კიდევ ერთი რიმეიქის გამოშვებას
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება