8 ფილმი მათთვის, ვინც მოტივაცია დაკარგა

8 ფილმი მათთვის, ვინც მოტივაცია დაკარგა

26.11.2019 5 500
"ისუნთქე" - "Breathe" (2017)
ქორწილის შემდეგ რობინი და დიანა მოგზაურობაში მიდიან, სადაც რობინი ავად ხდება. დასმული დიაგნოზი - პარალიტიკური პოლიომიელითი - უკურნებელი სენი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს არამხოლოდ დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას ართმევს, არამედ სუნთქვის შესაძლებლობასაც, მაგრამ თავისი მეუღლის და ახლობლების დახმარებით რობინი სრულფასოვნად ცხოვრობს და მილიონობით ადამიანის მაგალითი ხდება.


"ყველაფრის მიუხედავად" - "Mein Blind Date mit dem Leben" (2017)
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანის შესახებ, რომელიც მიუნჰენის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში სტაჟიორად მუშაობაზე ოცნებობს. მას წინ ვერაფერი დაუდგება, მათ შორის ვერც მხედველობის მოულოდნელი გაუარესება. ცოტაოდენი იღბალი, მეგობრების დახმარება და საკუთარ თავში რწმენა - მისი წარმატების რეცეპტი.


"ცხოვრება მშვენიერია" - "50/50" (2011)
ახალგაზრდა ჟურნალისტ ადამის ცხოვრება მშვენივრად მიდის: ლამაზი სახლი, საყვარელი ქალი, ერთგული მეგობარი და კარგი სამუშაო. ზურგში ტკივილის შეგრძნების შემდეგ ადამი გამოკვლევაზე მიდის, სადაც გაიგებს, რომ მას სიმსივნის იშვიათი ფორმით არის დაავადებული და გადარჩენის შანში 50/50-ზეა. ახლობლებთან ერთად ადამი მომხდარის ნათელ მხარეებს და ნამდვილ საკუთარ თავთან მისასვლელ გზას ეძებს.


"მე სემი ვარ" - "I Am Sam" (2001)
40 წლის ოფიციანტი სემ დოუსონი ფსიქიკური განვითარების მხრივ ჩვეულებრივ ადამიანს ჩამორჩება, ის მარტო ზრდის 7 წლის ქალიშვილ ლუსის. მამა გოგონას სიყვარულს და მოვლას არ აკლებს, მაგრამ ადგილობრივი სოცსამსახური თვლის, რომ სემი მოზარდს ვერ გაუმკლავდება, ამიტომაც ბავშვს სხვა ოჯახს გადასცემენ, მაგრამ სემი დანებებას არ აპირებს და გამოცდილი ადვოკატი აჰყავს.


"მა მა" - "Ma Ma" (2015)
ნიჭერი მასწავლებელი და მოსიყვარულე დედა მაგდა მთელი ძალით ცდილობს სასიკვდილო დაავადებას შეებრძოლოს და თან ბედნიერი იყოს. ამგვარად ის აბედნიერებს ყველას, ვინც მის გარშემოა და ვინც მისთვის ძვირფასია.


"მე ომს ვაცხადებ" - "La guerre est déclarée" (2011)
ეს არის ახალგაზრდა და ნაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც მოულოდნელმა დარტყმამ თბილი და ჰარმონიული სიყვარულის სამყაროდან სისასტიკის ქაოსში გადაისროლა. მათი შვილის - ადამის ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა წყვილი მძიმე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ახალგაზრდები არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან შვილის გადასარჩენად. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს.


"კატვეს დედოფალი" - "Queen of Katwe" (2016)
პატარა უგანდელი გოგონას ცხოვრება - არსებობისთვის ყოველდღიური ბრძოლაა, მძიმე სამუშაო და არანაირი ბავშვური მხიარულება. ერთხელ ის სრულიად შემთხვევით საჭადრაკო კლუბში შევა და საკუთარ თავში თამაშის მიმართ ნამდვილ სიყვარულს აღმოაჩენს. მწვრთნელის და მასწავლებლის დახმარებით ფიონა ვაჟკაცობას მოიკრებს და გამოწვევას ღებულობს, რომელსაც მისი ცხოვრების შეცვლა სამუდამოდ შეეძლებათ.


"შენ შენ არ ხარ" - "You're Not You" (2014)
თავისი კარიერის პიკზე ყოფნისას წარმატებული პიანისტი ქეითი ავადმყოფობის შესახებ გაიგებს, რომელიც მას ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვებს. მეუღლეს მის მომვლელად ახალგაზრდა გოგონა ბეკი აჰყავს, რომელმაც ქეითს ბედნიერების შეგრძნება უნდა დაუბრუნოს.
8 ფილმი, რომლებიც გულს გაგითბობენ
ფილმებს ადამიანებში მრავალი ემოციის გამოწვევა შეუძლიათ. ზოგიერთებს შეუძლიათ ადამიანების გაცინება, ზოგიერთებს თვალზე
7 რომანტიული კომედია მათთვის, ვისაც რაღაც განსაკუთრებული უნდა
რომანტიული კომედია ცოცხალია და სამუდამოდ იცოცხლებს, რადგან მას დამოუკიდებელი კინემატოგრაფი გადაარჩენს, რომელსაც
კიანუ რივზის ხუთი საუკეთესო ფილმი
როგორც E3-ზე გახდა ცნობილი კიანუ რივზი Cyberpunk 2077-ის ერთ-ერთი პერსონაჟი იქნება, ამიტომაც სანამ ის გეიმინგ
ბეტმენის ახალ ტრილოგიაში შესაძლოა რობინი და ქალი-კატა გამოჩნდნენ
ბეტმენის ახალ ტრილოგიაში შესაძლოა სხვა პოპულარული პერსონაჟებიც გამოჩნდნენ, მაგალითად რობინი, ქალი-კატა, პინგვინი,
10 ფილმი, რომლებზეც კაცებიც კი ტირიან
მართალია ქალები კაცებზე უფრო ემოციური არსებები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერ სქესს სენტიმენტალიზმი არ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება