8 ფილმი, რომლებიც გულს გაგითბობენ

8 ფილმი, რომლებიც გულს გაგითბობენ

19.11.2019 4 197
ფილმებს ადამიანებში მრავალი ემოციის გამოწვევა შეუძლიათ. ზოგიერთებს შეუძლიათ ადამიანების გაცინება, ზოგიერთებს თვალზე ცრემლის მოდგომა, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც სულებს და გულებს ათბობენ და ჩვენში ნათელ და დადებით ემოციებს იწვევენ. ეს კი სწორედ ისეთი ფილმებია, რომლებსაც მრავალჯერ ვუყურებთ.

"ოქტომბრის ცა" - "October Sky" (1999)
საავიაციო-კოსმო ინჟინერი ჰომერ ჰიკემი პატარა ქალაქში დაიბადა, სადაც ადამიანების ძირითადი ნაწილი მაღაროში მუშაობს, თითქოს მისი ბედისწერა უკვე გადაწყვეტილია - ის მეშახტე უნდა იყოს, როგორც ქალაქის სხვა კაცები, თუმცა 1957 წელს სსრკ-მ კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა და ჰომერი კოსმოსით "ავადდება", მას რაკეტის შექმნის იდეა ებადება, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ამის სასტიკი წინააღმდეგია.


"დასვენებისა და კულტურის პარკი" - "Adventureland" (2008)
ფინანსური კრახის შემდეგ ბრენანის ოცნებები, რომ ევროპაში იმოგზაუროს ფერფლად იქცევა, ამიტომაც მოზარდს მთელი ზაფხული დაბალანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა უწევს, მაგრამ მუდმივად მოწყენილი, რომ არ იყოს ის გართობის პარკში იწყებს სამსახურს.


"ლომი" - "Lion" (2016)
ფილმი ინდოელ სარა ბრიერლის ისტორიას ეფუძნება, რომელიც მან თავის წიგნ "ხანგრძლივი გზა სახლში" დაწერა. ხუთი წლის ასაკში სარა მშობლიური სახლიდან 1500 კილომეტრის დაშორებით დაიკარგა. ქუჩებში ხეტიალის შემდეგ ის თავშესაფარში მოხვდა, საიდანაც ავსტრალიურმა ოჯახმა აიყვანა. მრავალი წლის შემდეგ სარა მშობლიური სახლის და ბიოლოგიური მშობლების მოძებნას გადაწყვეტს. წარმოუდგენელი ისტორია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის ატირება შეუძლია.


"კუბო: ლეგენდა სამურაიზე" - "Kubo and the Two Strings" (2016)
პატარა სოფლის მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ბოროტი სულები ანადგურებენ. მათ ახალგაზრდა კუბოს მოაკითხეს - ლეგენდარული მებრძოლის შვილს, რომელიც ბოროტებასთან ბრძოლის დროს დაეცა, მაგრამ ბიჭუნა არაა მზად, რომ ასე მარტივად დანებდეს, ამიტომაც ის სახიფათო მოგზაურობაში მიდის, რომ მამამისის ძველი აბჯარი იპოვოს.


"ბედნიერების ძიებაში" - "The Pursuit of Happyness" (2006)
სიუჟეტი კრის გარდნერის რეალურ ისტორიას ეფუძნება - 28 წლის მარტოხელა მამის, რომელიც უიღბლო კომივოიაჟერი იყო და წარმატებული ფინანსური ბროკერი გახდა. მას არ სურს დანებება და მრავალი დაბრკოლების გადალახვა აქვს გადაწყვეტილი, რომ ბედნიერების შანსი მიიღოს.


"1+1" - "Intouchables" (2011)
მდიდარი, განათლებული და წარმატებული ბიზნესმენი ფილიპი უბედური შემთხვევის შედეგად სრულიად პარალიზებული აღმოჩნდება. კომფორტის მხრივ მისი ცხოვრება მშვენიერია, თუმცა ამისგან ვერანაირ სიამოვნებას ვერ ღებულობს, სანამ პირად ასისტენად უბრალო გამვლელს არ აიყვანს ღარიბული კვარტლიდან.


"ნამდვილი სიყვარული" - "Love Actually" (2003)
ბრიტანული რომანტიული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.


"სიკეთის ძირითადი პრინციპები" - "The Fundamentals of Caring" (2015)
სახლის, ოჯახის და საარსებო მინიმუმის დაკარგვის შემდეგ ბენი მომვლელად იწყებს მუშაობას, სადაც მისი ერთ-ერთი კლიენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაპრიზული მოზარდია. ახალი სამუშაო და მოულოდნელი მეგობრობა ბენის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
7 ფილმი, რომლებსაც მხოლოდ მაშინ უნდა უყუროთ, როდესაც მოწყენილი ხართ
ამ სიაში მყოფი ფილმები განსაკუთრებულ ძალებს ფლობენ, რომლებსაც მაყურებლის შესანიშნავ სამყაროში გადაყვანა და
ფრედი ძალიან მალე დაბრუნდება
ფრედი კრიუგერი ბოლოს დიდ ეკრანს 2010 წელს ეწვია, მაგრამ სამუელ ბაიერის ფილმი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 35
ძმები რუსოები: სავარაუდოდ გამორა ცოცხალია
"შურისმაძიებლები: დასასრულმა" მაყურებლებს ბევრი კითხვა დაუტოვა, მათ შორის ზოგიერთებს აინტერესებდათ, თუ რა დაემართა
Marvel-ის ხუთი პერსონაჟი, რომლებიც მარტივად დაამარცხებდნენ თანოსს
თანოსის დასამარცხებლად შურისმაძიებლებმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომიქსებში არსებობენ
საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება